ქართველოლოგიის ცენტრი

სამეცნიერო პროექტის დასახელება: ოსმალურ საეკლესიო დავთრებში დაცული ცნობები ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ

სურათი

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (HE-21-103)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა შაშიკაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:  ნიაზ ზოსიძე (კოორდინატორი), მირიან მახარაძე (მონაწილე), ხათუნა თუმანიშვილი (მონაწილე), ალკაზარ კაშია (ახალგაზრდა მენიერი), ლიანა ჭყონია (დამხმარე პერსონალი), ხათუნა ბაინდურაშვილი (დამხმარე პერსონალი).

პროექტის შესახებ:

დასრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საქართველოში და საზღვარგარეთ არსებული ქართული მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის სამეცნიერო კვლევისათვის 2021 წელს დაფინანსებული სახემწიფო საგრანტო პროექტი - ,,ოსმალურ საეკლესიო დავთრებში დაცული ცნობები ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ“ (№HE-21-103).

პროექტის მიზნად ისახავდა ოსმალურ ხელნაწერ ძეგლებში (ძირითადად საეკლესიო დავთრებში) გაბნეული ცნობების მოძიებას თურქეთის არქივებში, მათის თარგმნას ქართულ ენაზე და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანას. აღნიშნული კვლევის შედგად მონოგრაფიის გადმოცემას, სადაც ვრცელ გამოკვლევასთან ერთად მოცემული იქნებოდა ხელნაწერთა ფოტოასლები თარგმანითურთ. 

პროექტის ძირითადი პერსონალი გახლდათ - ზაზა შაშიკაძე (სამეცნიერო ხელმძღვანელი), თურქოლოგი, შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) პროფესორი; ნიაზ ზოსიძე (პროექტის კოორდინატორი), პუბლიცისტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი; მირიან მახარაძე (მონაწილე), თურქოლოგი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ასოცირებული პროფესორი; ხათუნა თუმანიშვილი (მონაწილე), არაბისტი, თსუ ასოცირებული პროფესორი; ალკაზარ კაშია (ახალგაზრდა მეცნიერი), თურქოლოგი, ბსუ ასისტენტ პროფესორი.

პროექტში დამხმარე პერსონალის სახით პერიოდულად ჩართულნი იყვნენ ბსუ ასოცირებული პროფესორი ლიანა ჭყონია (თურქოლოგი); ხათუნა ბაინდურაშვილი (ირანისტი),  კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევარი და ბსუ ასისტ. პროფესორი შოთა როდინაძე (ლინგვისტი).

პროექტის განხორციელების პრიოდში სხვადასხვა ფორმით ხდებოდა მისი გაცნობა სამეცნიერო წრეებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის. შედეგები გავიტანეთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე. დაიბეჭდა სტატიები ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ გამოცემებში. პროექტის ხემძღვანელმა გააკეთა პრეზენტაციები ჩატარებული სამუშაოების შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში სამსუნის (19 მაისის) უნივერსიტეტში, ართვინის (ჭოროხის) უნივერსიტეტებში, სტამბოლში ქართველთა თანადგომის საზოგადოებაში, თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

პროექტი ხორციელდებოდა 2021-2025 წწ-ში (გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ფონდს ვთხოვეთ პროექტის დასრულების ერთი წლით გადავადება) ბსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფარგლებში მოქმედი ქართველოლოგიის ცენტრის ფარგლებში.

საბოლოოდ მომზადდა ვრცელი მონოგრაფია - ,,ოსმალური საეკლესიო დავთრები ქართული ეკლესიებისა და მრევლის შესახებ იერუსალიმში“ (Word A4 ფორმატის 438 გვერდი). იგი შედგება შესავლის, კვლევითი ნაწილის და დოკუმენტების თარგმანისგან. დართული აქვს ხელნაწერი დოკუმენტების ფოტორვი. ნაშრომი სრული სიახლეა ქართველი მკვლევრებისთვის იმ ძეგლების შესახებ, რომელთა მიმართაც ეგზომ დიდია ქართული საზოგადოების ინტერესი.

ინფორმაცია კვლევის შესახებ:

საკითხის შესწავლის ისტორია:

იერუსალიმის შესწავლა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოადგენს მრავალსაუკუნოვან, ეტაპობრივად ჩამოყალიბებულ კვლევით ტრადიციას, რომელიც ერთიანობაში მოიცავს ისტორიოგრაფიას, ფილოლოგიას, ეპიგრაფიკას და აღმოსავლეთმცოდნეობას. იგი მოიცავს ქართველთა ისტორიულ მოღვაწეობას, მონასტრული ქსელის ჩამოყალიბებას, ეკლესიურ-იურიდიულ სტატუსს, კულტურულ ტრანსფერსა და უმნიშვნელოვანე მემკვიდრეობას ,,წმინდა მიწაზე“.

მრავალსაუკუნოვანი ქართული საეკლესიო ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მის საერთაშორისო კონტაქტებსა და კავშირურთიერთობებს.

იეროსალიმთან საქართველოს ურთიერთობას საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს. პალესტინა-იეროსალიმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ქართველთათვის ქრისტეს ჯვარცმისა და საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადების შემდეგ. იმ დროიდან იერუსალიმი და მისი შემოგარენი (ბეთლემი, ნაზარეთი, გოლგოთა) უფრო მნიშვნელოვანი ცენტრებია და, მათ შორის ქართველებისთვისაც, „წმინდა მიწა“, „წმინდა ქალაქი“ იქცა.

ქართველ სახელმწიფო და სასულიერო მოღვაწეთა ერთობლივმა ძალისხმევამ დაამშვენა პალესტინის სხვადა-სხვა ადგილები, განსაკუთრებით ,,წმინდა ქალაქი“ - იერუსალიმი, რომელიც უძველესი დროიდან ახლო აღმოსავლეთის მნიშვნელოვნი პოლიტიკურ- ეკონომიკური და კულტურული ცენტრი იყო.

ქრისტიანობის გავრცელებას თან მოჰყვა ეკლესია-მონასტრების მშენებლობა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

იმავე პერიოდში, და უფრო ადრეც გამოჩენილან ქართველები იერუსალიმში. იმდროინდელ გამოჩენილ მოღვაწეს პეტრე იბერს (V ს.) აუშენებია ,,სახლი-სასტუმროი“ და ეკლესია იერუსალიმში, მონასტრები ბეთლემსა და ეგვიპტეში.[1] იერუსალიმთან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველ მეფეებს - მირიანს (ქართლის პირველ მეფეს) და შემდეგ ვახტანგ გორგასალს.[2]

შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა შედარებით შეანელა ქართველთა ურთიერთობა ,,წმინდა მიწასთან“.

XVI ს-ში ოსმალთაგან დაპყრობილ პალესტინა-იერუსალიმთან ურთიერთობას ქართული სამთავროები ამყარებენ. იერუსალიმის ქართული კოლონია მაშნ მძიმე ეკონომიკურ პირობებშ აღმოჩნდა, ამიტომ ქართველი სასულიერო მოღვაწეები ცდილობდნენ მუდმივი შემოსავლის მისაღებად სამშობლოში გაეჩინათ უძრავი ქონება (ყმა-მამულები).[3]

ოსმალთა პერიოდში აშკარაა, რომ ქართველი მეფე-მთავრები ცდილობდნენ იმპერიის ხელისუფლებასთან კავშირებით შეძლებოდათ იერუსალიმში შესვლა. ამასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო დოკუმენტი ინახება თურქეთის არქივებში. აქვე ერთ-ერთ მათგანზე ვიტყვით მოკლედ. როდესაც ოსმალთა სარდალმა ლალა მუსტაფა ფაშამ 1578 წლის აგვისტოში თბილისი აიღო, ალექსანდრე კახთა მეფეს ცნობა გაუგზავნა და მორჩილებისაკენ მოუწოდა. ამ უკანასკნელსაც წინააღმდეგობა არ გაუწევია და 31 აგვისტოს ლაშქრის ბანაკში მოვიდა. შეხვედრა სოფელ სართიჭალაში შედგა, ვილაიეთი ბეგლარბეგობის თანამდებობით მას უბოძეს. ალექსანდრემ გარკვეული ხარკის გადახდა იკისრა.[4] ალექსანდრე კახთა მეფე ცნობილი იყო თავისი დიპლომატიით და ჩანს რომ ამ ,,მშვიდობასაც” შეძლებისდაგვარად იყენებდა. ამის მანიშნებელია ერთ-ერთი ოსმალურ დოკუმენტი, რომელიც დათარიღებულია ჰიჯრით 986 წლის 17 ზილკაადეთი (1579 წლის 15 იანვარი).[5]  მასში ჩანს ქართველი მეფის ინტერესი ,,წმინდა მიწებისადმი” და სულთნის ხელისუფლების დამოკიდებულებაც ქართველი მეფისადმი.

1. ქრისტიანთა პატივდებულ ამირას, ქრისტეს მიმდევართა დიდებულებს შორის რჩეულს, საქართველოს თავათდაგან ლევენთის (ლევანის) ძე ალექსანდრეს, კეთილად აღსრულდეს საქმეები მისი, უმაღლესი სამეუფეო ბრძანება, როდესაც მოაღწევს, გეცნობოს, რომ ძვირფასთა შორის უძვირფასესს წერილი გამოგიგზავნია, ჩემი სულთნისადმი მორჩილება, ერთგულება და გულითადი სიყვარული გამოგიხატავს და გითხოვია, რომ საქართველოს მხრიდან მოსული ქრისტიანებს წმინდა იერუსალიმში მოსალოცად მიმოსვლის ნება დამვრთო და საპატიო ბრძანება გავცე, რათა საზღვრისპირა ბეგებმა თქვენს მიერ გამოგზავნილ ხალხს ამაში ხელი არ შეუშალონ და დაუყოვნებლივ გამოაგზავნონ ჩემი ბედნიერების კარზე. ხსენებული საკითხი გახდა ღირსი, მოეხსენებინათ უზენაესი ტახტის სამბრძანებლოში. როდესაც მეცნობა, შენი თხოვნის შესახებ საპატიო ბრძანება გაეგზავნა არზრუმის ბეგლარბეგს, მასზედ, რომ საზღვრებთან მყოფ ბეგებს დაუყოვნებლივ  წერილები და ხალხი გაუგზავნოს და მკაცრად გააფრთხილოს, თუ იმ მხრიდან წერილი და კაცი მივა, არავითარ შემთხვევაში არ შეაჩერონ და არ შეაყოვნონ, სასწრაფოდ ჩემი ბედნიერების დედაქალაქში გამოაგზავნონ. წმინდა იერუსალიმის ბეგსაც იგივე საპატიო ბრძანება გაეგზავნა, რათა, საქართველოს მხრიდან მოსალოცად მოსულ ქრისტიანებს, რომელთაც ბეჭდიანი თამასუქი ექნებათ, ქრისტეს საფლავთან საჭირო ადგილებზე უფლება აქვთ მივიდნენ მოინახულონ. ვინმემ წინააღმდეგობა რომ არ გაუწიოს, ამის შესახებ სამეუფეო ფირმანი გამოიცა. არავის აქვს უფლება შეაწუხოს იმ მხარიდან მოსულები და ჩემი უმაღლესი ბრძანების წინააღმდეგ წავიდეს.

ვუბრძანე, რომ, მოაღწევს თუ არა ჩემი მოწყალე, სამართლიანი და ურყევი საპატიო ბრძანება, სადაც ჩაიწერა ყველა საკითხი და დაეგზავნა საჭირო ხალხს და საზღვრისპირა ბეგებს, გაგზავნილი ფირმანის საფუძველზე, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე სასწრაფოდ გამოაგზავნიან ჩემი ბედნიერების კარზე, რათა ქართველი ქრისტიანები სალოცავად წმინდა იერუსალიმში ჩამოვიდნენ, ქრისტეს საფლავთან საჭირო ადგილებზე მივიდნენ, მოინახულონ და უკან დაბრუნდნენ. ეცნობოს ყველას, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ გასწიოს.

2. ბრძანები არზრუმის ბეგლარბეგს მასზედ, რომ:

საქართველოს მმართველებიდან, ქრისტიანთა ამირათაგან დაწინაურებულმა, ლევენთის (ლევანის) ძე ალექსანდრემ, კეთილად აღსრულდეს საქმეები მისი, ამჟამად ჩემი ბედნიერების კარზე წერილი გამოაგზავნა, ჩემი სულთნისადმი მორჩილება, ერთგულება და გულითადი სიყვარული გამოხატა. ვბრძანებ, რომ, როდესაც მოაღწევს [ბრძანება], საქართველოს საზღვრებთან მყოფ ბეგებს დაუყოვნებლივ  წერილები და ხალხი გაუგზავნე და მკაცრად გააფრთხილე, რომ თუ მათთან ხსენებულის მხრიდან წერილი და კაცი მივა, არავითარ შემთხვევაში არ შეაჩერონ და არ შეაყოვნონ, სასწრაფოდ ჩემი ბედნიერების დედაქალაქში გამოაგზავნონ. ამიერიდან, ქართველთა მსახურებაში მყოფი ქრისტიანების წმინდა იერუსალიმში, ქრისტეს საფლავზე მოსალოცად მიმოსვლასთან დაკავშირებით ბრძანება გამოვეცი. ხსენებულის ბეჭდიანი თამასუქით ყოველი მხრიდან მომსვლელ ქრისტიანს მოსალოცად მიმოსვლაში წინააღმდეგობას ნუ გაუწევთ და უსამართლოდ ნუ მოექცევით.[7]

3. ბრძანება წმინდა იერუსალიმის გამგებელს, მასზედ, რომ: ამჟამად, მაღალი ალაჰის წყალობით, შირვანის დამპყრობელი და დამმორჩილებელი, მტრის ადვილად დამმარცხებელი და გამანადგურებელი ჩემი სულთნისადმი, ქართველ დიდებულთაგან ლევენდის (ლევანის) ძე ალექსანდრეს მორჩილება გამოუცხადებია და საკუთარი თავი მიუბარებია. [მან] წერილი გამოაგზავნა, ქართველთა მხარეში მყოფი ქრისტიანებისათვის წმინდა იერუსალიმში მიმოსვლისა და მონახულების თაობაზე უზენაესი ნებართვა მოითხოვა, რაზეც ჩემი საპატიო თანხმობა გაიცა. ვბრძანებ, რომ, როდესაც [ბრძანება] მოაღწევს ამიერიდან ხსენებული ხალხიდან ზემოხსენებულის [ალექსანდრეს] ბეჭდიანი თამასუქით თუ ვინმე მოვა, ნურავინ შეეწინააღმდეგება, ქრისტეს საფლავთან საჭირო ადგილებზე მივიდეს, მოინახულოს და უკან დაბრუნდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ნურავის აწყენინებთ და შეაშინებთ.[8]

 

წმინდა მიწაზე ქართული სავანეებისა და სამონასტრო თემის ისტორიის შესწავლა მე-19 საუკუნიდან იწყება. მის სათავეებთან დგას პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული სიტყვიერების კათედრის პროფესორი ალ. ცაგარელი. მისი ფუნდამენტური ნაშრომი `ქართულ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწაზე და სინაზე, რომელიც 1888 წელს დაიბეჭდა რუსულ ენაზე, დღემდე ინარჩუნებს დიდ მეცნიერულ მნიშვნელობას.  სამწუხაროდ, ქართული წყაროების მონაცემები არ არის ადეკვატური იმ დიდი საქმიანობისა, რასაც ქართველები ეწეოდნენ წმინდა მიწაზე. ტიმოთე გაბაშვილამდე (XVIII ს.) არა გვაქვს ქართველ მოგზაურთა და პილიგრიმთა ჩანაწერები.

წმინდა მიწაზე ქართული სავანეების ისტორიის აღსადგენად და ქართველთა მოღვაწეობის შესასწავლად მკვლევრები ჩვეულებრივ იყენებდნენ ქართულ წყაროებს: იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებს,[9] ხელნაწერთა ანდერ-მინაწერებს, წმინდა მიწის მცირერიცხოვან აღწერებს. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესი წვლილი წმინდა მიწაზე ქართული ეკლესია-მონასტრების და იერუსალიმის ქართული კოლონიის შესწავლის საქმეში შეიტანა აკად. ელ. მეტრეველის ნაშრომებმა, მის მიერ გამოცემულმა ჯვრის მონასტრის აღაპებმა,[10] ტიმოთე გაბაშვილის მოგზაურობამ[11] და სხვა არაერთმა სამეცნიერო სტატიამ. მისი ხელმძღვანელობით ხელნაწერთა ინსტიტუტის სამეცნიერო კადრები აქტიურად სწავლობდნენ და სწავლობენ წმინდა მიწას. მნიშვნელოვანია აგრეთვე ქართული ხელნაწერების ანდერძ-მინაწერები დ. კლდიაშვილის, ვ. კეკელიას,  თ. ცერაძის, თ. ჯოჯუას და სხვ. ავტორობით.  2001-2002 წლებში პროფ. თ. მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით, ისრაელსა და პალესტინაში იმუშავა ქართველ მეცნიერთა კომპლექსურმა ექსპედიციამ, რომლის მიზანიც ქართულ სიძველეთა მოძიება, კვლევა და ფიქსაცია იყო. ექსპედიციის მუშაობის უმნიშვნელოვანესი შედეგები (წაკითხულ იქნა და კალკაზე გადმოღებული ოთხმოცამდე ქართული წარწერა, აღინუსხა სხვადასხვა ეკლესიაში დაცული ქართულწარწერიანი ნივთები) დაიბეჭდა 2003 წელს ქართულად და ინგლისურ ენაზე, ლონდონში 2014 წელს.

წმინდა მიწაზე ქართველების მოღვაწეობის შესახებ ბევრი რამ დაიწერა. გასათვალისწინებელია ლ. მენაბდის, ე. მამისთვალიშვილის, გ. გაგოშიძის, მ. სტეფნაძის,  დ. ნინიძის, მ. წურწუმიას და სხვ. შრომები. 

საკითხის მრავალი კუთხით გაშუქებისათვის საყურადღებოა ბ. ხურცილავას სამეცნიერო-პოპულარული სტატიები წმინდა მიწაზე ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ, რომლებიც ავტორისეული დაკვირვებებით ადგილზე და საინტერესო მიგნებებით, რეგულარულად იბეჭდება ჟურნალ ,,ისტორიანის“ ფურცლებზე. ქართული წყაროების სიმცირისა და არქონის დაძლევა ხდება უცხოური წყაროების საფუძველზე. 1937 წელს გამოიცა არქიმანდრიტ გრ. ფერაძის უმნიშვნელოვანესი ნაშრომი „უცხოელი პილიგრიმების ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და მონასტრების შესახებ“, რომლის მსგავსიც არ მოიპოვება პალესტინის სხვა ქრისტიანული თემების (ბერძნები, ფრანცისკელები, ეთიოპელები, სომხები..) ისტორიისთვის. მასში თავმოყრილია ევროპელ მოგზაურთა და პილიგრიმთა ცნობები ქართული სავანეებისა და ქართველ პილიგრიმთა შესახებ.

არსებობს ბერძნული წყაროები, რომლებშიც დასახელებულია მართლმადი-დებელთა სავანეები 1187 წლის შემდეგ და აგრეთვე დაახლოები 1250-1350 წლებში, და რომლებიც ადრე არ იყო გამოყენებული ქართველ მკვლევართა მიერ. მათი გათვალისწინება აუცილებელია იმის გასარკვევად, თუ როდის დაარსდა და არსებობდა ესა თუ ის ეკლესია-მონასტერი, რომლებიც მამლუქთა ბატონობის დროს ქართველთა ხელთ იყო.  გასათვალისწინებელია მრავალი დასავლური წყარო ა. ოვადიას და კ. გ. დე სილვას ,,წმინდა მიწაზე ბიზანტიური ეკლესიების კორპუსში“,     რ. შიკის ნაშრომი `პალესტინის ქრისტიანული თემები ბიზანტიელთა ხანიდან მუსლიმთა მმართველობამდე“. რაც შეეხება უცხოელ მკვლევრებს, რომლებიც წერდნენ წმინდა მიწაზე ქართული მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ადრეული ავტორებიდან აღვნიშნავ არქიდიაკონ დოულინგის და რ. ჟანენის შრომებს. მოგვიანებით, ე. მურმა ძველი იერუსალიმის ეკლესიათა შორის შეიტანა ქართული სავანეებიც. თანამედროვეთაგან, უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ბერძენი არქეოლოგის ა. იკონომოპულოსის მომცრო, მაგრამ უაღრესადთ, საყურადღებო ნაშრომი ჯვრის მონასტერში არქეოლოგიური გათხრების შედეგების შესახებ, ასევე ბ. აბუ მანეს, რ. ბ. როუზის, ი. ჩეხანოვეცის გამოკვლევები. იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს კურატორი ვასილიოს ცაფერისი მოგვითხრობს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორიას. თუმცა წმინდა მიწის დასავლეთის მკვლევრები, რომლებიც იყენებენ აღმოსავლურ, განსაკუთრებით არაბულ წყაროებს, არ იცნობენ ორიგინალში ან თარგმანში, ქართულ წყაროებსა და ლიტერატურას, გარდა ი. პალიჩისა, რომელმაც ახალი არაბული დოკუმენტები გამოსცა პალესტინაში ქართული სიძველეების შესახებ მნიშვნელოვანი კომენტარებითურთ. ი. პალიჩმა, არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების საფუძველზე, რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა იერუსალიმში წმ. ჯვრის მონასტრის ისტორიის საკითხებს.  იცხაკ დავითს (ისაკ დავითაშვილს) ეკუთვნის საყურადღებო ნაშრომი წმინდა მიწაზე ქართველების მოღვაწეობის შესახებ. ამჟამად, წმინდა მიწაზე სამონასტრო ცხოვრების ვერცერთი მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის დენის პრინგლის ოთხტომიან მონოგრაფიას იერუსალიმის ჯვაროსანთა სამეფოს ეკლესიების შესახებ. ამ უკანასკნელში განხილულია დასავლური წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის საოცრად დიდი წრე, რის გარეშეც ძნელია საუბარი ქართული სავანეების შესახებაც.  წმინდა მიწაზე ქართული მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ მკვლევართა დიდი ნაწილი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ეყრდნობა ევროპულ და ქართულ წყაროებს, ეპიგრაფიკულ და არქეოლოგიურ მასალებს. ამასთან, არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის და პრობლემის გადაჭრა შეიძლება აღმოსავლური-არაბული და ოსმალური როების საფუძველზე. ამ კუთხით ოსმალურ წყაროებს სწავლობს პროფ. ც. აბულაძე.  რაც შეეხება წინამდებარე ნაშრომს, მასში შესწავლილი და გაანალიზებულია არაბული ნარატიული, ეპიგრაფიკული და ეპისტოლური მემკვიდრეობისა და დოკუმენტური წყაროების მონაცემები წმინდა მიწის ქართული მემკვიდრეობის შესახებ.  წლების მანძილზე არაბულ ქვეყნებში მუშაობამ საშუალება მომცა მაქსიმალურად გავცნობოდი შუა საუკუნეების ისტორიულ-გეოგრაფიული, ბიოგრაფიული, კოსმოლოგიური და გენეალოგიური ჟანრის თხზულებებს. ასევე, თვალი მიმედევნებინა არაბული წყაროების ახალი პუბლიკაციებისთვის და მომეპოვებინა ისინი. ამ წყაროებში (ალ-‘უმარის, ალ‘აინის, ბაიბარს ალ-მანსურის, მუჯირ-ად-დინის, ალ-‘ულაიმის და სხვ.) არაერთი საინტერესო ცნობაა იერუსალიმის ქართული სავანეების ფლაგმანის ჯვრის მონასტრის შესახებ ჩემი ყურადღების ცენტრში იყო ქართველების შესახებ არაბული დოკუმენტური წყაროების პუბლიკაციებიც, თუმცა მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა (ბ. აბუ მანე, ი. პალიჩი და ქრ. მიულერი, ოვადია სალამე და გერშონ ბენ ორენი). შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ხელშეწყობით მოპოვებულ და შესწავლილ იქნა (გაშიფვრა, თარგმნა, კომენტირება) XIII-XVII საუკუნეების — მამლუქთა და ოსმალთა ბატონობის ხანის ათობით მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომლებიც დაცულია სინას მთაზე, იერუსალიმის ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში, ფრანცისკელთა არქივში, სომხური საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში, შარიათის სასამართლოს არქივსა და იერუსალიმის სხვა წიგნთსაცავებში. ეს მასალა სრულიად უნიკალურია და საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გამდიდრდეს ჩვენი ცოდნა წმინდა მიწის ქართველთა სავანეებისა და სამონასტრო თემის ისტორიის შესახებ. სწორედ ამ მასალების საფუძველზე მომზადდა წინამდებარე ნაშრომი.

და ბოლოს, უახლოეს წარსულში ქართველმა მეცნიერმა, აღმოსავლეთ-მცოდნე-არაბისტმა გოჩა ჯაფარიძემ, გამოაქვეყნა შესანიშნავი ნაშრომი ,,ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში  (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით)“, რომელიც მდიდარ წყაროთმცედნეობის ბაზას ეყრდნობა და შეიცავს მნიშვნელოვან სიახლეებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

 

 

ოსმალური დავთრები იერუსალიმის შესახებ:

 

ქალაქ სტამბოლში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის საარქივო სამმართველოს ოსმალურ არქივში სხვადასხვა ტიპის 150 მილიონამდე დოკუმენტი ინახება. სხვა იმპერიების მსგავსად, ოსმალეთის იმპერიაშიც უდიდესი ყურადღება ექცეოდა საკანცელარიო საქმეს - დოკუმენტების წარმოებას. ისინი იქმნებოდა სხვადასხვა მიზნით, იქნებოდა ეს ფაქტების თუ მოვლენების აღწერა-დაფიქსირება, ადმინისტრაციული მმართველობის განხორციელება, სხვადასხვა პირობით მიწის ნაკვეთების გაცემა და მათი კონტროლი, გადასახადების აკრეფა და მრავალი სხვა. ოსმალეთის ხელისუფლება საუკუნეების განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დოკუმენტების შენახვასა და გაფრთხილებას. ამიტომაც არის, რომ თურქეთის რესპუბლიკის არქივები და წიგნთსაცავები ასე მდიდარია ისტორიული წყაროებითა და დოკუმენტებით (მ.მახარაძემ, ზ.შაშიკაძე, ა.კაშია, 2022: 13).

ოსმალური არქივი შედგება 33 ფონდისაგან, რომელშიც გაერთიანებულია ასობით ქვეფონდი. ჩვენთვის საიტერესო საეკლესიო დავთრები მოთავსებულია ბაბი ასაფის ფონდში, რომელშიც გაერთიანებულია 90 ქვეფონდი და მათ შორის საეკლესიო დავთრების ქვეფონდი (A.(DVNS.KLS.d/ Bab-ı Asafi Divan-ı Hümayun Sicilleri Kilise Defterleri).

ოსმალური საეკლესიო დავთრები 10 ტომისაგან შედგება, საიდანაც მე-8, მე-9 და მე-10 ტომები შეეხება იერუსალიმის ეკლესია-მონასტრების მართვა-გამგეობას და სხვადასხვა კონფესიებს შორის მართვა ურთიერთობის მოგვარებას. გარდა ზემოაღნიშნული დავთრებისა იერუსალიმის შესახებ საეკლესიო დავთარი ინახება თოფქაფის მუზეუმის არქივში, რომლის შიფრია TS.MA.d. 7016  და მასშიც მსგავსი ტიპის დოკუმენტებია გაერთიანებული.

იერუსალიმის შესახებ, ოსმალური საეკლესიო დავთრების სარეესტო ჩანაწერები, რომელსაც ჩვენ კრებული დავარქვით გაერთიანებულია 8, 9 და 10 საეკლესიო დავთრებში გარდა ამისა თოფქაფის მუზეუმის არქივში არის კრებული შიფრით TS.MA.d. 7016, რომელშიც მსგავსი ტიპის დოკუმენტებია გაერთიანებული.

 

საეკლესიო დავთარი 10

აღნიშნული კრებულის ზომებია 19,3X43,6 X1,6 სანტიმეტრი. გარეკანი ბორდოსფერი ტყავისგანაა შეკერილი. გარე ყდა არ აქვს. გარეკანზე ოსმალურად აწერია "Kamâme Defteri, min-evâhiri Rebîilevvel sene-i hicret 15, ilâ-evâili Cumâdelâhir sene 1099" (ჩაიწეროს ოსმალურად). გარეკანზე ასევე თანამედროვე თურქულით აწერია Kilise Defteri No. 10. აღნიშნული წიგნი შედგება 94 გვერდისგან საიდანაც ნაწერი მხოილოდ 20 გვერდზეა. კრებულის 1,3,4, 15-28, 38-94 გვერდები ცარიელია. მე-5 გვერდზე რომელშიც ხალიფა ომარის ბრძანებაა გადმოცემული ნაწერი ოქროსფწრ (ბრჭყვიალა) ჩარჩოშია ჩასმული.[12] სხვა გვერდებზე მსგავსი რამ არ გვხვდება. ორიგინალების რეესტრში გადატანის თანმიმდევრობა დაცულია, თუმცა ერთ ადგილას ჯიჯრის 1068 (1657) წლის ბრძანების[13] შემდეგ 14 გვერდი ცარიელია და მომდევნო დოკუმენტი 1047 (1637) წლის ბრძანებაა.[14] კრებულის 2 გვერდზე სიტყვა ბუიურულდუს ზემოთ წერია საჰჰ, რაც ნიშნავს, რომ ასლი დამტკიცებულია და ორიგინალის მაგივრობას წევს. ფურცლის ქვემოთ მითითებულია შედგენის თარიღი 1152 წლის 15 ზილკაადე (1740 წლის 13 თებერვალი)[15]. აღნიშნული გვერდი თავისი ფორმითა და სტრუქტურით განსხვავდება მომდევნო გვერდებისგან რის შედეგადაც შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს გვერდი კრებულში მოგვიანებითაა ჩაკრული და წარმოადგენს არა ასლს არამედ ორიგინალს.[16]

კრებულში მელნის ფერი და სიტყვებზე რიკას (ოსმალური დამწერლობა) გავლენა, მიუთითებს იმაზე, რომ კრებული ერთჯერადად არაა გადაწერილი და ორიგინალებთან შედარებით მოხდა მისი ჩასწორება.

მეათე საეკლესიო დავთარში გაერთიანებულია 13 დოკუმენტი (ჩანაწერი, ბრძანება).[17] თითქმის ყველა მათგანი დივნის ხელითაა დაწერილი, მხოლოდ მცირე ნაწილია ნასხის (ნასუხის) ხელით. პერიოდი მოიცავს ჰიჯრის 15- 1099 (636-1688) წლებს. სეიძლება ითქვას რომ მე-2 გვერდის გარდა ყველა დოკუმენტის ჩაწერა მოხდა ერთდროულად. კრებულის შედგენა მოხდა 1152 წლის 15-20 ზილკაადეს (1740 წლის 13-18 თებერვალი).

საეკლესიო დავთარი 8

კრებულის ზომებია 17,5X42,00X1,00 სანტიმეტრია. თავფურცელი ბორდოსფერი ტყავია, რომელიც ადგილებში გაცვეთილია. ფურთცელი და ტექსტი კარგადაა შენახული. ოგიერთი ფურცელი ამოვარდნილია. გარე ყდა არ აქვს. თავფურცელზე ოსმალურად "K/u/a/mâme Defteri (ოსმალურშია გადასაყვანი), და ორი თარიღი აქვს დაწერილი 860 წლის შევალი და 1071 წლის რებიულეველი. ლათინური თურქულით აწერია  "Kilise Defteri. No. 8". პირველი გვერდი უნომროა. შემდეგი გვერდიდან იწყება დანომვრა 1-დან 41-ის ჩათვლით. სულ 42 გვერდია, აქედან 3, 4, 15-21, 36-39 გვერდები ცარიელია.

1,2, და 5 გვერდებში ტექსტი ოქროსფერ (ბრჭყვიალა) ჩარჩოებშია ჩასმული.[18] სხვა გვერდებას მსგავსი ჩარჩოები არ აქვთ. თარიღი მოთავსებულია პირვლ გვერდზე, ჩარჩოს გარედ გვერდის დაბლა მარცხენა კუთხეში 1152 წლის 15 ზილკაადე (1740 წლის 13 თებერვალი).[19] მეორე გვერდზე კრებულის საინფორმაციო ჩანაწეია, სადაც დაახლოებით სამი-0თხი სტრიქონი ცარიელი ადგილია. ეს განკუთვნილი იყო საჰჰის ჩასაწერად იყო ადგილი გამოტოვებული, რათა დადგენილიყო კრებულის ავთენტურობა. „საჰჰ“-ის ჩაწეის შემდეგ კრებული მიუხედავად ასლისა ჩაითვალა ორიგინალად.

კრებულის მე-40 გვერდზე ჩასმულია (ჩაწებებულია) ტექსტი, სადაც საუბარია, რომ იერუსალიმის ყდის განუახლდა უფლებამოსილება და ეს ცნობა დათარიღებულია 1223 (1808) წლით. ამავე ფურცელზეა მა ბრძანების დამამტკიცებელი სხვადასხვა უწყების ბეჭდები.[20] კრებულის ბოლო 41 გვერდზე 5 სტრიქონია, რომელიც განკუთვნილია ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქისადმი.[21] კრებულში მეჰმედ მეორეს ბრძანებულებაში თავდაპირველად ჩაწერილი იყო წელი 862. მელნის ფერის მიხედვით დადგინდა, რომ ეს წელი ტექსტთან ერთად ჩაიწერა. თუმცა მოგვიანებით 2 შეიცვალა წერტილით და მივიღეთ 860 წელი.[22] როგორც 10 საეკლესიო დავთარში, აქაც 1068 წლის ბრძანებას[23] მოსდევს 1047 წლის ბრძანება[24], რომელთა შორის შვიდი გვერდი ცარიელია.

კრებულში მოთავსებულია 18 ჩანაწერი, რომელიც მთლიანად დივნის ხელითაა დაწერილი, მხოლოდ მცირე ნაწილია ნასხის (ნასუხი) ხელით. ქრონოლო-გიური ჩარჩო ჰიჯრის 15-1223 (636-1808) წლებია. მელნის ფერისა და სისქის, კალიგრაფიისა და წერის მანერის მიხედვით, სეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ კრებული სხვადასხვა კალიგრაფის მიერ არის დაწერილი.

საეკლესიო დავთარი 9

კრებულის ზომებია 14,3X38,7X1,9 სანტიმეტრი. თავფურცელი ბორდოსფერი ტყავისაა. ზოგიერთ ადგილას ტექსტი შებღალულია, თუმცა მთლიანობაში კარგადაა შემონახული. ზოგი ფურცლები ამოვარდნილია. გარე ყდის ეტიკეტზე აწერია  ოსმალურად Kumâ me Defteri, დაწყების წელი 862. აწერია დამთავრება და წელი თუმცა თარიღი არაა მითითებული. აწერია აგრეთვე 9, რას მეცხრე საეკლესიო დავთარს გულისხმობს. გარე ყდა ოქროსფერი ორნამენტებითაა მორთული.[25] კრებული 204 გვერდისგან შედგება. დანომრილია 1-დან 200-მდე. პირველი სამი გვეწრდი დაუნომრავია. 168-ე გვერდის შემდეგ დუბლიკატია, რომელიც დანომ-რილია 168M-ით[26]. 82 გვერდის შემდეგ ორი ჩანართია ჩაწეპებული, რომელიც 82/1[27] და 82/2-ით[28] არის დანომრილი. არცერთ გვერდზე ტექსტი ჩარჩოში არაა ჩასმული.

ზემოაღნიშნული კრებულების მსგავსად  ჰიჯრის 1068 (1657) წლის ბრძანების[29] შემდეგ მოდის 1047 (1637) წლის ბრძანება.[30] აღნიშნული კრებლი იმით განსხვავდება სხვა კრებულებისგან, რომ მომდევნო ჩანაწერი ან დამატების სახით შედიოდა კრებულში, ან მინაწერის სახით კეთდებოდა კიდეებზე.

ამ კრებულის 1 და 2 გვერდები თავდაპირველად ცარიელი იყო და მერე შეივსო. ამავე გვერდებზეა ორო მინაწერი, რომელიც დათარიღებულია ჰიჯრის 1022 (1613) და 1257 (1842) წლით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ თარიღს შორის განსხვავება 235 წელია ორივე ჩანაწერი ერთიდაიმავე პირის დაწერილია და პირველი მინაწერი შესრულებულია 1851 წელს.[31] აღსანიშნავია, რომ კრებულის 1-95 გვერდები უფრო მსხვილია, ვიდრე 96 და 97. თავის მხრივ ეს გვერდები უფრო მსხვილია 98-198, რაც იმის დამადასტურებელია, რომ კრებული სხვადასხვა პერიოდში შეივსო, გადაკეთდა და ფურცლები დაემატა.

კრებულის მე-3 გვერდზე მოცემულია თარიღი 1152 წლის Ra, ანუ რებიულევველი. აღნიშნული თარიღი სხვა მელნითაა ჩაწერილი და შეიძლება ვივარაუდოთ რომ ეს თარიღი მოგვიანებითაა მიწერილი.[32] კრებულის ეს გვერდი კოპირებულია მე-8 დავთრიდან, სადაც 1152 წლის 15 Za-ა.[33] ეს გადამწერის შეცდომაა, ოსმალურში ზელ და რა შესაძლებელია ერთნაირად ამოეკითხა. საჰჰ გვხვდება როგორც მე-3 ისე მე-4 გვერდზეც. ისიც მოგვიანო მინაწერია[34]. საჰჰ-ით მტკიცდება, რომ ამ ასლსაც ორიგინალის ძალა აქვს. მოგვიანებით წითელი მენლნითაა ჩასწორებული კრებულის მე-5 და მე-6 გვერდებიც.[35]

კრებული 112 ჩანაწერისგან შედგება. ქრონოლოგიური ჩარჩო ჰიჯრის 15-1331 (636-1913) წლებია. იგი უმთავრესად დივნის ხელითაა ნაწერი, თუმცა გვხვდება რიკა და ნასუხიც. კრებული სხვადასხვა გადამწერის მიერაა შედგენილი. გამოყენებულია მუჰიმეების რეესტრიც და იქიდან გადმოწერილია ბრძანებები.

 

თოფქაფის მუზეუმის არქივის საეკლესიო კრებული.

კრებულის ზომებია 17,5X41,5 სანტიმეტრი. ბორდოსფერი ტყავის ზედაპირით სეკრული, რომელზეც წარწერა არ არის. ფურცლები და მასზე დატანილი ნაწერი კარგადაა შენახული. კრებულიდან ფურცლები ამოვარდნილი არ არის. ყდის შიდა გვერდზე აბდულჰამიდ I-ის თუღრაა: „აბდულჰამიდი ძე აჰმედისა მუდამ გამარჯვებული [წელი 1]187“.[36]

კრებული 44 გვერდისგან შედგება, საიდანაც 1-22 დანომრილია. ტექსტი გადმოვემულია 24 გვერდზე. 1a, 1b, 3b, 4a,b, 5a, 9a, 16ab-22b გვერდები ცარიელია. ყველა ჩანაწერიანი გვერდი გარშემორტყმულია ბრჭყვიალა ჩარჩოთი. აქაც ჰიჯრის 1068 (1657) წლის ბრძანება, უფრო ადრე გვხვდება ვიდრე ჰიჰრის 1047 (1637) წლის ბრძანება. საჰჰ არც მეორე და არც მესამე გვერდზე არ გვხვდება, კრებული შეიცავს 16 ჩანაწერს[37] რომელიც მთლიანად დივნის ხელითაა დაწერილი, მხოლოდ მცირე ნაწილია ნასუხით. ქრონოლოგიური ჩარჩოა ჰიჯრის 15-1171 (636-1757) წლები. კრებულის გადაწერა მოხდა 1187-1188 წლებში ერთი მწერალის მიერ.

ჰიჯრის 1152 წლის ბრძანების საფუძველზე შეიძლება გამოითქვას ვარაუდი, რომ ბერძნებმა ოსმალთა სამეუფეო კარს წარუდგინეს 12 დოკუმენტი, რომლის ქრონოლოგიური ჩარჩო იყო ჰიჯრის 15-1099 (636-1688) წლები. ამ დოკუმენტების საფუძველზეც შეიქმნა 1740 წლის 13-18 თებერვალს შეიქმნა ორი სარეესტრო წიგნი (ჩვენ ვიხმარეთ კრებული) საეკლესიო დავთარი 8 და 10. ბერძნული მინაწერების საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოდ რომ  მე-8 საეკლესიო დავთარი განკუთვნილი იყო ბერძნული საპატრიარქოსთვის და მაჰმუდ II-ს პერიოდამდე მათთან ინახებოდა. მოგვიანებით შეიქმნა თოფქაფის არქივში დაცული ასლიც, თუმცა ამ ასლს საჰჰ სიტყვა არ დაერთო და ორიგინალად არ განიხილებოდა. მოგვიანებით ოსმალეთის საიმპერატორო კარის კანცელარიისათვის შეიქმნა მე-9 საეკლესიო დავთარი, რომელიც პერიოდულად ივსებოდა და მინაწერების სახით ჩასწორდებოდა. აღნიშნულის სევსება ჩარწორება ხდებოდა არა მარტო ზემოთნახსენები საეკლესიო დავთრებიდან, არამედ მუჰიმეს რეესტრიდან და სხვა ბრძანებებიდან, რომელიც გაგრძელდა 1913 წლამდე. ჩვენი თარგმანსაც სწორედ მე-9 საეკლესიო დავთრიდან ვასრულებთ, თუმცა შენიშვნების სახით, მოგვყავს სხვა სამ კრებულში შესულიგანსხვავებები და ასევე ყველა კრებულში შესული დოკუმენტების გაშიფრული ტექსტები და შესაბამისი ორიგინალები.

 

ოსმალურ საეკლესიო დავთრებში დასახელებული ქართული მონასტრები

 

ჯვრის მონასტერი

მეცხრე საეკლესიო დავთარში ჯვრის მონასტერი დასახელებულია 19, 20, 25, 28, 29, 35, 36, 37, 52, 53, 60, 67, 68, 78, 109 დოკუმენტებში. მერვე, მეათე და თოფქაფის საეკლესიო დავთრებში ჯვრის მონასტერი ნახსენები არ არის. დოკუმენტებში ჯვრის მონასტერი მოხსენიებულია ქართულად, ერთ შემთხვევაში ქართველებისა და მეგრელების მონასტრად, რომელსაც ფლობს ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი.

გადმოცემის თანახმად, ჯვრის მონასტერი აშენებულია იქ იზრდებოდა ხე, რომლისგანაც გამოჭრეს მაცხოვრის ჯვარი.  ჯვრის ხის ლეგენდებში ორი განსხვავებული ტრადიციაა ასახული ხის აღმოცენების ადგილისა და მისი დამრგველის ვინაობასთან დაკავშირებით: ა) ხე დარგო ბიბლიურმა ადამმა ცოდვის მონანიების მიზნით.

XI საუკუნემდე ჯვრის მონასტრის შესახებ წერილობითი წყაროები არ შემორჩენილა. ტიმოთე გაბაშვილის ცნობით, ჯვრის მონასტრის ადგილი მეფე მირიანს მოუპოვებია იმპერატორ კონსტანტინე დიდთან შეხვედრის შემდეგ: „რამეთუ პირველი ქრისტიანე ქმნილი მეფე საქართველოსა მირიან ხოსროიანი ნინოს მიერ წარმოვლენილ არს, მეფე კონსტანტინე უხილავს და იერუსალიმად მისრულ არს და ჯვარისა მონასტრის ადგილი მას უშოვნია... მირიან ხოსროიანის მოსლვის შემდგომად მოსრულ არს დიდად სახელოვანი საქართველოთ მეფე ვახტანგ გორგასლან.[38] ჯუანშერის გადმოცემით ვაგტანგ გორგასალს იერუსალიმში უმოგზაურია და წმინდა ადგილებისთვის უხვი შეწირულობა გაუღია.[39] ყოველივე ამის გამო ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ ვახტანგ გორგასალს მირიან მეფის მოგებულ ადგილას აუგია ეკლესია, ან განუახლებია და განუვრცია მირიანის მიერ აგებული ტაძარი.[40]

1056 წელს გიორგი ათონელმა ჩაიტანა იერუსალიმში მეფე ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) დედის, დედოფალი მარიამის მიერ გაგზავნილი შეწირულობა და დიდად დაეხმარა საფასით ჯვრის მონასტრის მშენებლობას.[41] XI საუკუნიდან მოყოლებული, იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერს სრულიად გამორჩეული ადგილი ეკავა წმინდა მიწის ქართულ ეკლესია-მონასტრებს შორის.  XII საუკუნის დასაწყისში ინგლისელ მოგზაურმა ზევულფს, რომელმაც იერუსალიმი 1102-1103 წლებში მოინახულა, ჯვრის მონასტერი ურწმუნოთა გამო დაცარიელებული დახვდა, თუმცა მონასტრის ნაგებობები მცირედ იყო დაზიანებული.[42] რამდენიმე წლის შემდეგ ჯვრის მონასტერი მოინახულა რუსმა პილიგრიმმა, იღუმენმა დანიელმა (1106-1107 წწ.), რომელიც წერს, რომ მონასტერში ქართველი ბერები დაბრუნებულიყვნენ. იღუმენი დანიელი ასევე დეტალურად აღწერს მონასტერს, საიდანაც ცხადი ხდება, რომ ნაგებობა იმ დროისათვის სრულად აღდგენილი და მოხატული იყო.[43]

XIII ს-ის მეორე ნახევარში, დაახლოებით 1268 წლიდან, ეგვიპტის სულტანმა ბაიბარს I-მა ჯვრის მონასტერი ჩამოართვა ქართველებს და მისი მეჩეთად გადაკეთება ბრძანა.[44] 1300 წელს ვახტანგ III-მ სხვადასხვა მონასტერში გაფანტულ ჯვარელ ბერებს მატერიალური დახმარება გაუწია[45], თუმცა მას ჯვრის მონასტერი არ გამოუსყიდია. ჯვრის მონასტრის დაბრუნება მოხდა 1310-1311 წლებში[46]. მონასტრის დაბრუნების შემდეგ ქართველებმა იგი განაახლეს და ახლად მოახატვინეს ეკლესია. ცნობილია მონასტრის მაშინდელ აღმდგე ნელთა ვინაობაც. ჯვრის მონასტრის აღაპებმა შემოინახა მოსახსენებლები: მონასტრის გამოხსნისა და მეორედ აღშენებისთვის მეფე დავით VIII-ის და მეორედ შეკაზმვისთვის მეფე კონსტანტინე I-ს.[47] XIV საუკუნის არაბი ენციკლოპედისტი ალ ‘უმარი აღფრთოვანებით აღწერს მონასტრის ბაღებს, მთავარ ტაძარს და მის მხატვრობას, ვრცლად საუბრობს სავანის თავგადასავალზე და იქ მცხოვრებ ქართველ ბერებზე.[48]

XVI საუკუნეში ჯვრის მონასტრისა და, ზოგადად, წმინდა მიწაზე ქართული ქრისტიანული თემის ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ჯვარის მამა ბეენა ჩოლოყაშვილის საქმიანობამ. ბეენა ჩოლოყაშვილმა აღადგინა ქართველთა უფლებები გოლგოთაზე, იზრუნა ჯვრის მონასტერსა და მის ბიბლიოთეკაზე, რაც ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებშიც არის ასახული. 1643-1644 წლებში მონასტერი განაახლა და მთავარი ეკლესია ხელახლა მოახატვინა ჯვრისა და გოლგოთის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის დახმარებით, რაც ასახულია მთავარი ტაძრის ქართულ და ბერძნულ ფერწერულ საქტიტორო წარწერებში.[49] საქართველოს მძიმე ყოფის გამო წმინდა მიწის ქართული ქრისტიანულ თემს ძალზე უჭირდა გადასახადების გადახდა, რომლებიც ოსმალებს ჰქონდათ დაკისრებული მონასტრებისთვის. ჯვრის მონასტერი ვალებში იყო ჩავარდნილი.

XVII საუკუნის მეორე ნახევარში იერუსალიმის სამმა პატრიარქმა: თეოფანემ (1608-1644 წწ.), პაისიმ (1645-1660 წწ.) და დოსითეოს II-მ (1669-1707 წწ.) რამდენჯერმე იმოგზაურეს საქართველოში წმ. მიწაზე ქართული მონასტრების აღდგენისა და ვალების დასაფარად თანხების შესაგროვებლად. მოღწეულია ქართლის მეფე გიორგი XI-ის 1681 წლის საბუთი წარმოადგენს გარიგებას მეფე გიორგი XI-სა და იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოს II-ს შორის. შეთანხმების თანახმად, ქართულ მხარე ფარავდა წმ. მიწაზე ქართული მონასტრების ვალებს; თავის მხრივ, დოსითეოსი კისრულობდა მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებული ყველა საკითხის მოგვარებას.[50] მოღწეულია ეპისკოპოს დოსითეოს II-ის 1706 წლის სიგელი, რომელშიც

ჯვრის მონასტერი სახელდება იმ ქართულ სავანეთა შორის, რომელთა გამოსყიდვა და შეკეთება ქართველ მეფეთა და დიდებულთა ფინანსური შემწეობითა და იერუსალიმის მართლმადიდებლური საპატრიარქოს მცდელობით მოხერხდა.[51]

ჯვრის მონასტერში შემორჩენილია ქართული ეპიგრაფიკული წარწერები. 1643 წლის ნიკიფორე ჩოლოყაშვილის საქტიტორო წარწერა გვამცნობს: „†: დაიხ(ა)ტა:. და გ(ა)ნ(ა)თლდა: წ(მინ)და: ესე: და ყ(ოვლა)დ: პ(ა)ტ(იო)სანი:  ტაძა | რი: ჯ(უა)რისა: ც(ხო)ველს: მყოფ(ე)ლისა: ჯერ: ჩინებ(ი)თა: | და  შეწევნითა: ყ(ოვლა)დ: სახელ(ო)ვ(ა)ნისა: და ბრწყ(ი)ნვ(ა)ლისა:. | დადიანისა:.  ლეონისათა:. Ãელითა: და ფ(რია)დ. ჭირ : | გ(ა)ნცდილ(ე)ბ(ი)თა: ყ(ოვლა)დ: უღირსისა: ჯ(უარ)ისა: და წ(მინდი)სა: გ|ოლგოთისა:. მამისა: ნიკიფორესითა:. ჩოლ(ა)ყ|ას: შვილისა:. ომ(ა)ნის:. ძისათა: მსასოე | ბ(ე)ლისა: დ(ა) სარწმუნოსა:. ამის:. მონასტრის | ასა: რომ(ელ)მ(ა)ნ: გუმბადი: და წ(მინდ)ა:  საკურთ | ხევ(ელ)ი: გავაკეთე: ჩემის: ალალითა: სა | ფასითა: ქორანიკ(ო)ნსა:.  ტკია: (1643 წ.) ა(მე)ნ:†: ჯ(უარ)ო: შ(ეიწყალ)ე: ც(ოდვილ)ი: დ(ია)კ(ვა)ნი: გრიგოლ: ა(მე)ნ:.[52] ამავე თარიღს ეხება შემდეგი წარწერებიც: „თეო(დ)ოსე მ(ან)გლიელი| რევის შვილ|ლი“ და „[დადიანმან ლეონ მიბოძა და გა]ვაკეთე| გუმბადი და| გუერდები| ორი ათასი ა|სნალი და ე|ქსუი ათას| ჩ(ე)მი დავ|ხარჯე| ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკ|ია ნიკ(ოლოზ) [53].

XVII საუკუნის წარწერათა შორის გამორჩეულია: „მ[ე ყოვლად]| უღი(რ)სმ(ა)ნ მა[მამან] | ჯ(უა)რ(ი)სა და წ|(მიდი)სა გოლგ(ო)თი|ს(ა)მან დავ(ა)ხ|ატვინე | მრ(ა)ვლითა | ჭირითა | და შრ(ო)მითა ა[მენ].[54] რუსთაველის წარწერა: „ამ(ი)სა დამხ(ა)ტ|ავსა შოთა(ს)| შ(ეუნდვნე)ს ღ(მერთმა)ნ ა(მე)ნ| რუსთვ|[ე]ლი.[55] წარწერა  ჩრდილო-დასავლეთი სვეტის სამხრეთ წახნაგზე: „† ჯ(უარ)ო პ(ა)ტიოს(ა)ნო და წ(მიდნა)ნო მთავარანგელოზნო მიქა(ე)ლ  და გაბრიელ შეიწყ(ა)ლეთ ჩოლაყასშÂლი ომ(ა)ნ და ძე მათი მო(უ)რავი ქეიხოსრო და თ(ან)ა მეცხედრე მ(ა)თი ბარბარა ა(მე)ნ“ და სამხრეთის შესასვლელის დიდ თაღთან, კედელში: „†: ს(უ)ლსა ამა. კამ(ა)რათა აღმშენ(ე)ბლისა: შობ(ა)ს: შვ(ი)ლს: შ(ა)ლვ(ა)ს: და დედამამათ(ა) მ(ი)სთ(ა) შ(ეუნდვნე)ს ღ(მერთმა)ნ.“[56] ასომთავრული წარწერა ამოკვეთილი სპილენძის რგოლისებრ ფირფიტაზე, რომელიც ეკლესიის გუმბათის ქვეშ, იატაკში იყო ჩამონტაჟებული: „მ(ა)მ(ა)ნო დეგით მტკიცედ და შეურყევლად და მომიPსენ(ე)თ მე ც(ოდვილ)ი ჯ(უარი)ს მ(ა)მ(ა) ნიკ(ოლო)ზ466ქ(ორონი)კ(ონ)სა ტკია“[57].

ყველა ეს წარწერა შესრულებულია იერუსალიმის ოსმალეთის მმართველობის პერიოდში.

 

წმინდა იაკობის ქართველთა მონასტერი

წმინდა იაკობის ქართველთა მონასტრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება ოთხივე საეკლესიო დავთარში.  მერვე საეკლესიო დავთარში იაკობის ქართველტა მონასტრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება 2, 4, 5 და 6 დოკუმენტებში. მეათე საეკლესიო დავთარში 1, 3, 5 და 6 დოკუმენტებში. თოფქაფის არქივში დაცულ საეკლესიო დავთარში 2, 4, 5 და 7. როგორც ვიცით მეცხრე საეკლესიო დავთარი ყველაზე სრულყოფილია, ამიტომ ამ მონასტრის შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციაა აღნიშნულ დავთარში. მეცხრე საეკლესიო დავთარში იაკობის ქართველთა მონასტრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება 6, 7, 8, 9, 10, 11, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 35, 36, 37, 52, 53, 60, 67, 68, 78 და 109 დოკუმენტებში.

იაკობის ქართველთა მონასტერი   ტიმოთე გაბაშვილის ცნობით მეფე გიორგი კურაპალატს აუშენებია.[58] დაუზუსტებელია, კონკრეტულად რომელ მეფე გიორგის გულისხმობს ტიმოთე. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ საუბარია გიორგი II-ზე, რადგან მას ჰქონდა კურაპალატის ტიტული, შესაბამისად, ქართველთა მიერ მონასტრის დაარსების ქრონოლოგიურ ჩარჩოებს გიორგი II-ის ზეობის პერიოდში  სვამენ.[59] გრიგოლ ფერაძის აზრით კი, შესაძლებელია, ტიმოთე მეფე გიორგი I-ს გულისხმობდეს, რომელსაც, მართალია, არ ჰქონდა კურაპალატის ტიტული, მაგრამ, სავსებით შესაძლებელია, მოგვიანო პერიოდში შეცდომით მოეხსენიებინათ ასე.[60]  მიუხედავად ამისა, ქართველთა მიერ მონასტრის დაარსების პერიოდად XI საუკუნე უნდა მივიჩნიოთ. იაკობის მონასტერი ქართველთა მფლობელობაში იყო, ასევე ადასტურებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული წმ. იოანე ოქროპირის ჰომილეტიკური კრებულის - „მარგალიტი“ XI საუკუნის ხელნაწერის არაბული მინაწერი, რომელიც პალეოგრაფიული მონაცემებით ხელნაწერის თანადროული უნდა იყოს. მინაწერში აღნიშნულია, თუ როგორ გააკეთებინა ქართველმა მეფემ (სახელი ნახსენები არ არის) ქართული ოთხთავის ორი ნუსხა - ერთი თავისთვის, ხოლო მეორე - იერუსალიმის წმ. იაკობის მონასტრისთვის შესაწირად.[61]

XII საუკუნეში, ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო, ქართველები იძულებულნი გამხდარან აღნიშნული ეკლესია და მონასტერი სომხური თემისთვის დაეთმოთ. ყველაზე ადრეულ ცნობებს იმის შესახებ, რომ წმ. იაკობ დიდის სახელზე აგებულ ეკლესიაში სომეხი ბერები ცხოვრობდნენ, გვაწვდის გერმანელი პილიგრიმი იოანე ვიურცბურგელი, რომელმაც 1160-იან წლებში იმოგზაურა წმინდა მიწაზე. იაკობის მონასტერში სომეხ ბერებს იხსენიებენ აგრეთვე XIV-XVI საუკუნეების რუსი და ევროპელი პილიგრიმები.[62]

 

წმინდა თეკლას (სიკლას) მონასტერი

წმინდა თეკლას მონასტრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება ოთხივე საეკლესიო დავთარში.  არც ერთ დავთარში არაა აღნიშნული, რომ თეკლას მონასტერი ქართულია. იგი ბერძნულ საპატრიარქოს ეკუთვნის მერვე საეკლესიო დავთარში წმინდა მონასტრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება 5 და 6 დოკუმენტებში. მეათე საეკლესიო დავთარში 5 და 6 დოკუმენტებში. თოფქაფის არქივში დაცულ საეკლესიო დავთარში 5 და 7. როგორც ვიცით მეცხრე საეკლესიო დავთარი ყველაზე სრულყოფილია, ამიტომ ამ მონასტრის შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციაა აღნიშნულ დავთარში. მეცხრე საეკლესიო დავთარში თეკლას მონასტრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება 8, 10, 17, 18, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 35, 36, 37, 52, 53, 60, 67, 68, 78 დოკუმენტებში.

თეკლას მონასტრის შესახებ პირველ ცნობას ანონიმ ბერძენ ავტორთან ვხვდებით, რომელიც 1187 წლის შემდგომი პერიოდით თარიღდება, აღდგომის ტაძრის დასავლეთით მდებარე მართლმადიდებლურ მონასტრებს შორის იყო წმ. თეკლას მონასტერიც, რომელიც წმ. ნიკოლოზისა და წმ. ანას მონასტრებს შორის მდებარეობდა.[63] წმინდა თეკლას მონასტერი, სხვა მონასტრებთან ერთად, ქართველების საკუთრებაში XIII-XIV საუკუნეებიდან უნდა ყოფილიყო.[64] 1200-1308 წწ-ის ბერძნული საპატრიარქოს ოფიციალური ანგარიშების თანახმად, ქართველებმა, ბერძნული საპატრიარქოსთვის გაწეული დახმარებისა და თავიანთი მრავალრიცხოვნების გამო, ბერძნებისგან სხვადასხვა დროს მიიღეს ცხრა მონასტერი, რომელთა შორის წმ. თეკლას მონასტერიცაა დასახელებული.[65] მონასტრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან არაბული დოკუმენტური წყაროებიც, კერძოდ, როგორც სულტან ალ-მუ՚აიად საიფ ად-დინ შაიხის 1414 წლის ბრძანებულების შესავალი ნაწილიდან ირკვევა, ქართველი ბერები გამოცხადებულან სულტნის კარზე და წარუდგენიათ უფრო ადრეული სულტან ბარკუკის 1387 წლის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, წმ. თეკლას მონასტერი, სხვა მონასტრებთან ერთად, მათ მფლობელობაში იყო.[66] წმინდა თეკლას მონასტერი მოხსენიებულია 1517 წლით დათარიღებულ სულტთან სელიმ I-ის ფირმანში, იმ მონასტერთა შორის, რომლებიც ბერძენთა საკუთრებად გამოცხადდა.

ტიმოთე გაბაშვილის თანახმად, იერუსალიმის წმი თეკლას მონასტერი აშენებული ყოფილა ჯვარის მამა ქრისტეფორე ზედგინიძისა და მისი ნათესავების მიერ.[67] მონასტრის სამშენებლო წარწერების მიხედვით, ტაძრის აგების სულისჩამდგმელი და ორგანიზატორი ყოფილა ქაიხოსრო დოღარსლანის ძე ზედგინიძე _ იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტრის წინამძღვარი XV ს-ის პირველ ნახევარში. როგორც ჩანს, აქ საუბარია მონასტრის განახლებაზე და არა მის აშენებაზე, რადგან მონასტრის შესახებ ცნობებს გაცილებით ადრეულ პერიოდში ვხვდებით. დარეჯან კლდიაშვილის აზრით, სინას წმ. ეკატერინეს მონასტრის ქართველთა ეკლესიის სულთა მატიანეში მოხსენიებული ქაიხოსრო დოღარსნალიშვილი იგივე ქაიხოსრო დოღარსლანის ძე ზედგინიძეა. მისივე დაკვირვებით, ტიმოთე გაბაშვილთან ნახსენები წმ. თეკლას მონასტრის მაშენებელი ჯვარის მამა _ ქრისტეფორე ზედგინიძე და ქაიხოსრო ზედგინიძე ერთი და იგივე პირი უნდა იყოს, რადგან შესაძლებელია, ქაიხოსროს საბერო სახელი სწორედ ქრისტეფორე ყოფილიყო.[68]ცნობილია, რომ ზედგინიძეთა საგვარეულო XV-XVI სს-ში აქტიურად ეხმარებოდა იერუსალიმის სამონასტრო კოლონიის წევრებს სხვა შეწირულობებითაც. ამას ადასტურებს საკმაოდ მრავალრიცხოვანი აღაპები, დადებული ზედგინიძეების საგვარეულოს სხვადასხვა წევრების (ავთანდილ, მამისა, თაყა და ჯანიბეგ ზედგინიძეები) სახელზე, რომლებსაც ჯვრის მონასტრის სააღაპე წიგნებში ვხვდებით.[69]

ზედგინიძეების მიერ წმ. თეკლას ეკლესია-მონასტრის აგების ამბავს გადმოგვცემს ორი ქართულენოვანი სამშენებლო წარწერა. წმინდა თეკლას ეკლესიის აღმოსავლეთით ზღუდის კედელზე მდებარეობდა ასომთავრული წარწერა, რომელშიც იხსენიებოდა ამ ზღუდისა და სენაკის აღმშენებელი ქაიხოსრო ზედგინიძე (XV-XVI სს-ის მიჯნა).[70] აღნიშნული წარწერა აღარაა შემორჩენილი. როგორც ჩანს, იგი ბერძნული საპატრიარქოს ნაგებობათა ერთ-ერთ რემონტს შეეწირა. მეორე ქართული ასომთავრული წარწერა, ამოკვეთილი კირქვის ფილაზე საპატრიარქოს ტერიტორიაზე, წმ. თეკლას მონასტრის სიახლოვეს მდებარე ერთ-ერთი სენაკის სარკმლის წირთხლში უკუღმაა ჩადგმული. პალეოგრაფიული მონაცემებით წარწერა XV-XVI საუკუნისა უნდა იყოს. „აღვ(ა)შენე ზედგი|ნისძემ დოღარსნ(ა)ლ|(ი)ს შვილმ(ა)ნ [ქ]აიხოს[რომ] [ჩე]მისა| ს(უ)ლისა და ჩ(ე)მთა მშო[ბელთ]ა ს|[უ]ლისათKს რვა ს(ა)ხლი და| ოცდარვა კ(ა)მარა ვინც| შ(ე)ნდ(ო)ბა ბრძ(ა)ნ(ო)ს [თ]უქ(უე)ნცა  შ(ე)გინდ(ვ)ნეს ღ(მერთმა)ნ.“[71]

 

აბრაამის მობასტერი

მეცხრე საეკლესიო დავთარში აბრაამის მონასტერი მხოლოდ ერთ 30 დოკუმენტშია დასახელებული.  დოკუმენტში ნათქვამია რომ მონასტერი ბერძნულია და ეკუთვნის ბერძნულ საპატრიარქოს. მერვე, მეათე და თოფქაფის საეკლესიო დავთრებში აბრაამის მონასტერი ნახსენები არ არის. 

ქართველებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს წმ. აბრაამის მონასტრის ისტორიაში. მონასტრის რესტავრაცია და განახლება ქართველი დიდებულების, აბაშიძეების საგვარეულოსთან არის დაკავშირებული; კერძოდ, 1599 წელს აბრაამის მონასტერი განუახლებია იოანე აბაშიძეს,[72] 1700 წელს კი, გიორგი ლეონის ძე აბაშიძეს,[73] რაც დასტურდება ეპიგრაფიკული წარწერებით. პირველი ქართული წარწერა დღეისათვის განადგურებულია. 1820 წელს აღნიშნული წარწერა უნახავს და ამოუკითხავს ქართველ დიპლომატსა და მოგზაურს გიორგი ავალიშვილს. მისი სიტყვებით, ეს წარწერა ეკუთვნოდა აზნაურ გიორგი ჩიკოიძეს - იოანე აბაშიძის (XVI-XVII სს.) ქვეშევრდომს, რომელსაც, თავისი ბატონის დავალებითა და მისივე მატერიალური დახმარებით (საფასით), განუახლებია მონასტრის სამწირველო. წარწერა თარიღდებოდა 1599 წლით: „მე, მონამან ღმრთისა და მსახურ|მან ბატონისა ჩემისა თავადისა იოანე აბაშიძისამან გიორგი ჩიკოიძე, წარმო|ვლენილმან ქართლით მის მიერ საფასეÁთა მისითა, განსაახლებლად წმიდისა ამის მამათმთავრისა აბრაჰამის ტაძრისა ხარჯსა ზედა მისსა, აღვასრულე მრძა|ნებული თავადის მის ბატონისა ჩემისა, განმაახლებელმან სამწირუHლოYსა ამის საუკუნოდ საÃსენებელად სულისა მისისა, სახლეულთა და ერთსისხლთა მისთა, ხოლო საოPადცა ჩემ ცოდვილისათÂს სულისა. გევედრებით ყოველთა მართმა|დიდებელთა ხრისტეანეთა, აღმომკითხუÀლთა წერილისა ამის, ლოცუათა შო|რის თქუენთა დაუვიწყებლობასა თავადისა იოანე აბაშიძისა და ყმისა მისისა აზნაურისა გიორგი ჩიკოიძესა. 1599-სა წელსა, სეკდემბერსა 11-სა დღეს“.[74]

მეორე წარწერა შემონახულია. იგი გიორგი აბაშიძის 1700 წლის საქტიტორო ქართულ-ბერძნული წარწერა, ამოკვეთილია ქვის ფილაზე ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან. წარწერა გვაუწყებს, რომ აბრაამის მონასტერი საკუთარი ხარჯით განუახლებია გიორგი აბაშიძეს: „ქ(რისტე) ეს აბრ(ა)ჰ(ა)მის მ(ო)ნასტ(ე)რი განვა(ა)ხლე აბ(ა)შიძე| გ(იო)რგი იმერელმა იმის თეთრით. ქ(ორონი)კ(ონ)ს ჩღ (1700)“.[75]

 

წმინდა საბას (სავა)/ საბაწმინდის მონასტერი

საბაწმინდის მონასტრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება ოთხივე საეკლესიო დავთარში.  არც ერთ დავთარში არაა აღნიშნული, რომ საბაწმინდის მონასტერი ქართულია. იგი ბერძნულ საპატრიარქოს ეკუთვნის. მერვე საეკლესიო დავთარში საბაწმინდის მონასტრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება 5 და 6 დოკუმენტებში. მეათე საეკლესიო დავთარში 5 და 6 დოკუმენტებში. თოფქაფის არქივში დაცულ საეკლესიო დავთარში 5 და 7. როგორც ვიცით მეცხრე საეკლესიო დავთარი ყველაზე სრულყოფილია, ამიტომ ამ მონასტრის შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაციაა აღნიშნულ დავთარში. მეცხრე საეკლესიო დავთარში საბაწმინდის მონასტრის შესახებ ინფორმაცია მოიპოვება 8, 10, 17, 18, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 35, 36, 37, 52, 53, 60, 67, 68, 78, 109 დოკუმენტებში.

მონასტერი დაარსებულია ერთ-ერთი უდიდესი პალესტინელი მეუდაბნოე მამის, საბა განწმედილის მიერ V საუკუნეში. წმ. საბა (†532 წ.) წარმოშობით კაპადოკიიდან (დღევანდელი თურქეთი) იყო. ასკეტი მამის ცხოვრება და მონასტრის დაარსება აღწერილია კირილე სკვითოპოლელის (522-558 წწ.) მიერ.[76] საბაწმინდას ბერებს შორის საბას ცხოვრებაშივე აქტიურად ჩანან ქართველი ბერებიც. კირილე სკვითოპოლელის სიტყვებით, როდესაც პალესტინაში მომრავლდნენ ორიგენეს ერესის მიმდევრები, მაშინ ბესი მონაზვნები მდ. იორდანეს მახლობლად მდებარე მონასტრებიდან იერუსალიმში გაემართნენ მართლმადიდებლობის დასაცავად და აქტიურად ჩაერთნენ ორიგენეს მიმდევართა საწინააღმდეგო მოძრაობაში.[77] სამეცნიერო ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ბესები არიან ქართველური წარმომავლობის ტომები. წმ. მიწაზე საბას „ცხოვრებიდან“ ჩვენთვის ცნობილია, რომ ორიგენეს მიმდევრებმა საბას მონასტრის ხელში ჩაგდების მიზნით ხელჩართული ბრძოლა გაუმართეს საბას მონასტრის ბერებს, რომლებიც მონასტერში იყვნენ ჩაკეტილნი. საბას მონასტერთან შეკრებილი მოწინააღმდეგეების თავიდან მოსაგერიებლად მონასტრიდან გამოვიდა ბესი მონაზონი თეოდულოსი, რომელმაც მარტოდმარტომ გაფანტა ორიგენეს მიმდევართა გუნდი.[78]

ქართული ქრისტიანული თემი წმინდა მიწაზეწმ. საბა განწმედილის სახელთან დაკავშირებული ერთი ბერძნული დოკუმენტიდან, რომელიც საბას ანდერძის სახელითაა ცნობილი, დასტურდება, რომ ქართველებს ჰქონიათ საკუთარი ეკლესია, რომელშიც მათ უფლება ჰქონდათ ქართულად ელოცათ და წაეკითხათ თავიანთ მშობლიურ ენაზე სახარება და სამოციქულო: „არ ჰქონდეთ უფლება არც იბერიელებს, არც სირიელებს [და არც ფრანგებს] შეასრულონ სრული ლიტურგია თავიანთ ეკლესიებში, მაგრამ ამ უკანასკნელებში შეკრებილთ ნება ჰქონდეთ იგალობონ ჟამნი და ტიპიკები, იკითხონ სამოციქულო და სახარება თავიანთ  საკუთარ ენაზე, და ამის შემდეგ შევიდენ დიდ ეკლესიაში და ეზიარონ დანარჩენ ძმობასთან ერთად ღვთაებრივ, წმინდა და ცხოველმყოფელ საიდუმლოებათ.“.[79]

ქართველებს საკუთრებაში ჰქონიათ აგრეთვე „ქუაბი“ - ქუაბი ქართველთა, ანუ გამოქვაბულში გამართული ეკლესია. ამას ადასტურებს 1052 წელს საბაწმიდაში გადაწერილი ხელნაწერი „მარხვანი“, ხელნაწერის მომგებლის, გიორგი მორკნეველის ანდერძიდან ვიგებთ, რომ „მარხვანის“ დედანი გიორგისთვის მიუცია მის მოძღვარს, მიქაელ ჩიხუარელს, საბაწმიდისა და ჯვრის მონასტერში მოღვაწე მწიგნობარს. ანდერძში ვკითხულობთ: „ესე ანდერძი მე, გიორგი მორკნეველმან დავწერე სისრულესა ზედა ცნობისა ჩემისასა. ესე მარხუანი მოძღუარსა ჩემსა ჩიხოარელსა ჩემდა მოეცნეს, აწ მე ღუთივ-ქმნულსა ქუაბსა ქართუÀლთასა შემიწირავნ, საბა წმიდას. ვინ რაÁთამცა მიზეზითა ანუ მძლავრებით ანუ მკლავითა ანუ მოპარვით ესე მარხვანი ამას ეკლესიასა გამოაÃუნეს და წაიÃუნეს, კრულმცა არს ...“[80]. საბაწმიდის მონასტერი ძალზე ავტორიტეტული იყო საქართველოშიც. საბას ლავრის ტიპიკონი გავრცელდა საქართველოში _ გიორგი მერჩულის ცნობით, გრიგოლ ხანძთელმა ჩამოატანინა იერუსალიმიდან სწორედ საბას ლავრის ტიპიკონის ნუსხა, რომელიც გამოიყენა თავისი მონასტრებისთვის წესის შემუშავების დროს.[81] მოგვიანებით, დავით აღმაშენებელმა და არსენ იყალთოელმა სწორედ საბას მონასტრის ტიპიკონი განუწესეს შიომღვიმის მონასტერს.[82]

წერილობითი ძეგლებიდან ცნობილია, რომ საქართველოდან წმინდა მიწაზე პილიგრიმები საბას მონასტერსაც მოიხილავდნენ ხოლმე. ილარიონ ქართველის (IX ს.) „ცხოვრება“ მოგვითხრობს, რომ წმინდა მიწაზე ყოფნის დროს ილარიონმა 7 წელი გაატარა საბას მონასტერში.[83]  XII საუკუნის ორი წყარო, მოგვითხრობს საბაწმიდის ლავრაში მოღვაწე ქართველ ბერებზე მოგვითხრობს. ერთ-ერთი მათგანია ბიზანტიელი პილიგრიმის იოანე ფოკას ლავრის 1185 წლის აღწერილობა, საიდანაც ვიგებთ, რომ მონასტრის სიახლოვეს იყო სხვა ბერებისაგან გამორჩეული 40 ღვთივშთაგონებული ბერი, რომელთაგან ექვსი უშუალოდ საუბრობდა უფალთან. მათგან ერთი იყო იბერიელი (ქართველი) ბერი. მეორე ცნობა ეკუთვნის ნეოფიტოსს, კონსტანტინოპოლის ყოფილ პატრიარქს, რომელიც თავის ცნობილ ნაშრომში XII საუკუნეში საბაწმიდაში მცხოვრებ ქართველ მესვეტე ბერ გაბრიელზე მოგვითხრობს.[84] არქიმანდრიტ აგრეთენიოსის 1370 წლით დათარიღებულ ცნობაში კი ვკითხულობთ, რომ წმ. საბას ლავრაში არის იბერთა (ქართველთა) ეკლესია.[85]

საბაწმინდას მონასტრის ქართველმა ბერ-მონაზვნებმა შექმნეს მძლავრი კულტურული კერა, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ძველი ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაში. გიორგი ათონელის ერთი ანდერძიდან, რომელიც ერთვის გიორგი ათონელის რედაქციის სახარების ტექსტს, ჩვენთვის ცნობილია, რომ საბაწმიდაში ყოფილა შემუშავებული ქართული სახარების ერთ-ერთი ადრეული რედაქცია: „ჩუენნი ყოველნი სახარებანი პირველითგან წმიდად თარგმნილნია და კეთილად - ხანმეტნიცა და საბაწმიდურნიცა“.ამდენად, ამ ცნობის თანახმად, გიორგი ათონელის ვერსიის შექმნამდე საქართველოში გავრცელებული ყოფილა სახარების ორი ვერსია: ხანმეტი და საბაწმიდური. სახელწოდებიდან გამომდინარე, უეჭველია, რომ ეს უკა ნასკნელი საბაწმიდის მოღვაწეთა მიერ უნდა ყოფილიყო შექმნილი.[86] 

საბაწმიდის ქართველ მწიგნობართა შორის სრულიად გამორჩეულია იოვანე-ზოსიმე (X ს.), რომელიც, როგორც ჩანს, საბაწმიდაში X ს-ის 4060-იან წლებში მოღვაწეობდა, ხოლო შემდეგ ქართველ ბერებთან ერთად გადასულა სინას მთაზე. იოვანე-ზოსიმემ მრავალი ხელნაწერი გადაწერა, შემოსა და განაახლა ჯერ საბაწმიდის ლავრაში, ხოლო შემდეგ - სინას მთაზე. საბას მონასტერში გაატარა მრავალი წელი ჯვრის მონასტრის დამაარსებელმა გიორგი-პროხორემ (†1066 წ.).[87] XI საუკუნის საბაწმიდელ მოღვაწეთაგან მნიშვნელოვანი წვლილი დატოვა მიქაელ ჩიხუარელმა, რომელსაც უკავშირდება იოანე ოქროპირის იოანეს სახარების თარგმანების ცნობილი ხელნაწერი, გადაწერილი 1038 წელს საბაწმიდის ლავრაში.[88]  საბას მონასტერში გადაწერილი ხელნაწერების დიდი ნაწილი სინას მთის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაშია დაცული. ამის მიზეზი ისაა, რომ საბაწმიდის მონასტერი შეჭირვების ჟამს დატოვა ქართველ ბერთა დიდმა ჯგუფმა და სინას მთის უფრო დაცულ მონასტერს შეაფარა თავი. საბაწმიდელებმა თან წაიღეს მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერები და სინას მთაზე გააგრძელეს მწიგნობრული მოღვაწეობა.

 

საეკლესიო დავთრების ჩანაწერები (ქართულად)

 

ა) რეზიუმეები

აქვე გთავაზობთ დოკუმენტების მოკლე შნაარსს (თუ რას ეხება თითოეული მათგანი). დოკუმენტების ნომრებია - 6, 7, 8, 9, 10, 11, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 27, 28, 29, 30, 35, 36, 37, 58, 59, 60, 67,68, 78, 109.

 

6. სტამბოლის დაპყრობასთან დაკავშირებით, ბერებთან ერთად სტამბოლში მოსულნი,
წინასწარმეტყველ მუჰამმადის (ს.ა.ვ.) და ხალიფა ომარის მიერ ძველი სულთნებისთვის მინიჭებული დაცვის სიგელებით (ჰათი ჰუმაიუნებით) უზრუნველყოფილნი იყვნენ და ამ საბუთებს წარუდგენდნენ; ამ საბუთებში ჩაწერილი იყო, რომ იერუსალიმის შიგნით მდებარე წმინდა საფლავის ეკლესიასთან ერთად ყველა სალოცავი ადგილი, წმინდა იაკობის სახელით ცნობილი ქართული მონასტერი, იერუსალიმის გარეთ მდებარე მონასტრები და ეკლესიები, იესოს (ა.ს.) შობის ადგილი — ბეთლემის დიდი ეკლესია და მღვიმე, ეკლესიაში არსებული სამი კარის გასაღებები და წლიური გადასახადისა და ხარჯისგან გათავისუფლების უფლება, როგორც ძველთაგანვე იყო დაფიქსირებული და დაცული, კვლავ იმავე სახით დაფიქსირებული და დაცული უნდა ყოფილიყო; და თუ ვინმეს სურდა ამ ყველაფერზე კვლავ იმავე სახით განკარგვა, იერუსალიმის მართლმადიდებელთა პატრიარქი, ბერი ათანაე, ითხოვდა, რომ სულთან მეჰმედ მეორის მიერ ამ მიმართულებით გაცემული დაცვის სიგელის (ჰათთი ჰუმაიუნის) ასლი მიეცათ.

22-31 აგვისტო 1458 წელი.

 

7. იერუსალიმის დაპყრობასთან დაკავშირებით, მთელი მოსახლეობა და ბერები ერთად გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ იერუსალიმის შიგნით და გარეთ, მათ ხელში არსებული ეკლესიები, მონასტრები და სალოცავი ადგილები, ხალიფა ომარისა და მის შემდეგ მოსული სულთნების მიერ გაცემული დადგენილებებისა და ფირმანების შესაბამისად, როგორც ძველთაგანვე იყო გადაწყვეტილი და განკარგული, კვლავ იმავე სახით უნდა განკარგულიყო. ამ მოთხოვნით იერუსალიმში მცხოვრები მართლმადიდებელი პატრიარქი, ბერი ატალია, მიმართავდა შემდეგ საკითხებზე: წმინდა საფლავის ეკლესიის კარის წინ და ყიბლას მხარეს მდებარე წმინდა სანთლები, შანდლები და კანდელები, ვარდის გირლანდზე არსებული ოთხი თაღის ქვედა და ზედა ნაწილი; წმინდა მარიამის ხატზე არსებული შვიდი თაღის ქვედა და ზედა ნაწილი; ეკლესიის შუა ნაწილი და მისი საფლავი, აგრეთვე სხვა სალოცავი ადგილები; წმინდა საფლავის ეკლესიის ეზოში მდებარე სახელწოდებებით ცნობილი ეკლესიები და მონასტრები; იესოს (ა.ს.) საპყრობილე და ჰანას სახლი; ღვთისმშობლის (მარიამ დედის) წმინდა საფლავი; იესოს (ა.ს.) შობის ადგილი — ბეთლემის სახელით ცნობილი მღვიმე და ეკლესია; ეკლესიაში ჩრდილოეთისა და ყიბლას მხარეს არსებული ორი კარის გასაღებები; მიმდებარე ბაღები, ზეთისხილის ბაღები და სასაფლაოები; ჩამოთვლილი სხვა ეკლესიები, მონასტრები და ადგილები; საბაჟო ბაჟისგან და სხვა ვალდებულებებისგან გათავისუფლებულია; ასევე მართლმადიდებელი პატრიარქის სხვა ქრისტიან ხალხებთან მიმართებით არსებული უპირატესი უფლებები — როგორც ეს ძველთაგანვე იყო — კვლავ მათ მიერ უნდა განკარგულიყო და სხვა ხალხებს არ უნდა ჰქონოდათ ჩარევის უფლება.

ამ ყველაფრის თაობაზე იერუსალიმის დამპყრობლის, სულთან სელიმ I ჰანის მიერ გაცემული, ჰათთი ჰუმაიუნით დამოწმებული უმაღლესი ბრძანების ასლი.

19 მარტი 1517 წელი.

 

8. ერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა ჰერმანოსმა თხოვნით მიმართა და იერუსალიმის დამპყრობელ სულთან სელიმ ხანის მიერ იერუსალიმის დაპყრობისას, იერუსალიმის მართლმადიდებელ პატრიარქ ბერ ატალიას სახელზე გაცემულ საბუთში აღნიშნული იყო: ეკლესიები, მონასტრები და სალოცავი ადგილები; წმინდა საფლავის ეკლესიის კარის წინ და ყიბლას მხარეს არსებული სანთლები, შანდლები და კანდელები; ვარდის გირლანდზე არსებული ოთხი თაღის ქვედა და ზედა ნაწილი; წმინდა მარიამის ხატზე შვიდი თაღის ქვედა და ზედა ნაწილი; ეკლესიის შუა ნაწილი და მისი საფლავი, აგრეთვე სხვა სალოცავი ადგილები; წმინდა საფლავის ეკლესიის ეზოში მდებარე სახელწოდებებით ცნობილი ეკლესიები და მონასტრები; იესოს (ა.ს.) საპყრობილე და ჰანას სახლი; ღვთისმშობლის (მარიამ დედის) საფლავი; იესოს (ა.ს.) შობის ადგილი — ბეთლემის სახელით ცნობილი მღვიმე და ეკლესია; ეკლესიაში ჩრდილოეთისა და ყიბლას მხარეს მდებარე ორი კარის გასაღებები; მის გარშემო არსებული ბაღები, ზეთისხილის ბაღები და სასაფლაოები; სახელდახელოდ ჩამოთვლილი სხვა ეკლესიები და მონასტრები; საბაჟო ბაჟისა და სხვა ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლებულია; წესისამებრ ეკლესიის შეკეთება, ოთახების აშენება, კარისა და ფანჯრის გაღება-დახურვა, სახლიდან სახლში თაღის გადება; პატრიარქისა და მის დაქვემდებარებაში მყოფთა მიერ რელიგიური წესების აღსრულება; სხვა ქრისტიან ერებთან მიმართებით არსებული უპირატესი უფლებები — როგორც ეს ძველთაგანვე იყო — კვლავ მათ მიერ უნდა განკარგულიყო და სხვა თემებს არ უნდა ჰქონოდათ ჩარევის უფლება.

ამ პირობების უცვლელად ძალაში ყოფნის შესახებ იერუსალიმის სანჯაყბეგსა და ყადისადმი მიმართული, სულთან სულეიმან I ჰანის მიერ გაცემული, ჰათთი ჰუმაიუნით დამოწმებული უმაღლესი ბრძანების ასლი.

16–25 დეკემბერი 1526 წელი.

 

 

9. იერუსალიმში მცხოვრებმა ბერძნებმა განაცხადეს, რომ წმინდა საფლავის ეკლესიაში ყოველწლიურად ჩატარებულ ცეცხლის ლიტურგიაზე (ცეცხლის გადმოსვლის მსახურებაზე) უპირატესობა მათ ეკუთვნით და ამ მსახურებაზე გარედან მოსული სომხები, ქართველები, ფრანკები, აბისინიელები და სხვა ქრისტიანი ხალხები მათ შემდეგ უნდა შევიდნენ. მათ ჩივილით მიუთითეს, რომ ირანიდან მოსული და „გორგორად“ (გრიგორიანელები) წოდებული სომხები, სხვა ჯგუფებთან გაერთიანებით, მოსამართლეებისგან ქრთამით, უკანონოდ მიღებულ საბუთზე დაყრდნობით, გზას უღობავდნენ და მათზე ადრე შედიოდნენ მსახურებაზე, რითაც ხელს უშლიდნენ ბერძნებს. ამ საჩივრის საფუძველზე, მხარეთა მონაწილეობით, ანატოლიისა და რუმელიის ყადიასქერების წინაშე გამართული სასამართლო განხილვების შედეგად დადგინდა, რომ უპირატესობა ბერძნებს ეკუთვნით; შესაბამისად, არ უნდა მიეცეს ნებართვა არც ერთ სხვა ხალხს, რომ ბერძნებზე ადრე შევიდნენ მსახურებაზე. ამ საკითხის თაობაზე იერუსალიმის ყადის, სანჯაყბეგისა და ვაყუფის მმართველისადმი მიმართული, სულთან მურად IV ხანის მიერ გაცემული, ჰათი ჰუმაიუნით დამოწმებული უმაღლესი ბრძანების ასლი.

6–15 აგვისტო 1634 წელი.

 

10. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქისა და ბერძენი ბერების განცხადებით, ხალიფა ომარის მიერ იერუსალიმში წმინდა საფლავის ეკლესიისა და დასახელებული სხვა წმინდა ადგილებისა და სალოცავების განკარგვა ბერძენ პატრიარქს მიენიჭა; აგრეთვე, ბერძენი პატრიარქისადმი დაქვემდებარებული ქართველი, აბისინიელი, სირიული და კოპტი ჯგუფების სალოცავი ადგილების განკარგვაც ბერძენ პატრიარქს ეკუთვნოდა. ეს მდგომარეობა სულთან სელიმ I ხანის, სულთან სულეიმან I ხანისა და სულთან აჰმედ I ხანის მიერ გაცემული ფერმანებითაც უცვლელად გაგრძელდა. თუმცა, სომხების მიერ ბერძნების კუთვნილ უბნებში უსამართლო ჩარევების გამო, სულთან მურად IV ხანის დროს ჩატარებული სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ სომხები უსამართლოდ მოქმედებდნენ. ამასთან, ბერძნებმა აიღეს ვალდებულება, რომ სულთან აჰმედის მეჩეთისათვის ზეთის საფასურის სახით ყოველწლიურად 1000 ყურუში გადაეხადათ. მიუხედავად ამისა, სომხებმა კვლავ იჩივლეს, რომ „აბისინიელებიც და მათი სალოცავი ადგილებიც მათ დაქვემდებარებაშია“ და ამ საბაბით, უკანონოდ მიღებულ ერთ ბრძანებაზე დაყრდნობით, ისევ ჩაერივნენ ბერძნების კუთვნილ უბნებში.

ამ საჩივრის საფუძველზე, მხარეთა მონაწილეობით, სულთნის დივანში ვეზირებისა და ყდიასქერების წინაშე გამართული სასამართლო განხილვების შედეგად დადგინდა, რომ აბისინიელები და მათი სალოცავი ადგილები ბერძნებს ექვემდებარება. შესაბამისად, აღნიშნული ადგილები, ხალიფა ომარის მიერ გაცემული დადგენილებებისა და სხვა ოსმალო სულთნების, აგრეთვე ახლანდელი ფადიშაჰის მამის — სულთან იბრაჰიმ ხანის მიერ გაცემული ფირმანების საფუძველზე, ბერძნებს უნდა დარჩენოდათ განკარგვაში და სომხებს ჩარევის ნება არ უნდა მისცემოდა.

ამ საკითხზე, იერუსალიმის ყაზას გამგებლის — ყოფილი შეიხულისლამის აბდურაჰმანისა და იერუსალიმის სანჯაყის გამგებლისადმი მიმართული, სულთან მეჰმედ IV ხანის მიერ გაცემული, ჰათი ჰუმაიუნით დამოწმებული უმაღლესი ბრძანების ასლი.

6–14 თებერვალი 1657 წელი.

 

11. იერუსალიმის რუმის პატრიარქ ბაისიუსის მიერ წარდგენილ განცხადებაში ნათქვამია, რომ იერუსალიმში არსებული წმინდა ადგილების განკარგვის საკითხზე ბერძნებსა (მართლმადიდებლებს) და სომხებს შორის წარმოქმნილი დავის გადაწყვეტის მიზნით, სულთნის დივანში, ვეზირებისა და ყადიასქერების წინაშე ჩატარებული სასამართლო განხილვების შედეგად, ხალიფა ომარის მიერ გაცემული დადგენილებისა და ოსმალეთის სულთნების ფირმანების საფუძველზე დადგინდა, რომ სიმართლე ბერძნების მხარეს იყო. მიუხედავად ამისა, ამ საკითხზე ერთ მოხელესთან ერთად ბრძანების გაგზავნის შემდეგაც, სომხებმა ღაზის სანჯაყბეგ ჰუსეინზე დაყრდნობით და მასზე ნდობის საფუძველზე, ბერძნების ხელში არსებული წმინადა იაკობის ქართული მონასტერი, მისი ბაღი და ამ ბაღს დაქვემდებარებული ადგილები, ბეთლემში არსებული რკინის კარი და მისი გასაღებები, აგრეთვე აბისინიელთა ვაყუფად მიჩნეული ოთახები და მათ წინ არსებული ბაღი ძალადობრივად დაიკავეს და ბაღის შუაგულში კედელი ააშენეს — რის გამოც მართლმადიდებლებმა საჩივარი შეიტანეს.

ამის საფუძველზე ბრძანება იქნა გაცემული, რომ აღნიშნული გასაღებები და ადგილები, როგორც ადრე იყო, კვლავ მართლმადიდებლებს დაბრუნებოდათ და მათ განკარგვაში გადასცემოდათ; სადავო კედელი უნდა დაენგრიათ; და სომხებს ან სხვა რომელიმე თემს აღარ ჰქონოდა მართლმადიდებელთა საქმეებში ჩარევის უფლება.

ამ საკითხზე, იერუსალიმის ყაზას გამგებლის — ყოფილი შეიხულისლამის აბდურაჰმანისა და იერუსალიმის სანჯაყის გამგებლისადმი მიმართული, სულთან მეჰმედ IV ხანის მიერ გაცემული უმაღლესი ბრძანების დამოწმებული ასლი.

9–18 ოქტომბერი 1657 წელი.

 

17. იერუსალიმის ბერძენმა პატრიარქმა პარტენიუსმა წარადგინა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ფრანკებმა მიითვისეს ნათლისღების  ადგილზე არსებული ორი შანდალი და კანდელები, იესოს (ა.ს.) საფლავზე არსებული პატარა გუმბათი, ბეთლემში მდებარე დიდი ეკლესია, იესოს (ა.ს.) დაბადების მღვიმის ჩრდილოეთ და ყიბლას მხარეებზე არსებული ორი კარის გასაღებები, ამ ეკლესიის ირგვლივ არსებული ორი ბაღი და ზეთისხილის ბაღები, აგრეთვე იერუსალიმის გარეთ მდებარე წმინდა მარიამის საფლავი; რომ ისინი ნათლისღების ადგილის, საფლავისა და მღვიმის მონახულებისას მართლმადიდებლებს ხელს უშლიდნენ და ავიწროებდნენ; რომ მარიამის საფლავის მონახულებისას ზემოდან ესროდნენ ხეებს, ქვებსა და დენთს; რომ საფლავის შეკეთებისათვის წარსულში მიღებულ ერთ ბრძანებაზე დაყრდნობით, შეკეთების საბაბით ქვების ფრენგისტანში გადატანას აპირებდნენ; და რომ ბერძნები იძულებულნი იყვნენ მონახულებისათვის ფრენგისტანში წასულიყვნენ და გაკათოლიკების საფრთხეს განიცდიდნენ. ამ მიზეზით ისინი ითხოვდნენ, რომ ფრანკების ჩარევა და შევიწროება აღკვეთილიყო და აღნიშნული ადგილები, როგორც ადრე იყო, კვლავ მათ განკარგვაში დაბრუნებულიყო.

ამის საფუძველზე, ორივე მხარის ხელთ არსებული საბუთების ჩანაწერების გამოკვლევის, თარჯიმნებისა და მღვდლების ზეპირი ჩვენებების გათვალისწინების შედეგად დადგინდა, რომ ამ საქმეს მოწესრიგება სჭირდებოდა. შესაბამისად განისაზღვრა: რომ ფრანკი ბერები არ უნდა უშლიდნენ ხელს და არ უნდა ავიწროებდნენ მართლმადიდებლებს, როდესაც ისინი ორივე მხარის საერთო სალოცავ ნათლისღების ადგილს სტუმრობდნენ; რომ აქ არსებული ორი შანდალი, რომლებიც ძველად ბერძნებს ეკუთვნოდათ, თუმცა ამჟამად ფრანკების ხელში იყო, სანაცვლოდ რუმებს უფლება ჰქონოდათ ორი შანდალი დაედგათ; რომ ორივე მხარის საერთო სალოცავში — წმინდა საფლავის ეკლესიის შუაგულში, იმ ადგილას, რომელიც იესოს (ა.ს.) საფლავად არის მიჩნეული, მდებარე პატარა გუმბათის შეკეთების საბაბით ქვისა და მიწის ფრენგისტანში გატანის შიშის გასაქარწყლებლად, ეს გუმბათი ბერძნებს ზედამხედველობაში გადასცემოდათ და საჭიროების შემთხვევაში მისი შეკეთება მათვე ჩაეტარებინათ; რომ გულგულაზე არსებული ოთხი თაღი, ორიve მხარის კუთვნილებად ითვლებოდა და ამ საკითხზე დავა აღარ უნდა წარმოშობილიყო; რომ მარიამის ხატის თავზე არსებული შვიდი თაღიდან ზედა ნაწილი ფრანკი ბერების საცხოვრებლად, ხოლო ქვედა ნაწილი მართლმადიდებლების სალოცავად ორივე მხარემ აღიარა; რომ მხარეებს თავიანთი ღვთისმსახურება მხოლოდ მათ კუთვნილ ნაწილებში ჩაეტარებინათ და ერთმანეთის სალოცავებსა და რიტუალებში არ ჩარეულიყვნენ; რომ ფრანკი ბერების მიერ ჩადენილი შევიწროება აღკვეთილიყო; რომ ბეთლემში მდებარე დიდი ეკლესია კვლავ ბერძნებისთვის (მართლმადიდებლებისთვის) მიეკუთვნებინათ; რომ ორივე მხარის საერთო სალოცავ მღვიმეში ფრანკი ბერების ხელში აღმოჩენილი გასაღებების ნაცვლად ახალი გასაღებები დამზადებულიყო და ბერძენ პატრიარქს გადასცემოდა; რომ ამ ადგილს დაქვემდებარებული ორი ბაღი ორივე მხარის მიერ თანაბრად ყოფილიყო დაცული; რომ წმინდა მარიამის საფლავი ბერძნების ხელში დარჩენილიყო და საჭიროების შემთხვევაში მისი შეკეთება მათ მიერ განხორციელებულიყო; და ამის შემდეგ არც ფრანკებს და არც ბერძნებს ერთმანეთის სალოცავებსა და ღვთისმსახურებებში ჩარევის უფლება არ ჰქონოდათ, ხოლო საჩივრის საგანი შევიწროებები აღკვეთილიყო და ამ საკითხზე საჭირო პირებს მკაცრი მითითება მისცემოდათ.

ამ პირობების შესახებ, იერუსალიმის ყადის და ამ საქმისათვის დანიშნული, დიდვეზირის კანცელარიის მესამე ხალიფის, მეჰმედ ემინისადმი მიმართული, სულთან ოსმან III ხანის მიერ გაცემული უმაღლესი ბრძანების დამოწმებული ასლი.

7–16 აგვისტო 1757 წელი.

 

 

18. ფრანკებმა ნათლისღების ადგილზე არსებული შანდლები და კანდელები, იესოს (ა.ს.) საფლავზე არსებული პატარა გუმბათი, ბეთლემში მდებარე დიდი ეკლესია, იესოს (ა.ს.) დაბადების მღვიმის გასაღებები, ამ ეკლესიის ირგვლივ არსებული ორი ბაღი, ზეთისხილის ბაღები და იერუსალიმის გარეთ მდებარე წმინდა მარიამის საფლავი მიითვისეს; და ნათლისღების ადგილის, საფლავის, მღვიმისა და მარიამის ხატის მონახულებისას რუმებს ხელს უშლიდნენ და ავიწროებდნენ — ამასთან დაკავშირებული საჩივრის საფუძველზე, ამ საკითხზე დაწესებული წესრიგის (ნიზამის) შესახებ გაცემული, 1170 წლის ზილკაადე 21–30 რიცხვებით დათარიღებული (7–16 აგვისტო 1757) საპატიო ბრძანება, უმაღლეს ტახტზე სულთნის ასვლის გამო განახლდა.

ამის შესახებ, იერუსალიმის ყადის და ამ საქმისათვის დანიშნული დიდვეზირის კანცელარიის მესამე ხალიფის, მეჰმედ ემინისადმი მიმართული, სულთან მუსტაფა III ხანის მიერ გაცემული უმაღლესი ბრძანების დამოწმებული ასლი.

3–12 დეკემბერი 1757 წელი.

 

19. ფრანკებმა ნათლისღების ადგილზე არსებული შანდლები და კანდელები, იესოს (ა.ს.) საფლავზე არსებული პატარა გუმბათი, ბეთლემში მდებარე დიდი ეკლესია, იესოს (ა.ს.) დაბადების მღვიმის გასაღებები, ამ ეკლესიის ირგვლივ არსებული ორი ბაღი, ზეთისხილის ბაღები და იერუსალიმის გარეთ მდებარე წმინდა მარიამის საფლავი მიითვისეს; და ნათლისღების ადგილის, საფლავის, მღვიმისა და მარიამის ხატის მონახულებისას მართლმადიდებლებს ხელს უშლიდნენ და ავიწროებდნენ — ამასთან დაკავშირებული საჩივრის საფუძველზე, ამ საკითხზე დაწესებული წესრიგის (ნიზამის) შესახებ გაცემული შერიფული ბრძანება, უმაღლესი ტახტზე სულთნის ასვლის გამო განახლდა.

ამის შესახებ, იერუსალიმის ყადისადმი მიმართული, სულთან აბდულჰამიდ I ხანის მიერ გაცემული, უმაღლესი სამეფო ხელწერილით დამტკიცებული საპატიო ბრძანების დამოწმებული ასლი.

25 ნოემბერი – 4 დეკემბერი 1774 წელი.

 

20. ფრანკებმა ნათლისღების ადგილზე არსებული შანდლები და კანდელები, იესოს (ა.ს.) საფლავზე არსებული პატარა გუმბათი, ბეთლემში მდებარე დიდი ეკლესია, იესოს (ა.ს.) დაბადების მღვიმის გასაღებები, ამ ეკლესიის ირგვლივ არსებული ორი ბაღი, ზეთისხილის ბაღები და იერუსალიმის გარეთ მდებარე წმინდა მარიამის საფლავი მიითვისეს; და ნათლისღების ადგილის, საფლავის, მღვიმისა და მარიამის ხატის მონახულებისას მართლამდიდებლებს ხელს უშლიდნენ და ავიწროებდნენ — ამასთან დაკავშირებული საჩივრის საფუძველზე, ამ საკითხზე დაწესებული წესრიგის (ნიზამის) შესახებ გაცემული საპატიო ბრძანება, უმაღლესი ტახტზე სულთნის ასვლის გამო განახლდა.

ამის შესახებ, იერუსალიმის ყადისადმი მიმართული, სულთან სელიმ III ხანის მიერ გაცემული უმაღლესი ბრძანების დამოწმებული ასლი.

21–30 ივნისი 1792 წელი.

 

21. ხალიფა ომარის მიერ იერუსალიმში არსებული წმინდა საფლავის ეკლესიისა და დასახელებული სხვა წმინდა ადგილების, სალოცავებისა და ნივთების მართვა-გამგებლობა ბერძენ პატრიარქს რომ აქვს მინიჭებული; აგრეთვე, რომ ქართველთა, აბისინელთა, სირიელთა და კოპტთა თემების სალოცავების მართვაც ბერძენ პატრიარქს ეკუთვნის; რომ ეს მდგომარეობა სულთნების მიერ გაცემული ფერმანებით უცვლელად გაგრძელდა; რომ სულთან მურად IV-ისა და სულთან მეჰმედ IV-ის მმართველობის დროს სომხებთან წარმოშობილი დავები ბერძენთა სასარგებლოდ დასრულდა; და ბოლოს, რომ სომხების მიერ ადრე დაკავებული წმინდა იაკობის ქართველთა მონასტერი, მისი ბაღი, ბეთლემის რკინის კარის გასაღებები და სხვა ადგილები მართლმადიდებლებს დაუბრუნდა და ბაღში აშენებული კედლის დანგრევის შესახებ ბრძანება გამოიცა; ახლა კი იერუსალიმის ძველი და ახალი ყადები აცხადებენ, რომ: „სომხები და ზოგიერთი სხვა ერები, იმით რომ არ კმაყოფილდებიან, რაც მათთვის ნებადართულია, არამედ მართლმადიდებელთა მართვაში მყოფ ადგილებზე თანამფლობელობის პრეტენზიას აცხადებენ და წესის საწინააღმდეგოდ ზედმეტ ნივთებს დებენ; ამ მიზეზით საჭიროა ბრძანების გამოცემა, რათა ის ნივთები — სანთლები, გამოსახულებები და სხვა საგნები, რომლებიც მათ ნებადართულ დროს ღვთისმსახურებისთვის მიაქვთ, ლოცვის დასრულების შემდეგ დააბრუნონ“; ასევე იერუსალიმში მყოფი მართლმადიდებელი ბერების განცხადება, რომ: „სომხები უსაფუძვლოდ მიღებულ ერთ ფირმანზე დაყრდნობით, მართლმადიდებელთა მართვაში მყოფ წმინდა მარიამის საფლავზე უნებართვოდ მიდიან და აკრძალული ნივთებს შეაქვთ; რომაელებისთვის განკუთვნილ ღვთისმსახურების დღეებში მოდიან, თავად ატარებენ ლოცვებს და ამით ხელს უშლიან მართლმადიდებელთა ღვთისმსახურებას და თანამფლობელობის პრეტენზიას აცხადებენ; ამ მიზეზით მოითხოვენ, რომ სომხების ხელთ არსებული ზემოხსენებული ფირმანი არ იქნას სანდოდ მიჩნეული და რომ მათი ჩარევები, რომლებიც თანამფლობელობის და მსგავსი საბაბით ხორციელდება, აღიკვეთოს“; ამის საფუძველზე, ეპისკოპოსის კანცელარიის ჩანაწერების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ სომეხ პატრიარქს ადრე მიეცა საპატიო ბრძანება იმაზე, რომ სხვა ერებს არ ჰქონოდათ ჩარევის უფლება იმ ადგილებსა და ნივთებზე, რომლებიც მის მართვაში იყო და რომ ეს ბრძანება შემდგომში განახლდა; ამ ვითარებაში, რადგანაც არ მიიჩნევა მიზანშეწონილად ხალიფა ომარისა და სულთნების მიერ გაცემული ბრძანებებისა და ფირმანების საწინააღმდეგო მოქმედება, ეპისკოპოსის კანცელარიას გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება იმის შესახებ, რომ „ამ ფირმანების საწინააღმდეგო ახალი ბრძანებების გაცემის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და ეს საკითხები ზუსტად ისე ჩაიწეროს, როგორც ადრე სომხებისთვის გაცემული ბრძანების საფუძველზე იერუსალიმის სომეხ პატრიარქის ხელთ არსებული ბერათების ჩანაწერებშია დაფიქსირებული“; ამდენად, ამის შემდეგ მართლმადიდებელთა ხელთ არსებული ბრძანებებისა და ფირმანების საწინააღმდეგო ძველ და ახალ დოკუმენტებს არ მიენიჭოს ძალა და რომაელთა დოკუმენტებში მითითებულ ადგილებზე სომხებისა და სხვა ერების ჩარევა არ იქნას დაშვებული, ხოლო ჩარევის შემთხვევაში დამნაშავეები დაისაჯონ — ამ საკითხებზე იერუსალიმის სანჯაყის მფლობელისა და ყადის მიმართ გამოცემულია სულთან სელიმ III-ის მიერ გაცემული საპატიო სამეუფეო წერილობითი ბრძანების ასლის ჩანაწერი.

15-24 იანვარი 1802 წელი.

 

22. იერუსალიმის ბერძენ პატრიარქ ანთიმუსის განცხადებით: წინასწარმეტყველ ომარის მიერ იერუსალიმში წმინდა საფლავის ეკლესიისა და სახელებით მოხსენიებული სხვა წმინდა ადგილების, სალოცავებისა და ნივთების, აგრეთვე ქართველთა, აბისინიელთა, სირიელთა და კოპტთა თემების სალოცავების მართვა ბერძენთა პატრიარქის უფლებაა; რომ წინა სულთნების მიერ გაცემული ფირმანებით ეს მდგომარეობა ზუსტად იგივე სახით გაგრძელდა; რომ სულთან მურად IV-ისა და მეჰმედ IV-ის დროს სომხებთან წარმოქმნილი დავები მართლმადიდებელთა სასარგებლოდ დასრულდა; და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ სომხების მიერ ერთობლიობის პრეტენზიით სალოცავ ადგილებში წესების საწინააღმდეგოდ ზედმეტი ნივთების შეტანით მართლმადიდებელთა ღვთისმსახურების ხელშეშლის გამო ჩარევის აკრძალვისა და სომხების ხელში არსებული უკანონოდ მიღებული ბრძანებების უგულებელყოფის თაობაზე ბრძანება იყო გამოცემული, ისინი კვლავაც აგრძელებენ ღვთისმშობლის საფლავის ეკლესიაში ნებართვის გარეშე შესვლას, სამი კანდელს დაკიდებას ჩვეულებად აქცევენ; ადრე სახელმწიფო მოხელეების მიერ აქედან გამოტანილი ნივთები, უკანონოდ მიღებულ ბრძანებაზე დაყრდნობით, კვლავ შიგნით შეაქვთ; კარის გასაღებებს იღებენ; სამ კანდელთან ერთად ახალ კანდელებს ამატებენ და ფარდებს კიდებენ; ეკლესიის დასუფთავების მოვალეობის თავის თავზე აღებას ცდილობენ; მართლმადიდებელთა ღვთისმსახურებას ხელს უშლიან და ერთობლიობის პრეტენზიას განაგრძობენ.

ამ მიზეზით, სომხების ხელში არსებული უკანონოდ მიღებული ბრძანების ჩანაწერის წაშლისა და მართლმადიდებელთა ხელში არსებული ბრძანების ძალაში დატოვების მოთხოვნით წარდგენილი თხოვნის საფუძველზე ჩატარებული ჩანაწერთა შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 1216 წლის რამაზანის 11–20 რიცხვებში (1802 წლის 15–24 იანვარი) მართლმადიდებელთა სასარგებლოდ გამოცემული იყო საპატიო ბრძანება; ამის შედეგად სომხებისთვის გაცემული ბრძანებების ჩანაწერები წაიშალა, ხოლო მართლმადიდებელთა ხელში არსებული ბრძანებებითა და წინა სულთნების ფერმანებით მოხსენიებული წმინდა ადგილების, სალოცავებისა და ნივთების მართვა ბერძენ პატრიარქს დარჩა.

თუმცა, ვინაიდან სომხებმაც აუცილებელად უნდა მოინახულონ ეს ადგილები, მათაც მიეცათ საპატიო ბრძანება იმ შინაარსით, რომ „იერუსალიმის დამპყრობელი სულთან სელიმ ხანის დროიდან დღემდე [ათას ორმოცდაერთ] წლამდე, როგორც ადრე სომხები ამ ადგილებს სტუმრობდნენ, იმავე წესით მათი მონახულება არ უნდა შეეზღუდოთ“.

ამასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ ამიერიდან მართლმადიდებელთა ხელში არსებული ბრძანებებისა და ფირმანების საწინააღმდეგო დოკუმენტებს არ უნდა მიენიჭოს ძალა; ამ დოკუმენტებში მითითებულ ადგილებში სომხებსა და სხვა თემებს, ჩანაწერებიდან წაშლილ ბრძანებებზე დაყრდნობით, ჩარევის ნება არ უნდა მიეცეთ; ხოლო ამ ბრძანების საწინააღმდეგოდ მოქმედი პირები უნდა დაისაჯონ.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით იერუსალიმის სანჯაყის მფლობელისა და ყადის მიმართ, სულთან სელიმ III-ის მიერ გაცემული ხელნაწერი საპატიო სამეუფეო ბრძანების ასლის ჩანაწერი.

17–26 ოქტომბერი 1803 წელი.

 

23. მართლმადიდებლების მიერ ხალიფა ომარის მიერ იერუსალიმში არსებული წმინდა საფლავის ეკლესიისა და სხვა წმინდა ადგილების, სალოცავებისა და ნივთების, აგრეთვე ქართველთა, აბისინელთა, სირიელთა და კოპტთა თემების სალოცავების მართვა-გამგებლობა ბერძენ პატრიარქს რომ ჰქონდა მინდობილი და ამასთან დაკავშირებით წინა სულთნებმაც შესაბამისი ფირმანები რომ ჰქონდათ გაცემული; მაგრამ სომხების მიერ, უფრო ადრე უსამართლოდ ხელში ჩაგდებული და ახლო ხანში განახლებული ერთი ბრძანების საფუძველზე, მართლმადიდებლების ხელთ არსებულ ადგილებში ჩარევის გამო, სომხების ხელში არსებული იმ ბრძანების ჩანაწერის წაშლის მოთხოვნით წარმოდგენილი მოთხოვნის საფუძველზე, სომხებისთვის გაცემული ზემოაღნიშნული ბრძანებების ჩანაწერების წაშლა და იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლების ხელში არსებული ბრძანება ძალაშია, რომაელებისადმი სამეუფეო ბრძანება გაიცა; თუმცა, რადგან სომხებსაც ამ ადგილების მონახულება სჭირდებოდათ, მათთვისაც გაიცა ფირმანი იმის შესახებ, რომ: „იურუსალიმის დამპყრობლის, სულთან სელიმ ხანის დროიდან [ათას] ორმოცდაერთი წლის თარიღამდე, როგორც სომხები ამ ადგილებს მოინახულებდნენ, კვლავაც იმავე წესით ეწვიონ და მათ ამაში ხელი არ შეეშალოთ.

ამ საფუძველზე, ამიერიდან მართლმადიდბლებისთვის გაცემული ბრძანების შესაბამისად იმოქმედონ, ხოლო სომხებსაც, როგორც მითითებულია, ამ ადგილების მონახულებაში ხელი არ შეეშალოთ — ამ საკითხებზე იერუსალიმის სანჯაყის მმართველისა და ყადის მიმართ, სულთან სელიმ III-ის მიერ გაცემული სამეუფეო ბრძანების ასლის ჩანაწერი.

27 ოქტომბერი - 5 ნოემბერი 1803 წელი.

 

24. იერუსალიმის მართლმადიდებელთა პატრიარქ ანთიმოსის მიერ წარდგენილი თხოვნის მიხედვით: „ფრანკი ბერების მიერ, მათ განკარგულებაში მყოფი ადგილების შეკეთების საბაბით, წინა სულთნების მიერ გაცემულ მრავალ ბრძანებასა და ფირმანში ბერძნებისა და მათი პატრიარქების განკარგულებაში დატოვებულ წმინდა საფლავის ეკლესიაში არსებული იესო ქრისტეს (ა.ს.) საფლავზე მდებარე სვეტები, ოთახი და ტყვიით დაფარული ხის სახურავი დანგრევის პირასაა მისული; ამ მდგომარეობის გამო მომლოცველები შიშობენ, რის შედეგადაც მისი მონახულება შეიძლება შეწყდეს — ამ მტკიცებით ისინი ახალი შენობის აგებასა და ამ ადგილის ხელში ჩაგდებას ისახავენ მიზნად.

ამ თხოვნის წარდგენის საფუძველზე ჩატარებული ჩანაწერების შემოწმების შედეგად; იმ უთანხმოების გამო, რომელიც ადრე აღნიშნული ადგილის ფრანკი ბერების მიერ დაკავების შედეგად წარმოიშვა, 1206 წლის ზილჰიჯეს 1–10-ის (1792 წლის 21–30 ივლისი) თარიღის ფერმანში აღნიშნულია, რომ ეს საფლავი ორივე მხარისთვის არის სალოცავი და საჭიროების შემთხვევაში მისი შეკეთება ბერძნების მიერ უნდა განხორციელდეს;

ხოლო სტამბოლში მყოფი საფრანგეთის ელჩის მიერ, ფრანგებისთვის გაცემულ შეთანხმებაში არსებული შეკეთებასთან დაკავშირებული მუხლის საფუძველზე, აღნიშნულია, რომ აქ არსებული ოთახის სვეტები ხისაა და ზედაპირი ტყვიით არის დაფარული, რის გამოც არსებობს დანგრევის და მომლოცველებისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა; და ამის გამო იერუსალიმის გარეთ მდებარე ერთი მღვიმის შეკეთების თაობაზე მის მიერ შუამდგომლობის საფუძველზე გამოცემულ 1218 წლის მუჰარემის 11–20-ის (1803 წლის 3–12 მაისი) თარიღის ფირმანში კი ნათქვამია, რომ მხოლოდ შეკეთებას დაქვემდებარებული ადგილები უნდა შეკეთდეს პირვანდელი სახის შესაბამისად, გაფართოებისა და ამაღლების გარეშე, და ამ საბაბით სხვა ადგილების შეკეთების ან ახალი შენობის აგების მცდელობა არ უნდა იქნეს დაშვებული;

ასევე 1218 წლის რეჯების 1–10-ის (1803 წლის 17–26 ოქტომბერი) თარიღის ფერმანში აღნიშნულია, რომ წმინდა ომარისა და წინა ოსმალთა სულთნების მიერ გაცემულ ბრძანებებსა და ფერმანებში რომაელების განკარგულებაში გადაცემულ დიდ ეკლესიაში არსებულ საფლავსა და ზემოხსენებულ სხვა ადგილებში სხვა ხალხების მიერ ჩარევები უნდა აღიკვეთოს და ამ დოკუმენტების საწინააღმდეგო ძველი და ახალი თარიღის საბუთებს არ უნდა მიენიჭოს ძალა, რადგან ეს ყველაფერი გასაგებად იქნა მიჩნეული, არსებული საბუთების თანახმად, ძველთაგანვე ბერძნების განკარგულებაში მყოფ ადგილებში ფრანკი ბერების მიერ ახალი შენობის აგებაზე ნებართვა არ უნდა გაიცეს და ორივე მხარის მიერ ერთმანეთის განკარგულებაში მყოფ ადგილებში ჩარევა უნდა აღიკვეთოს — ამ საკითხების შესახებ იერუსალიმის გამგებლისა და ყადის მიმართ სულთან სელიმ III-ის მიერ გამოცემული ფერმანის ასლის ჩანაწერი.

12 თებერვალი - 2 მარტი 1804 წელი.

25. ფრანკებმა ნათლისღების ადგილზე არსებული სანთლები და კანდელები, იესო ქრისტეს (ა.ს.) საფლავზე მდებარე პატარა გუმბათი, ბეთლემში მდებარე დიდი ეკლესია, იესო ქრისტეს (ა.ს.) დაბადების მღვიმის გასაღებები, ამ ეკლესიის ირგვლივ მდებარე ორი ბაღი, ზეთისხილის ბაღები და იერუსალიმის გარეთ მდებარე წმინდა მარიამის საფლავი ხელში ჩაიგდეს და ნათლისღების ადგილის, საფლავის, მღვიმისა და მარიამის ხატის მონახულებისას მართლმადიდებლებს დაბრკოლებას უქმნიან და ავიწროებენ — ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, ამ საკითხზე გაცემული წესის (ნიზამის) შესახებ გამოცემული სამეუფეო საპატიო ბრძანება სულთნის ტახტზე ასვლის გამო განახლდა — იერუსალიმის ყადის მიმართ სულთან მუსტაფა IV-ის მიერ გამოცემული, სამეუფეო ხელწერით დამოწმებული სულთნის ბრძანების ასლის ჩანაწერი.

12-21 დეკემბერი 1827.

26. ხალიფა ომარმა იერუსალიმში არსებული წმინდა საფლავის ეკლესიისა და სახელდახელოდ მოხსენიებული სხვა წმინდა ადგილის, სალოცავებისა და ნივთების, აგრეთვე ქართველთა, აბისინელთა, სირიელთა და კოპტთა თემების სალოცავების მართვა-გამგებლობა ბერძენთა პატრიარქს რომ გადასცა, ეს მდგომარეობა წინამორბედი ოსმალთა სულთნების მიერ გაცემული ფირმანებითაც უცვლელად გრძელდა; სომხების მიერ სულთან მურად IV-ისა და სულთან მეჰმედ IV-ის დროს მართლმადიდებელთა კუთვნილ ადგილებში ჩარევის გამო ჩატარებული სასამართლო განხილვები ბერძენთა სასარგებლოდ დასრულდა; შემდგომში კი, სომხების მიერ თანამფლობელობის პრეტენზიით, სალოცავ ადგილებში წესის საწინააღმდეგოდ ზედმეტი ნივთების შეტანა და მართლმადიდებელთა ღვთისმსახურების შეზღუდვა რომ ხდებოდა — ამ ჩარევის აღსაკვეთად და სომხების ხელში არსებული საბუთებისადმი ნდობის გაუქმების შესახებ ფერმანი გამოიცა;

შემდეგ კი სომხების მიერ ამჯერად მარიამის საფლავის ეკლესიაში ნებართვის გარეშე შესვლა, კანდელებისა და ფარდების დაკიდება, კარის გასაღებების წაღება, ეკლესიის დასუფთავების მოვალეობის საკუთარ თავზე აღების მცდელობა და თანამფლობელობის მოთხოვნის გაგრძელება რომ მოხდა — ამის გამო ხალიფა ომარის ბრძანებისა და წინა სულთნების ფირმანების საწინააღმდეგოდ სომხებისთვის გაცემული ფირმანების ჩანაწერების გაუქმება და ბერძენთათვის გაცემული ფერმანის აღსრულება მოხდა;

ასევე, სომხებსა და სხვა თემებს, რომელთა ბრძანებების ჩანაწერები გაუქმებულია, არ მიეცეთ უფლება, რომაელთა ხელში არსებულ ბრძანებებსა და ფირმანებში ჩამოთვლილ ადგილებში ძველთაგანვე არსებული წესის საწინააღმდეგოდ ჩარევა განახორციელონ; თუმცა სომხებსაც, იერუსალიმის დამპყრობლის — სულთან სელიმ ხანის დროიდან [ათას] ორმოცდაერთი წლის თარიღამდე, როგორც ამ ადგილებს მონახულებდნენ, კვლავაც იმავე წესით მონახულების უფლება ჰქონდეთ და მათ ამაში ხელი არ შეეშალოთ — ამ საკითხებზე გამოცემული 1218 წლის რეჯების 1–10-ის (1803 წლის 17–26 ოქტომბერი) თარიღის სულთნის საპატიო ბრძანება, სულთნის ტახტზე ასვლის გამო განახლდა — იერუსალიმის სანჯაყის მმართველისა და ყადისადმი სულთან მუსტაფა IV-ის მიერ გაცემული, სამეუფეო ხელწერით დამოწმებული სულთნის ბრძანების ასლის ჩანაწერი.

12-21 დეკემბერი 1827.

27. ხალიფა ომარის მიერ იერუსალიმში არსებული წმინდა საფლავის ეკლესიისა და მოხსენიებული სხვა წმინდა ადგილების, სალოცავებისა და ნივთების, აგრეთვე ქართველთა, აბისინიელთა, სირიელთა და კოპტთა თემების სალოცავების მართვა-გამგებლობა ბერძენ პატრიარქს რომ გადასცა და, რომ ეს მდგომარეობა წინამორბედი ოსმალთა სულთნების მიერ გაცემული ფერმანებითაც უცვლელად გრძელდებოდა; სომხების მიერ სულთან მურად IV-ისა და სულთან მეჰმედ IV-ის დროებში მართლმადიდებელთა კუთვნილ ადგილებში ჩარევის გამო ჩატარებული სასამართლო განხილვები ბერძენთა სასარგებლოდ რომ დასრულდა; შემდეგ კი, სომეხთა მხრიდან თანამფლობელობის პრეტენზიით, სალოცავ ადგილებში წესის საწინააღმდეგოდ ზედმეტი ნივთების შეტანა და მართლმადიდებელთა ღვთისმსახურებების შეფერხება რომ ხდებოდა — ამ ჩარევის აღსაკვეთად და სომხების ხელში არსებული საბუთებისადმი ნდობის გაუქმების შესახებ ფირმანი რომ გამოიცა;

შემდეგ, სომხების მიერ ამჯერად მარიამის საფლავის ეკლესიაში ნებართვის გარეშე შესვლა, კანდელებისა და ფარდების დაკიდება, კარის გასაღებების წაღება, ეკლესიის დაცვის მოვალეობის საკუთარ თავზე აღების მცდელობა და თანამფლობელობის მოთხოვნის გაგრძელება რომ მოხდა — ამის გამო წმინდა ომარის ბრძანებისა და წინა სულთნების ფირმანების საწინააღმდეგოდ სომხებისთვის გაცემული ფერმანების ჩანაწერების წაშლა და რომაელთათვის გაცემული ფერმანის აღსრულება.

აგრეთვე, სომხებსა და სხვა თემებს, რომელთა ბრძანებების ჩანაწერები გაუქმებულია, არ მიეცეთ უფლება, ბერძენთა ხელში არსებულ ბრძანებებსა და ფირმანებში ჩამოთვლილ ადგილებში ძველთაგანვე არსებული წესის საწინააღმდეგოდ ჩარევა განახორციელონ; თუმცა სომხებსაც, იერუსალიმის დამპყრობლის — სულთან სელიმ ხანის დროიდან [ათას] ორმოცდაერთი წლამდე, როგორც ამ ადგილებს მოინახულებდნენ, კვლავაც იმავე წესით მონახულების უფლება ჰქონდეთ და მათ ამაში ხელი არ შეეშალოთ — ამ საკითხებზე გამოცემული 1218 წლის რეჯების 1–10-ის (1803 წლის 17–26 ოქტომბერი) თარიღის სამეუფეო ბრძანება, სულთნის ტახტზე ასვლის გამო განახლდა — იერუსალიმის სანჯაყის მფლობელისა და ყადის მიმართ სულთან მაჰმუდ II-ის მიერ გაცემული, სულთნის ხელწერით დამოწმებული სამეუფეო ბრძანების ასლის ჩანაწერი.

12-21 სექტემბერი 1808 წელი.

28. ფრანკთა მიერ: მუღთესელში არსებული სანთლები და კანდელები, იესო ქრისტეს (ა.ს.) საფლავზე მდებარე პატარა გუმბათი, ბეთლემმში არსებული დიდი ეკლესია, იესო ქრისტეს (ა.ს.) დაბადების მღვიმის გასაღებები, ამ ეკლესიის ირგვლივ მდებარე ორი ბაღი, ზეთისხილის ბაღები და იერუსალიმის გარეთ მდებარე წმინდა მარიამის საფლავი ხელში ჩაიგდეს და ნათლისღების ადგილის, საფლავის, მღვიმისა და მარიამის ხატის მონახულებისას მართლმადიდებლებს ხელს უშლიან და ავიწროებენ — ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილი საჩივრის საფუძველზე, ამ საკითხზე დადგენილი წესის შესახებ გამოცემული საპატიო ბრძანება, სულთნის ტახტზე ასვლის გამო განახლდა — იერუსალიმის ყადის მიმართ სულთან მაჰმუდ II-ის მიერ გამოცემული, სამეუფეო ხელწერით დამოწმებული სულთნის ბრძანების ასლის ჩანაწერი.

12-21 სექტემბერი 1808 წელი.

29. ხალიფა ომარის მიერ, იერუსალიმის დაპყრობისას, ბერძენთა ხელში დატოვებულ იქნა წმინდა საფლავის ეკლესია, ნათლისღების ადგილი და მოხსენიებული სხვა ადგილები; აგრეთვე, წინა ოსმალთა სულთნების მიერ გაცემულ ფირმანებშიც ამ ადგილების განკარგვის თვალსაზრისით განსაზღვრული იყო ბერძენთა, სომეხთა და ფრანკთა მდგომარეობა და აღნიშნული იყო, რომ იესო ქრისტეს (ა.ს.) საფლავად მიჩნეული წმინდა საფლავის ეკლესიის შუაგულში არსებული ადგილი და მის ზემოთ მდებარე პატარა გუმბათი ბერძენთა ზედამხედველობასა და დაცვაშია გადაცემული და საჭიროების შემთხვევაში მისი შეკეთება მათ მიერ უნდა განხორციელდეს;

იერუსალიმიდან გამოგზავნილ ორი განცხადება იუწყებოდა, რომ „რამდენიმე თვის წინ სომხური მრევლის მიერ გაჩენილი ხანძრის გამო წმინდა საფლავის ეკლესიის შიგნით არსებული ვერცხლის კანდელები და სხვა ნივთები, აგრეთვე შუაგულში მდებარე ტყვიით დაფარული გუმბათი, იესო ქრისტეს (ა.ს.) საფლავი, ხის ნაგებობები და გარე კარიბჭე სრულად დაიწვა და ცეცხლის სიმძლავრის შედეგად კედლების უმეტესობა და ზოგი ქვის ნაწილი ჩამოინგრა“; და რომ ბერძენთა პატრიარქისა და ბერების მიერ წარმოდგენილი იქნა თხოვნა, რათა „ეს ადგილები მათი თავდაპირველი მდებარეობისა და იერსახის შესაბამისად ხელახლა აშენებულიყო და ამის ნებართვა გაცემულიყო“;

ამ საკითხზე შარიათის მიხედვით გადაწყვეტილების მისაღებად შეკითხვა დაესვა შეიხულ-ისლამ დიურიზადე მევლანა ეს-სეიდ აბდულაჰ ეფენდის, რომელმაც განმარტა: „მშვიდობიანი გზით დაპყრობილ ქალაქში მცხოვრებ არამუსლიმ მოსახლეობას შეუძლია იქ დამწვარი ეკლესია ყოველგვარი დამატების გარეშე, მხოლოდ მისი თავდაპირველი მდებარეობისა და სახის შესაბამისად შეაკეთოს“ — რის საფუძველზეც ამ ადგილების შეკეთებაზე ნებართვა გაიცა.

ამასთან დაკავშირებით განისაზღვრა, რომ აღნიშნული დამწვარი ადგილების საზღვრები და მოცულობა უშუალოდ ამ ფერმანის ადრესატებმა ადგილზე მისვლით უნდა შეამოწმონ, იქ მცხოვრებთა ჩვენებებითა და ამ საქმისთვის გამოგზავნილი მოხელეების ცოდნითა და გამოცდილებით დაადგინონ, ხოლო დადგენილი ადგილები შარიათის მიერ ნებადართულ ფარგლებში, გაფართოების და ამაღლების გარეშე, მხოლოდ თავდაპირველი მდებარეობისა და იერსახის შესაბამისად ბერძნების მიერ აშენდეს და აღდგეს;

ასევე, ამ მშენებლობასა და აღდგენას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ვინმე; ხოლო თუ შემოსავლის მიღების მიზნით თავდაპირველ მდებარეობასა და იერსახეს ერთ ხელისგულზე ან ერთ თითზე მეტად გააფართოებენ ან აამაღლებენ, ან ამისთვის ნებართვას გასცემენ, ან ცრუ ინფორმაცია იქნება წარდგენილი, ან ამ საბაბით მოსახლეობიდან თანხის აღებას ან ძალადობას მიმართავენ — ასეთი მოქმედებები გამართლებულად არ ჩაითვლება და თითოეული თავისი დამსახურების მიხედვით დაისჯება;

ამ საკითხებთან დაკავშირებით იერუსალიმის ყადის, მუფტის, ულემების, მუთესელიმის, აგრეთვე ამ საქმისთვის დანიშნული დიდი ვეზირის კანცელარიის მოხელეთა ერთ-ერთი მემკვიდრის — ელმას-ფაშაზადე მირ აბდულრაჰიმის და სხვა უფროსებისა და მოხელეების მიმართ გამოცემული, სამეუფეო ხელწერით დამოწმებული ბრძანების ასლის ჩანაწერი, სულთან მაჰმუდ II-ის მიერ გაცემული.

18–27 მარტი 1809 წელი.

30. „იერუსალიმში მდებარე წმინდა საფლავის ეკლესიის დამწვარი ნაწილების შეკეთების საკითხის გამო სომხებსა და ბერძნებს შორის წარმოშობილი უთანხმოების საფუძველზე გამართულ სასამართლო განხილვაზე სომეხმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით აღდგომის ეკლესიაში მდებარე იესო ქრისტეს (ა.ს.) საფლავი, ნათლისღების ადგილი და მოხსენიებული სხვა ადგილები და ნივთები ნაწილობრივ მათ საკუთრებას წარმოადგენდა, ნაწილობრივ კი ორივე მხარის საერთო სალოცავებს; რომ აბისინიელთა, კოპტთა და სირელთა თემები სომხურ ეკლესიას ეკუთვნოდა; რომ ხანძრის შედეგად დაზიანებული სალოცავი ადგილები და საერთო ადგილები ბერძნებსა და სომხებს ერთობლივად უნდა შეეკეთებინათ, თუმცა ბერძნებმა მხოლოდ მათი მხრიდან შეკეთების მიზნით საპატიო ბრძანება გამოაცემინეს; და რომ ისინი ითხოვდნენ ამ ბრძანების ჩანაწერის გაუქმებას და ახალი იმპერატორული ბრძანების გამოცემას იმ საფუძველზე, რომ თითოეულმა მხარემ საკუთარი ადგილები ცალ-ცალკე, ხოლო საერთო ადგილები ერთობლივად შეეკეთებინა.

მართლმადიდებელმა წარმომადგენლებმა პასუხად განაცხადეს, რომ იერუსალიმის დამპყრობმა სულთან სელიმ ხანმა ის ადგილები, რომლებზეც სომხები უფლებას აცხადებდნენ და მათთან დაკავშირებული თემები იერუსალიმის ბერძენი პატრიარქის ხელში დატოვა; რომ შემდგომ მოსულმა სულთნებმაც იგივე წესით ბრძანეს; თუმცა სომხებისთვის, რადგან ისინი ქრისტეს (ა.ს.) სარწმუნოებას მიეკუთვნებიან, ამ ადგილების მონახულებაში ხელი არასოდეს შეუშლიათ; აგრეთვე განაცხადეს, რომ სულთან სულეიმან ხანის მიერ მათთვის გაცემულ ფირმანში შეკეთების საკითხიც იყო მოხსენიებული და აღნიშნული ფირმანი იქვე წაიკითხეს.

ამის შემდეგ სომხურ მხარეს განეცხადა, რომ „რადგან შეკეთების საკითხი სულთან სულეიმან ხანის ფირმანში წერია და ამჟამადაც ამ საკითხზე ბერძნებს ფირმანი აქვთ გაცემული, შეკეთება რომაელთა მიერ უნდა განხორციელდეს“.

რომაელებმა კი განაცხადეს, რომ ისინი აღიარებდნენ, თითქოს სომხები მოხსენიებულ ადგილებში ძველთაგანვე სახლობდნენ; და ასევე იკისრეს ვალდებულება, რომ სომხებს ამ ადგილებში ცხოვრებაში, საცხოვრებელ უფლებებში, მოხსენიებულ ადგილებში შეთანხმებული რაოდენობით სანთლებისა და კანდელების დაყენებასა და დანთებაში, თავიანთი ხატების, სამარხებისა და, უპირველესად ბერძენი პატრიარქის წინამძღოლობით, იესო ქრისტეს (ა.ს.) საფლავის მონახულებაში, აგრეთვე გოლგოთასა და სხვა ადგილებზე მსახურებაში არ შეუშლიდნენ ხელს; რომ მარიამის საფლავის გასაღებები სომხებს დარჩებოდა; და რომ ბერძენი პატრიარქის მიერ გაცემული ნებართვის წერილი დროულად გაიცემოდა.

ამის შედეგად ორივე მხარემ ამ ეტაპზე შეთანხმებას მიაღწია. ამდენად, განისაზღვრა, რომ შემდგომში ამ დადგენილი წესის საფუძველზე უნდა იმოქმედონ და მხარეებს ამ წესის საწინააღმდეგო ქმედებების უფლება არ მიეცეთ. ამ საკითხებთან დაკავშირებით იერუსალიმის ყადის, მუფტის, ულემების, მუთესელიმის, წინამძღოლთა და სხვა მოხელეთა მიმართ გამოცემული, სულთან მაჰმუდ II-ის მიერ გაცემული სამეუფეო ბრძანებების ასლის ჩანაწერი, რომლებიც ცალ-ცალკე გადაეცათ სომხებსა და რომაელებს, და ასევე შენიშვნა იმის შესახებ, რომ „ეს იმპერატორული ბრძანებები და მათი ასლის ჩანაწერი, მხარეებს შორის შემდგომში ხელახლა გამართული სასამართლო განხილვისა და მისი შედეგის მიხედვით მხარეებისთვის ახალი საპატიო ბრძანებების გაცემის გამო, ფადიშაჰის ბრძანების საფუძველზე გაუქმებულ იქნა.

1–10 სექტემბერი 1809 წელი.

35. იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ იერუსალიმის ბერძენ პატრიარქ ატალიას სახელზე იერუსალიმის დამპყრობი სულთან სელიმ ხანის მიერ გაცემულ, სამეუფეო ხაზით დამოწმებულ უმაღლეს წერილში, იერუსალიმში მდებარე წმინდა საფლავის ეკლესია და სხვა წმინდა ადგილები, რომლებიც ბერძნებს მიენიჭათ, სახელდახელოდ ერთიმეორის მიყოლებით იყო ჩამოთვლილი; ანალოგიური წერილი სომეხებსაც გადაეცათ. მიუხედავად ამისა, წმინდა საფლავის ეკლესიის მონახულების საკითხზე მხარეებს შორის დროდადრო უთანხმოება წარმოიშობოდა, რის გამოც წარსულში მათ ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართული, შინაარსობრივად ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებებიც ეძლეოდათ.

ცოტა ხნის წინ წმინდა საფლავის ეკლესიის დაწვის გამო ორ ერს შორის კვლავ წარმოშობილი უთანხმოების მოსაგვარებლად გამართულ სასამართლო განხილვებზე გაირკვა, რომ მხარეებს ზემოხსენებულ წერილებში ერთობლივი და ცალკეული მონახულების ადგილებისა და წმინდა ადგილების საკითხზე, იმ პირობით, რომ უპირატესობა რომაელ პატრიარქს ეკუთვნოდა, ერთმანეთთან არ ჰქონდათ უთანხმოება და ერთმანეთის ხელთ არსებულ დოკუმენტებს აღიარებდნენ; ასევე დადგინდა, რომ წმინდა საფლავის ეკლესიაში საცხოვრებელი ადგილები მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებში ასე იყო აღნიშნული და ორივე მხარე თანახმა იყო, რომ თითოეული მათგანი განსაზღვრულ საცხოვრებელ ადგილებში ძველთაგანვე არსებული წესისამებრ ცალკე ყოფილიყო, და ამ საკითხზეც უთანხმოება აღარ არსებობდა.

აბისინიელთა, კოპტთა და სირიელთა თემების საკითხზე — ისინი სომხებს ეკუთვნოდნენ თუ ბერძნებს — არსებული უთანხმოების თაობაზე მხარეებს განემარტათ, რომ როდესაც ეს თემები იერუსალიმის მოსალოცად ჩამოვიდოდნენ, საკითხი იერუსალიმის ყადის მიერ, ძველთაგანვე დამკვიდრებული წესის ფარგლებში გადაწყდებოდა.

წმინდა საფლავის ეკლესიის დამწვარი ნაწილების შეკეთების საკითხზე წარმოშობილ უთანხმოებასთან დაკავშირებით კი განუცხადეს, რომ მოსაზრება — „საერთო ადგილები ერთობლივად, ხოლო ცალკეული ადგილები ცალ-ცალკე უნდა შეკეთდეს“ — ძალადაკარგულია და ამ საკითხზე მხარეებს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნიათ; რომ შეკეთების საკითხში მხოლოდ ფადიშაჰი არის გადაწყვეტილების უფლების მქონე; და რომ შარიათის მიერ დაშვებულ საზღვრებში, როდესაც შეკეთება საჭირო იქნება, ფადიშაჰს შეუძლია, შენობის თავდაპირველი მდებარეობისა და სახის სრული დაცვით შეკეთების მიზნით ეს საქმე ოსმალეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომთაგან ვისაც ინებებს, მას მიანდოს. ამჯერად ეს საქმე ბერძენ ერს მიენიჭა.

ამის გამო მხარეებს განემარტათ, რომ ორივე ერმა სულთან სელიმ ხანის მიერ გაცემული დოკუმენტების მიხედვით უნდა განაგოს მხოლოდ საკუთარი ადგილები, ერთმანეთის მიმართ საკუთრების ან უფლებების პრეტენზია არ წამოაყენონ; მხარეებმა ამ ეტაპზე ურთიერთთანხმობის საფუძველზე ერთმანეთს ვალდებულებებიც მისცეს და უთანხმოება მთლიანად მოიხსნა.

მდგომარეობა წერილობით მოხსენდა ფადიშაჰს და მისი ფირმანის საფუძველზე სულთან სელიმ ხანის მიერ ორივე ერისთვის გაცემული საბუთები და აღნიშნული სასამართლო განხილვის დეტალები, აგრეთვე მოხსენებაში ჩაწერილი საკითხები, ჩამოყალიბდა სამეუფეო ბრძანების სახით და გადაეცა ბერძნებს. ამდენად, განისაზღვრა, რომ შემდგომში ეს საბუთები უნდა იქნეს საფუძვლად მიღებული და მათ მიხედვით იმოქმედონ; თუ ამ საკითხზე კვლავ ახალი უთანხმოება წარმოიშობა, მას ყურადღება არ მიექცეს. ამ წესით სომხებსაც მიეცა სამეუფეო ბრძანება და თითოეული ასლი ჩაწერილ იქნა კანცელარიისა და სასამართლო ჩანაწერებში. ამის შემდეგ განკარგულება გაიცა, რომ ამ ბრძანების ადრესატებმა ის ბერძნებს ჩააბარონ. ამასთან დაკავშირებით დამასკოს ვალის, იერუსალიმის ყადის, ოთხი სამართლებრივი სკოლის მუფტების, იერუსალიმის მმართველის, სხვა მოხელეებისა და ქალაქის წარჩინებულთა სახელზე სულთან მაჰმუდ II-ის მიერ გამოცემული სამეუფეო ბრძანების ასლის ჩანაწერი და ამ ბრძანების ჩანაწერი, ფადიშაჰის იმ ბრძანების საფუძველზე, რომ „ადრე სულთან სელიმ ხანის მიერ მხარეებისთვის გაცემული ორივე საბუთი ამ სამეუფეო ბრძანებაში სიტყვასიტყვით იქნეს გადაწერილი“, გაუქმებულად ჩაითვალა.

13–22 ივნისი 1811 წელი.

36. იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, იერუსალიმში მცხოვრებ მართლმადიდებლებს და სომხებს იერუსალიმის დამპყრობ სულთან სელიმ ხანის მიერ გაცემულ და ორივე შემთხვევაში ამ სამეუფეო ბრძანებას სიტყვასიტყვით გადმოწერილ, სამეუფეო ხაზით დამოწმებულ უმაღლეს საბუთებში, იერუსალიმში მდებარე წმინდა საფლავის ეკლესია და სხვა ადგილები, რომლებიც ორივე მხარეს ერთობლივად ან ცალ-ცალკე ეკუთვნოდა, სხვადასხვა საკითხებთან ერთად სათითაოდ იყო ჩამოთვლილი. მიუხედავად ამისა, წმინდა საფლავის ეკლესიის მონახულების საკითხზე მათ შორის დროდადრო უთანხმოებები წარმოიშობოდა, რის გამოც წარსულში მათ ერთმანეთის წინააღმდეგ მიმართული შინაარსის სამეუფეო ბრძანებები ეძლეოდათ.

ცოტა ხნის წინ წმინდა საფლავის ეკლესიის დაწვის გამო ორ ერს შორის კვლავ წარმოშობილი უთანხმოების მოსაგვარებლად გამართულ სასამართლო განხილვებზე გაირკვა, რომ მხარეებს ზემოხსენებულ საბუთებში წერილი ერთობლივი და ცალკეული მონახულებისა და ადგილების საკითხზე, იმ პირობით, რომ უპირატესობა ბერძენ პატრიარქს ეკუთვნოდა, ერთმანეთთან უთანხმოება არ ჰქონდათ და ერთმანეთის ხელთ არსებულ საბუთებს აღიარებდნენ. ასევე დადგინდა, რომ წმინდა საფლავის ეკლესიაში საცხოვრებელი ადგილები მათ ხელთ არსებულ საბუთებში ასე იყო აღნიშნული და ორივე მხარე თანახმა იყო, რომ თითოეული მათგანი განსაზღვრულ საცხოვრებელ ადგილებში ძველთაგანვე არსებული წესისამებრ ცალკე ყოფილიყო და ამ საკითხზეც უთანხმოება აღარ არსებობდა.

აბისინიელთა, კოპტთა და სირიელთა თემების საკითხზე — ისინი სომხებს ეკუთვნოდნენ თუ ბერძნებს — არსებული უთანხმოების თაობაზე მხარეებს განემარტათ, რომ როდესაც ეს თემები იერუსალიმის მოსალოცად ჩამოვიდოდნენ, საკითხი იერუსალიმის ყადის მიერ, ძველთაგანვე დამკვიდრებული წესის ფარგლებში გადაწყდებოდა.

წმინდა საფლავის ეკლესიის დამწვარი ნაწილების შეკეთების საკითხზე წარმოშობილ უთანხმოებასთან დაკავშირებით კი განუცხადეს, რომ მოსაზრება — „საერთო ადგილები ერთობლივად, ხოლო ცალკეული ადგილები ცალ-ცალკე უნდა შეკეთდეს“ — ძალადაკარგულია და ამ საკითხზე მხარეებს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნიათ; რომ შეკეთების საკითხში მხოლოდ ფადიშაჰი არის გადაწყვეტილების უფლების მქონე; და რომ შარიათის მიერ დაშვებულ საზღვრებში, როდესაც შეკეთების საჭიროება დადგება, ფადიშაჰს შეუძლია, შენობის თავდაპირველი მდებარეობისა და სახის სრული დაცვით შეკეთების მიზნით ეს საქმე ოსმალეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომთაგან ვისაც ინებებს, მას მიანდოს. ამჯერად ეს საქმე მართლმადიდებლებს მიენიჭა.

ამის გამო მხარეებს განემარტათ, რომ ორივე ერმა სულთან სელიმ ხანის მიერ გაცემული დოკუმენტების მიხედვით უნდა განაგოს მხოლოდ საკუთარი ადგილები, ერთმანეთის მიმართ საკუთრების ან უფლებების პრეტენზია არ წამოაყენონ; მხარეებმა ამ ეტაპზე ურთიერთთანხმობის საფუძველზე ერთმანეთს ვალდებულებებიც მისცეს და უთანხმოება მთლიანად მოიხსნა.

მდგომარეობა წერილობით მოხსენდა ფადიშაჰს და მისი ფირმანის საფუძველზე სულთან სელიმ ხანის მიერ ორივე ერისთვის გაცემული საბუთები და აღნიშნული სასამართლო განხილვის დეტალები, აგრეთვე მოხსენებაში ჩაწერილი საკითხები, ჩამოყალიბდა სამეუფეო ბრძანებად და გადაეცა სომეხ მრევლს. ამდენად, განისაზღვრა, რომ შემდგომში ეს საბუთები უნდა იყოს საფუძველი და მათ მიხედვით იმოქმედონ; თუ ამ საკითხზე კვლავ ახალი უთანხმოება წარმოიშობა, მას ყურადღებას ნუ მიაქცევენ.

ამავე წესით ბერძნებსაც მიეცა სამეუფეო ბრძანება და თითოეული ასლი ჩაწერილ იქნა კანცელარიასა და სასამართლო ჩანაწერებში. ამის შემდეგ განკარგულება გაიცა, რომ ეს ბრძანება სომხებსაც გადასცემოდათ. ამასთან დაკავშირებით დამასკოს ვალის, იერუსალიმის ყადის, ოთხი სამართლებრივი სკოლის მუფტების, იერუსალიმის მმართველის, სხვა მოხელეებისა და ქალაქის წარჩინებულთა სახელზე სულთან მაჰმუდ II-ის მიერ გამოცემული სამეუფეო ბრძანების ასლის ჩანაწერი.

4–13 იანვარი 1813 წელი.

37. იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, იერუსალიმში მცხოვრებ მართლმადიდებელ და სომეხ მრევლებს იერუსალიმის დამპყრობი სულთან სელიმ ხანის მიერ გაცემულ და ორივე შემთხვევაში ამავე სამეუფეო ბრძანებას სიტყვასიტყვით გადმოწერილ, სამეუფეო ხაზით დამოწმებულ უმაღლეს საბუთებში, იერუსალიმში მდებარე წმინდა საფლავის ეკლესია და სხვა ადგილები, რომლებიც ორივე მხარეს ერთობლივად ან ცალ-ცალკე ეკუთვნოდა, შესაბამის საკითხებთან ერთად სათითაოდ იყო ჩამოთვლილი. მიუხედავად ამისა, წმინდა საფლავის ეკლესიის მონახულების საკითხზე მათ შორის დროდადრო უთანხმოებები წარმოიშობოდა, რის გამოც წარსულში მათ ერთმანეთის საწინააღმდეგო შინაარსის ბრძანებები ეძლეოდათ.

განხილვებზე დადგინდა, რომ მხარეებს ზემოხსენებულ საბუთებში ჩაწერილი ერთობლივი და ცალკეული მონახულებისა და ადგილების საკითხზე, იმ პირობით, რომ რომაელთა პატრიარქს უპირატესობა ეკუთვნოდა, ერთმანეთთან უთანხმოება არ ჰქონდათ და ერთმანეთის ხელთ არსებულ დოკუმენტებს აღიარებდნენ. ასევე გაირკვა, რომ წმინდა საფლავის ეკლესიაში მდებარე საცხოვრებელი ადგილები მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებში აღნიშნული იყო და ორივე მხარე თანახმა იყო, რომ თითოეული მათგანი განსაზღვრულ საცხოვრებელ ადგილებში, ძველთაგანვე არსებული წესისამებრ, ცალკე ყოფილიყო, და ამ საკითხზეც უთანხმოება აღარ არსებობდა.

აბისინიელთა, კოპტთა და სირიელთა საკითხზე — ისინი სომხებს ეკუთვნოდნენ თუ ბერძნებს — არსებული უთანხმოების თაობაზე მხარეებს განემარტათ, რომ როდესაც ეს მრევლი იერუსალიმის მოსალოცად ჩამოვიდოდა, საკითხი იერუსალიმის ყადის მიერ, ძველთაგანვე დაწესებული წესით გადაწყდებოდა.

ცოტა ხნის წინ წმინდა საფლავის ეკლესიის დაწვის გამო ორ ერს შორის კვლავ წარმოშობილი უთანხმოების მოსაგვარებლად გამართულ სასამართლო დამკვიდრებული პრაქტიკის ფარგლებში, გადაწყდებოდა.

წმინდა საფლავის ეკლესიის დამწვარი ნაწილების შეკეთების საკითხზე წარმოშობილ უთანხმოებასთან დაკავშირებით კი განემარტათ, რომ მოსაზრება - „ერთობლივი ადგილები ერთობლივად, ხოლო ცალკეული ადგილები ცალკე, მხარეების მიერ უნდა შეკეთდეს“ — ძალადაკარგულია და ამ საკითხზე მხარეებს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნიათ; რომ შეკეთების საკითხში მხოლოდ ფადიშაჰი არის გადაწყვეტილების უფლების მქონე; და რომ შარიათის მიერ დაშვებულ საზღვრებში, როდესაც შეკეთებას საჭირო მდგომარეობა წარმოიშობა, ფადიშაჰს შეუძლია, შენობის თავდაპირველი მდებარეობისა და სახის სრული დაცვით შეკეთების მიზნით, ეს საქმე ოსმალეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომთაგან ვისაც ინებებს, მას მიანდოს. ამჯერად ეს საქმე რომაელ ერს მიენიჭა.

ამის გამო მხარეებს განემარტათ, რომ ორივე ერმა სულთან სელიმ ხანის მიერ გაცემული დოკუმენტების მიხედვით უნდა განაგოს მხოლოდ საკუთარი ადგილები და ერთმანეთის მიმართ საკუთრების ან უფლებების პრეტენზია არ წამოაყენონ. მხარეებმა ამ ეტაპზე ურთიერთთანხმობის საფუძველზე ერთმანეთის მიმართ ვალდებულებებიც იკისრეს და უთანხმოება მთლიანად მოიხსნა.

მდგომარეობა წერილობით მოხსენდა ფადიშაჰს და მისი ფერმანის საფუძველზე სულთან სელიმ ხანის მიერ ორივე ერისთვის გაცემული საბუთები, აგრეთვე აღნიშნული სასამართლო განხილვის დეტალები და მოხსენებაში ჩაწერილი საკითხები, ჩამოყალიბდა სამეუფეო ბრძანებად და გადაეცა რომაელ ერს. ამდენად, განისაზღვრა, რომ შემდგომში ეს საბუთები საფუძვლად უნდა იქნეს მიღებული და მათ მიხედვით იმოქმედონ; ხოლო თუ ამ საკითხზე კვლავ ახალი უთანხმოება წარმოიშობა, მას ყურადღება არ მიექცეს.

ამავე წესით სომეხ ერსაც მიეცა სამეუფეო ბრძანება და თითოეული ასლი ჩაწერილ იქნა კანცელარიასა და სასამართლოების ჩანაწერებში. ამის შემდეგ განკარგულება გაიცა, რომ ბრძანება ბერძნებსაც ჩააბარონ. ამასთან დაკავშირებით, დამასკოს ვალის, იერუსალიმის ყადის, ოთხი სამართლებრივი სკოლის მუფტების, იერუსალიმის მმართველის, სხვა მოხელეებისა და ქალაქის წარჩინებულთა სახელზე სულთან მაჰმუდ II-ის მიერ გამოცემული სამეუფეო ბრძანების ასლის ჩანაწერი.

4–13 იანვარი 1813 წელი.

58. იერუსალიმის გარეთ, ზეთისხილის მთაზე მდებარე კლდის გუმბათის საკითხზე ბერძენთა, სომეხთა და ფრანკთა ერებს შორის წარმოშობილი უთანხმოების გამოსაკვლევად სამეუფეო ბრძანებით იქ გაგზავნილი  ემინი არიფ ეფენდის ფეთვისა და იერუსალიმის ყადის მიერ ერთობლივად გაგზავნილ მოხსენებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული სამეუფეო ბრძანება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა წარმომადგენლები მზადყოფნაში იყვნენ, იერუსალიმის სასამართლოში იქნა წაკითხული; რომ მხარეებმა ერთმანეთი უარყვეს თავიანთი განცხადებებით; რის შემდეგაც გაირკვა, რომ სინას მთაზე, ძველი შეიხულ-ისლამ ესად ეფენდისა და შეიხ მუჰამედ ალემის დაკრძალვის ადგილზე აშენებული ნაგებობის მიმდებარედ, რაბია ალ-ადავიას საფლავის სიახლოვეს, ოთხივე მხრიდან ქვის კედლით შემოსაზღვრულ, დაახლოებით 800 წყრთა მიწის ფართობის ნაკვეთის შუაგულში, 40 წყრთა მიწაზე აგებული მიჰრაბ-შერიფის შემცველი ნაგებობა მდებარეობს; რომ სინას მთის წინ, ამოშენებულ საფლავში დაკრძალული შეიხ ალემის შთამომავლებისა და აღნიშნული სოფლის მცხოვრებთა — სახელებით ჩამოთვლილი პირების — აგრეთვე სომეხთა, ბერძენთა და ფრანკთა წარმომადგენლების და იერუსალიმის მმართველების ვექილის თანდასწრებით სასამართლო გაიმართა.

ამ სასამართლოზე მოსახლეობამ განაცხადა, რომ ეს ადგილი კლდის გუმბათის მეჩეთის ეზოა; რომ იერუსალიმისა და ამ სოფლის მუსლიმები დღესასწაულის დღეებში აქ მოდიან; რომ იერუსალიმის მცხოვრები ფრანკი ბერები წელიწადში ერთხელ მოდიან მეჩეთის შიგნით მდებარე წმინდა იესოს (ა.ს.) ფეხის კვალის მოსალოცად; რომ 1190 (1776–1777) წელს იერუსალიმის ყადიმ აბდულაჰმა ეს გუმბათი საკუთარი ქონებიდან გაღებული შესაწირით შეაკეთებინა, თუმცა ფრანკი ბერები აცხადებდნენ, რომ როდესაც ისინი აქ მოსალოცად მოდიოდნენ, შეკეთების ხარჯებს თავად იხდიდნენ და გუმბათის შიგნით რიტუალებს ასრულებდნენ; რომ მართლმადიდებლები და სომხები განსაზღვრულ დროს მოდიოდნენ გუმბათის შიგნით ფეხის კვალის მოსალოცად, ხოლო ეზოში ღვთისმსახურებას ასრულებდნენ; რომ 1249 (1833–1834) წელს მიწისძვრის შედეგად გუმბათში წარმოშობილი დაზიანების შეკეთების ხარჯების გამო ამ სამ ერს შორის უთანხმოება წარმოიშვა; რომ 1250 (1834–1835) წელს გამართული სასამართლოს შედეგად, მხოლოდ უთანხმოების დასასრულებლად, იმ დროისთვის აქ ოფიციალური კარის მფლობელი ომარის ხელთ არსებული გასაღებებიდან კიდევ თითო გასაღები დამზადდა და სამივე მრევლს გადაეცა.

თუმცა სტამბოლში მყოფი იერუსალიმის სომეხთა პატრიარქის ვექილმა, უსაფუძვლოდ მოპოვებულ და შემდგომ განახლებულ დოკუმენტზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ ეს ადგილი სომხებს ეკუთვნოდა და შეკეთების საქმეში არავის უნდა ჩარეულიყო; რომ იმ დროის ყადების მიერ სათანადო გამოკვლევის გარეშე გაცემული ნებართვების საფუძველზე სომხებმა აქ ააშენეს საკურთხეველი, მღვდლების ოთახები, ზავიეს მიმდებარედ ზეთსახდელთან დაკავშირებული ორსართულიანი აივანი და ოთახები, ეზოში ახალი ავზი და გუმბათის შიგნით ე.წ. „ჰეიქელი“ — პატარა ბაქანი; დაკიდეს ხატები, ჯვრები და კანდელები; დაანგრიეს ეზოს კედელი და გააკეთეს ახალი კარი; საბოლოოდ კი მეჩეთი დაიკავეს და მის გარშემო არსებული ზეთისხილის ბაღებიც მიითვისეს.

ფრანკთა და რომაელთა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ როგორც ძველთაგანვე არსებობდა პრაქტიკა, ისინი მხოლოდ მონახულებაზე იყვნენ თანახმა; რომ ეს განცხადებები მოსახლეობის მიერაც დადასტურდა; რომ მართლმადიდებელთა და სომეხთა ხელთ არსებულ იერუსალიმის დამპყრობი სულთან სელიმ ხანის საბუთებში კლდის გუმბათის სახელით ცნობილი ადგილი საერთოდ არ იხსენიება, რაც ამ განცხადებების სისწორესაც ადასტურებს; რომ სომეხთა პატრიარქის ვექილმაც აღიარა, რომ მათ მიერ აქ განხორციელებული მშენებლობა, ჯვრების, ხატების და სხვა საგნების ჩამოკიდება მთლიანად ეყრდნობოდა მათ ხელთ არსებულ გაუქმებულ სამეუფეო ბრძანებებსა და ყადის დოკუმენტებს.

ამ ვითარებაში, შარიათის მიხედვით განისაზღვრა, რომ შემდგომში აშენებული ყველა ნაგებობა უნდა დაინგრეს; გუმბათის შიგნით მოთავსებული ხატები, ჯვრები, კანდელები და სანთლები უნდა მოიხსნას; ხელთ არსებული გასაღებები ჩამოერთვათ და, როგორც ადრე იყო, თითო გასაღები კვლავ მიეცეს შესაბამის კარის მფლობელს; ფრანკ ბერებს წელიწადში ერთხელ მიეცეთ ნებართვა გუმბათის შიგნით წმინდა იესოს (ა.ს.) ფეხის კვალის მოსალოცად და რიტუალის ჩასატარებლად; ხოლო სომეხთა და რომაელთათვის განსაზღვრულ დროს მიეცეთ ნებართვა გუმბათის შიგნით მხოლოდ წმინდა იესოს (ა.ს.) ფეხის კვალის მოსალოცად, ხოლო ეზოში — ე.წ. „ჰეიქელზე“ რიტუალის ჩასატარებლად.

ამასთან დაკავშირებით განისაზღვრა, რომ შემდგომში ზუსტად ამ მოხსენებაში ჩაწერილი წესის მიხედვით უნდა იმოქმედონ; აღნიშნულ ერებს არ მიეცეთ ნებართვა მოხსენების საწინააღმდეგო ქმედებებზე; ეს ბრძანება მუდმივად აღსასრულებლად სასამართლოს სიჯილში ჩაიწეროს; ეგვიპტის ვალისთვის, ვეზირ მეჰმედ ალი ფაშასთვის, იერუსალიმის ყადის სეიდ ალი რემზისთვის და იერუსალიმის მმართველ აჰმედისთვის გაგზავნილი, სულთან მაჰმუდ II-ის მიერ გამოცემული სამეუფეო ბრძანების ასლი ჩაიწეროს.

დართულია შენიშვნა: „ლათინებს და ბერძნებს გუმბათის შიგნით ღვთისმსახურების ნება ჩამოერთვათ, თუმცა გარეთ მსახურების შესრულების უფლება დარჩათ; ფადიშაჰმა სამართლიანად მიიჩნია, რომ მართლმადიდებლებსა და ლათინებს ერთსა და იმავე დღეს გუმბათის შიგნით ღვთისმსახურების ჩატარების ნებართვა მიეცეთ, რაზეც 1268 წლის ჯემაზი ულ-ეველის 21–30 (1852 წლის 13–22 მარტი) თარიღით ფერმანი გამოიცა.

28 დეკემბერი 1838 – 6 იანვარი 1839 წლები.

59. იერუსალიმსა და მის შემოგარენში მცხოვრები არამუსლიმებიდან გარდაცვლილთა დაკრძალვისა და ადრე დახურული ბეთლემის კარის გახსნის, აგრეთვე დოკუმენტის მინაწერების დამოწმებისა და დალუქვისთვის თანხის აღების, ასევე იერუსალიმის მონასტრის კუთვნილ ბრძანებათა სასამართლოს ჩანაწერში ჩაწერისას ჩვეულებრივზე ბევრად მეტი გადასახადის მოთხოვნის აკრძალვის შესახებ გაგზავნილი სამეუფეო ბრძანების მიუხედავად, იერუსალიმის ყადების მიერ ამ ბრძანებისთვის სხვადასხვა განმარტებების მიცემით, ბეთლემის კარის გახსნისა და სხვა საბაბებით თანხის მოთხოვნის გამო, ამის აკრძალვასთან დაკავშირებით გაფრთხილებით გამოცემული, 1251 წლის რებიულეველის 11–20 (1835 წლის 7–16 ივლისი) თარიღით დათარიღებული იმპერატორული ბრძანების, სულთნის ტახტზე ასვლის გამო განახლების და ამავე ფორმით, ამ ბრძანების ტექსტისა და შინაარსისთვისაც სხვადასხვა მნიშვნელობების მინიჭებით, შარიათისა და სამეუფეო ბრძანების საწინააღმდეგოდ თანხის არ აღების შესახებ, იერუსალიმის ყადისადმი მიმართული, სულთან აბდულმეჯიდ ხანის მიერ გამოცემული იმპერატორული ბრძანების ასლის ჩანაწერი.

18–27 ნოემბერი 1839 წელი.

60. იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, იერუსალიმში მცხოვრებ მართლმადიდებელ და სომეხ ხალხებს იერუსალიმის დამპყრობლის, სულთან სელიმ ხანის მიერ გაცემულ და ორივე შემთხვევაში ამავე სამეუფეო ბრძანებას სიტყვასიტყვით გადმოწერილ, ჰათი ჰუმაიუნით დამოწმებულ უმაღლეს საბუთებში, იერუსალიმში მდებარე წმინდა საფლავის ეკლესიისა და სხვა ადგილებიდან ორივე მხარისთვის საერთოდ და დამოუკიდებლად მინიჭებული ადგილები და საკითხები სათითაოდ ჩამოთვლილია; მიუხედავად ამისა, წმინდა საფლავის ეკლესიის მონახულების საკითხზე მათ შორის დროდადრო უთანხმოებები წარმოიშობოდა, რის გამოც წარსულში მათთვის ერთმანეთის საწინააღმდეგო შინაარსის უმაღლესი ბრძანებები გაიცემოდა.

მოგვიანებით, წმინდა საფლავის ეკლესიის დაწვის გამო ორ ხალხს შორის ხელახლა წარმოქმნილი უთანხმოების მოგვარების მიზნით ჩატარებულ განხილვებში, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოხსენებულ საბუთებში წერია: ერთობლივი და დამოუკიდებელი სალოცავი ადგილები და სივრცეები, წმინდა საფლავის ეკლესიაში არსებული გარკვეული საცხოვრებელი ადგილები, აგრეთვე ის საკითხი, ეთიოპიელთა, კოპტთა და სირიელთა ხალხები სომხებს უნდა ემსახურებოდნენ თუ ბერძნებს.

ამავე დროს დადასტურდა, რომ წმინდა საფლავის ეკლესიის დამწვარი ადგილების შეკეთების საკითხში სიტყვა მხოლოდ ფადიშაჰს ეკუთვნის, რის გამოც შესაკეთებელი სამუშაო ამჯერად ბერძენ ხალხს მიეცა; ამის შესახებ ორივე ხალხისთვის გაცემული 1228 წლის მუჰარემის 1–10 რიცხვით (1813 წლის 4–13 იანვარი) დათარიღებული უმაღლესი ბრძანებებიდან სომეხ ხალხზე გაცემული ბრძანება სულთნის ტახტზე ასვლის შემთხვევასთან დაკავშირებით განახლდა.

ამასთან, მითითებულია, რომ ბრძანების მოთხოვნის შესაბამისად უნდა იმოქმედონ, თუმცა ეს განახლება მხოლოდ ფორმალურ განახლებას წარმოადგენს და წინა ბრძანების შინაარსში უმცირეს ცვლილებასაც კი არ იწვევს, რაც პრაქტიკაში მუდამ უნდა იყოს გათვალისწინებული.

აღნიშნულის შესახებ ეგვიპტის ვალის მეჰმედ ალი ფაშას, იერუსალიმის ყადის, მუთესელიმის, იერუსალიმში ოთხი სამართლებრივი სკოლის მუფთების, ყველა მოხელისა და მოსახლეობის წარჩინებულთა მიმართ გაცემულია სულთან აბდულმეჯიდ ხანის მიერ გამოცემული ჩვეული უმაღლესი ბრძანების ასლის ჩანაწერი.

28 დეკემბერი 1839 – 5 იანვარი 1840 წლები.

67. იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ, იერუსალიმში მცხოვრებ მართლმადიდებელ და სომეხ მრევლებს იერუსალიმის დამპყრობლის, სულთან სელიმ ხანის მიერ გაცემულ და ორივე შემთხვევაში ამ უმაღლეს ბრძანებას სიტყვასიტყვით გადმოწერილ, ჰათთი ჰუმაიუნით დამოწმებულ უმაღლეს საბუთებში, იერუსალიმში მდებარე წმინდა საფლავის ეკლესიისა და სხვა ადგილებიდან ორივე მხარისათვის საერთო და დამოუკიდებლად მინიჭებული ადგილები და საკითხები თითოეულად არის ჩამოთვლილი; მიუხედავად ამისა, წმინდა საფლავის ეკლესიის მონახულების საკითხზე მათ შორის დროდადრო უთანხმოებები წარმოიშობოდა, რის გამოც წარსულში მათთვის ერთმანეთის საწინააღმდეგო შინაარსის უმაღლესი ბრძანებები გაიცემოდა.

მოგვიანებით, წმინდა საფლავის ეკლესიის დაწვის გამო ორ ხალხს შორის ხელახლა წარმოქმნილი უთანხმოების მოგვარების მიზნით ჩატარებულ განხილვებში, მხარეები შეთანხმდნენ იმ საკითხებზე, რომლებიც ზემოხსენებულ საბუთებში წერია: ერთობლივი და დამოუკიდებელი სალოცავი ადგილები და სივრცეები, წმინდა საფლავის ეკლესიაში არსებული გარკვეული საცხოვრებელი ადგილები, აგრეთვე ის საკითხი, ეთიოპიელთა, კოპტთა და სირელთა მრევები სომეხთა მხარეს უნდა იყვნენ მიბმულნი თუ ბერძენთა მხარეს.

ამავე დროს დადასტურდა, რომ წმინდა საფლავის ეკლესიის დამწვარი ნაწილების შეკეთების საკითხში სიტყვა მხოლოდ ფადიშაჰს ეკუთვნის, რის გამოც სარემონტო სამუშაო ამჯერად ბერძნებს გადაეცა; ამის შესახებ ორივე ხალხისათვის გაცემული 1228 წლის მუჰარემის 1–10 რიცხვით (1813 წლის 4–13 იანვარი) დათარიღებული უმაღლესი ბრძანებებიდან ბერძენ ხალხზე გაცემული ბრძანება სულთნის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით განახლდა.

ამ მიზეზით, ბრძანების მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებაა საჭირო, თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ეს ქმედება მხოლოდ განახლებას წარმოადგენს და წინა ბრძანების შინაარსში უმცირეს ცვლილებასაც კი არ იწვევს, რაც პრაქტიკაში ყოველთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული.

აღნიშნულის თაობაზე ეგვიპტის ვალის მეჰმედ ალი ფაშას, იერუსალიმის ყადის, მუთესელიმის, იერუსალიმში ოთხი სამართლის სკოლი მუფთების, ყველა მოხელისა და მოსახლეობის წარჩინებულთა მიმართ გამოცემულია სულთან აბდულმეჯიდ ხანის მიერ გაცემული ჩვეული უმაღლესი ბრძანების ასლის ჩანაწერი.

15–24 თებერვალი 1840 წელი.

68. ფრანკების მიერ ნათლისღების ადგილზე არსებული სანთლებისა და კანდელების, წმინდა იესოს (ა.ს.) საფლავზე მდებარე მცირე გუმბათის, ბეთლემში არსებული დიდი ეკლესიის, იესოს (ა.ს.) შობის მღვიმის გასაღებების, ამ ეკლესიის ირგვლივ არსებული ორი ბაღის, ზეთისხილის ბაღების და იერუსალიმის გარეთ მდებარე წმინდა მარიამის საფლავის მიტაცების, აგრეთვე ნათლისღების ადგილის, საფლავის, მღვიმისა და ქალწული მარიამის მონახულებისას ბერძნებისთვის ხელის შეშლისა და შევიწროების შესახებ შემოსული საჩივრის საფუძველზე, ამ საკითხზე ადრე გაცემული წესის შესახებ გამოცემული უმაღლესი ბრძანების სულთნის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით განახლების თაობაზე, იერუსალიმის ყადისადმი გაგზავნილი, სულთან აბდულმეჯიდ ხანის მიერ გაცემული უმაღლესი ბრძანების ასლის ჩანაწერი.

25 მარტი – 3 აპრილი 1840 წელი.

78. იერუსალიმში მცხოვრები სომეხი ბერების მიერ, მარიამ ღვთისმშობლის საფლავის, იესოს (ა.ს.) შობის მღვიმისა და სხვა მსგავსი ადგილების მონახულების, ღვთისმსახურების ჩატარებისა და კანდელების დანთების საკითხებში, სომეხ და მართლმადიდებელ ერებს შორის თანასწორობა და ერთობლიობა ადრე გაცემულ უმაღლეს ბრძანებებში ნათლად იყო ჩაწერილი, თუმცა ამის მიუხედავად, მართლმადიდებლებმა, ხელთ არსებული შეკეთების ნებართვის საფუძველზე, ბეთლემის ეკლესიის შეკეთების დროს, ერთობლიობის პირობის გაუქმება და ამ ადგილების დამოუკიდებლად დაუფლება სცადა, სიტყვებით - „ესეც ჩვენიაო, ისიც ჩვენიაო“ - სომეხთა მიერ დაკავებული კანდელების მოხსნით, ან მათი თავდაპირველი მდებარეობისა და ფორმის შეცვლით და მათ ადგილას საკუთარი კანდელების დამაგრებით; აგრეთვე სვეტებს შორის და მსგავს ადგილებში კანდელების დაკიდების, მორთვის, დაგვისა და სხვა სამუშაოების შესრულებით; სომეხთა ღვთისმსახურების აღსრულებასა და კარიბჭეებით გადაადგილებას ხელს უშლიდნენ - ამასთან დაკავშირებით მათი საჩივრის საფუძველზე ჩანაწერთა განხილვიდან ირკვევა, რომ წარსულში ამ ორ მრევლზე იერუსალიმის დამპყრობელ სულთან სელიმ ხანს გაცემული ჰქონდა საბუთები, სადაც წერილობით იყო განსაზღვრული თითოეულის ერთობლივი და დამოუკიდებელი ადგილები; მოგვიანებით კი, წმინდა საფლავის ეკლესიის ხანძრისა და მისი შეკეთების საკითხზე მათ შორის უთანხმოების წარმოშობის შემდეგ გამართული განხილვების შედეგად შეთანხმდა, რომ შეკეთება ისეთი საქმეა, რომელზეც არც ერთ მხარეს არ აქვს სიტყვის უფლება და მთლიანად ოსმალეთის ხელისუფლების უფლებამოსილებაში შედის და ვისაც ინებებს, მას მიანდობს, და ზოგადად შეკეთების სამუშაოები მართლმადიდებელი ერის ზედამხედველობით უნდა მოხდეს; ხოლო მხარეებმა იმ საბუთებში განსაზღვრულ ერთობლივი ადგილები ერთობლივად, ხოლო დამოუკიდებელი ადგილები დამოუკიდებლად მოინახულონ და ღვთისმსახურება და არ უნდა ჩაერიონ ერთმანეთის ადგილებში, ღვთისმსახურებებსა და მოლოცვებში — ამ საკითხებზე შეთანხმება მიღწეული იყო და ამის შესახებ ორივე მხარეს ცალ-ცალკე გაეცათ უმაღლესი ბრძანებები.

შემდგომში, წმინდა საფლავის ეკლესიასა და ბეთლემში დაზიანებული ადგილების შეკეთებისთვის ნებართვის მოთხოვნის შემდეგ, ამ ადგილებზე ჩატარდა დაწვრილებითი დათვალიერება და შესაბამისი დასკვნის მოსვლის შემდეგ დადგინდა, რომ შეკეთების ნებართვა გაცემული იყო იმ პირობით, რომ არაფერი დამატებულიყო, ფრანკ ბერებს მიკუთვნებულ ადგილებსა და სხვა ერების სალოცავებზე ჩარევა და მიტაცების მსგავსი ქმედებები არ განხორციელებულიყო; ამასთან დაკავშირებით, თუ მდგომარეობა მართლაც ისეა, როგორც მოხსენებულია, უნდა აღიკვეთოს ის ქმედებები, რაც არ უნდა მომხდარიყო; ბეთლემში თუ არსებობს შეცვლილი რაიმე საგანი, იგი კვლავ თავის პირვანდელ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს; ორივე ერმა, თავიანთ ხელთ არსებული ბრძანებების მიხედვით, როგორც ძველთაგანვე ერთობლივ და დამოუკიდებელ ადგილებში, რომელი კარიბჭითაც  შედიოდნენ და როგორ ასრულებდნენ ღვთისმსახურებას, მონახულებასა და კანდელების დანთებას, ზუსტად იმავე წესით უნდა განაგრძონ მოქმედება; ამ საკითხის შემდგომი გადაწყვეტა ისე უნდა განხორციელდეს, რომ არ გამოიწვიოს ახალი ჩარევა და უთანხმოება; ფრანკი ბერების ხელთ არსებულ ადგილებში ჩარევას თავი უნდა აერიდოს; და საბოლოო შედეგი, ასევე თითოეული უთანხმოების გადაჭრის წესი, დეტალურად უნდა აიხსნას და ეცნობოს დერსაადეთს - ამის თაობაზე იერუსალიმის, ღაზასა და ნაბლუსის (აღმოსავლეთ პალესტინა) სანჯაყების მმართველ ფერიქ მეჰმედ რეშიდ ფაშას, იერუსალიმის ყადის, იერუსალიმის მხარეში სამსახურებრივად მყოფ იბრაჰიმ ნაბი ეფენდის, მუფთისა და ულემას, აგრეთვე ქვეყნის წინამძღოლთა მიმართ, სულთან აბდულმეჯიდ ხანის მიერ გამოცემული უმაღლესი ბრძანების ასლის ჩანაწერი.

21 თებერვალი – 2 მარტი 1843 წელი.

109. საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ, იერუსალიმში არსებული ზოგიერთი სალოცავი ადგილის შესახებ, ორ სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების ერთი მუხლის შესრულების მოთხოვნის საფუძველზე შექმნილი კომისიის მიერ; ფრანკების, რუსების და ამ საკითხში უფლების მქონე სხვა მხარეების მიერ ამ ადგილებზე უფლებები, ამის განსასაზღვრად - ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სალოცავი ადგილების საელჩოდან მიღებული სიის, ამ საკითხზე ადრე შექმნილ შერეულ კომისიაში ფრანგული მხარის მიერ მტკიცებულებად წარმოდგენილი დოკუმენტების, აგრეთვე ოსმალეთის სულთნების მიერ მართლმადიდებლებსა და სომხებისადმი გაცემული სხვადასხვა დოკუმენტების შეჯამებების შესწავლისა და ანალიზის გზით მომზადებული ანგარიშის ასლის ჩანაწერი.

26 დეკემბერი 1851 წელი.


[1] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. II (XI-XV ს.ს.), ილ. აბულაძის რედაქციით, თბ., 1967, გვ. 229-231, 235-236.

[2] ქართლის ცხოვრება, ტ. I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს.ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955, გვ.186

[3] ც. ქათამაძე, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ურთიერთობა იერუსალიმის ქართულ კოლონიასთან (XVI-XVII ს.ს.), თბილისი, 2013, გვ. 7

[4] ნ. შენგელია, ოსმალო ისტორიკოსის მუნეჯიმ-ბაშის ცნობები ლალა მუსტაფა ფაშას ამიერკავკასიაში ლაშქრობის შესახებ, ქართული წყაროთმცოდნეობა, ტ. II, თბილისი, 1968. გვ. 136.

[5]BOA, A.{DVNSMHM.d d-32, g-497; d-32, g-498; d-32, g-502

[6] BOA, A.{DVNSMHM.d d-32, g-497

[7] BOA, A.{DVNSMHM.d d-32, g-498

[8] BOA, A.{DVNSMHM.d d-32, g-502

[9] ნიკო მარი. აღაპნი ჯვარის მონასტრისანი იერუსალიმსა შინა. ქართული დედანი პალეოგრაფიული სურათებით გამოსცა . მარმან (სპბ, 1914).

[10] ელენე მეტრეველი. მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიიდან (XI-XVII სს.), (თბილისი, 1962).

[11][11] ტიმოთე გაბაშვილი. მიმოსვლა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრეველმა (თბილისი, 1956).

[12] BOA, A{DVNSKLS.d d-10 g-5.

[13] BOA, A{DVNSKLS.d d-10 g-9.

[14] BOA, A{DVNSKLS.d d-10 g-10.

[15] BOA, A{DVNSKLS.d d-10 g-4.

[16] Küdüs’te Hristiyan Mezhep ve Milletlerin İdaresi, İstanbul, 2019. s. 35. 

[17] BOA, A{DVNSKLS.d d-10 g- 4,5,6,7,8,9,10,11,12,13,14,15.

[18] BOA, A{DVNSKLS.d d-8 g- 3; g- 4.

[19] BOA, A{DVNSKLS.d d-8 g- 3.

[20] BOA, A{DVNSKLS.d d-8 g- 17.

[21] BOA, A{DVNSKLS.d d-8 g- 18.

[22] Küdüs’te Hristiyan Mezhep ve Milletlerin İdaresi, İstanbul, 2019. s. 36.

[23] BOA, A{DVNSKLS.d d-8 g- 8.

[24] BOA, A{DVNSKLS.d d-8 g- 9.

[25] BOA, A{DVNSKLS.d d-9 g- 1.

[26] BOA, A{DVNSKLS.d d-9 g- 89.

[27] BOA, A{DVNSKLS.d d-9 g- 44.

[28] BOA, A{DVNSKLS.d d-9 g- 45.

[29] BOA, A{DVNSKLS.d d-9 g- 20.

[30] BOA, A{DVNSKLS.d d-9 g- 21.

[31] BOA, A{DVNSKLS.d d-9 g- 3.

[32] BOA, A{DVNSKLS.d d-9 g- 4.

[33] BOA, A{DVNSKLS.d d-8 g- 3.

[34] BOA, A{DVNSKLS.d d-9 g- 4.

[35] BOA, A{DVNSKLS.d d-9 g- 5.

[36] TS.MA.d. 7016, GB5A1829-2 kopya

[37] TS.MA.d. 7016, GB5A1829-2 kopya, GB5A1830-2 kopya, GB5A1832-2 kopya, GB5A18233-2 kopya, GB5A1834-2 kopya, GB5A1836-2 kopya, GB5A1838-2 kopya, GB5A1840-2 kopya, GB5A1841-2 kopya, GB5A1842-2 kopya,ნ GB5A1843-2 kopya, GB5A1844-2 kopya, GB5A1845-2 kopya, GB5A1846-2 kopya.

[38] გაბაშვილი, მიმოსლვა, 77,78

[39] ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, 186

[40] მენაბდე, კერები, ტ. II, 72

[41] ძვ. ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II, 143-145

[42] Schick R.: The Christian Communities of Palestine from Byzantine to Is lamic Rule. A Historical and Archaeological Study. Princeton, 1995

[43] Житие и хождение Даниила, 82-83

[44] გოჩოლეიშვილი დიმიტრი, XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსების ცნობები საქართველოს შესახებ, 28-32

[45] მეტრეველი, მასალები, 42, აღაპი N 206

[46] ჯაფარიძე გოჩა, ქართველთა სავანეები, 69-70

[47] მეტრეველი, მასალები, 41-43, 58-59, 100, 106ს

[48] ჯაფარიძე, ქართველთა სავანეები, 76-81

[49] ჯაფარიძე გოჩა, ბეენა ჩოლოყაშვილი

[50] Акты, т. I, 26-27

[51] Цагарели, Памятники, 80-81

[52] ქართული ქრისტიანული თემი წმინდა მიწაზე, შეადგინეს გ.გაგოშიძემ, ნ.კვირიკაშვილმა, თ.ცერაძემ, ლ.ხოფერიამ, მ.ჯანჯალიამ, თბილისი, 2022. გვ. 191-192

[53] იქვე.

[54] Цагарели, Памятники, 243

[55] ქართული ქრისტიანული თემი წმინდა მიწაზე, შეადგინეს გ.გაგოშიძემ, ნ.კვირიკაშვილმა, თ.ცერაძემ, ლ.ხოფერიამ, მ.ჯანჯალიამ, თბილისი, 2022. გვ. 193

[56] დიდებულიძე, ჯანჯალია, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მოხატულობა,31

[57] აბაშიძე, ფიქრები პალესტინაზე, 16

[58] გაბაშვილი, მიმოსლვა, 81, 122

[59] Vincent, Abel, Jérusalem: Vincent, H., Abel, F. M., Jérusalem: recherches de topographie, d’archéologie et d’histoire, II, Jérusalem nouvelle, Paris, 1922. გვ. 522; Pringle, The Churches, vol. III: Pringle D., The Churches of the Crusader Kingdom of Jerusalem, vol. 3, The City of Jerusalem, Cambridge, 2010. გვ. 169

[60] ფერაძე გრიგოლ, იერიქონის ვარდები, წმინდა მიწასა და სირიაში მოგზაურობის დღიური, რედაქტორი თ.მგალობლიშვილი, თბილისი, 2016. 224; Цагарели, Памятники, 118

[61] ცერაძე, ხოფერია, ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, 683 №4

[62] Pringle, The Churches, vol. III: Pringle D., The Churches of the Crusader Kingdom of Jerusalem, vol. 3, The City of Jerusalem, Cambridge, 2010. გვ. 169.

[63] Anonymus Graecus, De Locis Hierosolymitanus, 981; Pringle, Pilgrimage to Jerusalem and the Holy Land, 383-384

[64] ჟანენი, ქართველები იერუსალიმში, 17-18

[65] Peradze, Account, 188

[66] ჯაფარიძე, ქართველთა სავანეები, 90-91

[67] გაბაშვილი, მიმოსლვა, 81, 123

[68] კლდიაშვილი, ზედგინისძეთა მოსახსენებელი, 261-262

[69] მეტრეველი, მასალები, 37, 76, 77, 153

[70] მიქაძე, იერუსალიმის უცნობი ქართული სამშენებლო წარწერა, 236-242

[71] გაგოშიძე გ., წმინდა მიწის ქართული წარწერები, 39

[72] ავალიშვილი გ., მგზავრობა, 211

[73] გაბაშვილი, მიმოსლვა, 81, 123; Цагарели, Памятники, 122

[74] ავალიშვილი გ., მგზავრობა, 211

[75] Цагарели, Памятники, 250

[76] კეკელიძე, კიმენი, II,139-219, იმნაიშვილი ვ., მამათა ცხორებანი, 56-125; დოლაქიძე, სვინაქსარული საკითხავი, 5, XII

[77] კეკელიძე, ვინ არიან „ბესები?“, 84-98

[78] იმნაიშვილი ვ., მამათა ცხორებანი, 121

[79] გეორგიკა, III, 188-189

[80] ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, სინური კოლექცია, II, 27

[81] ძვ. ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II , 264-265

[82] მენაბდე, კერები, II, 29, სქოლიო 36

[83] ძვ. ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II , 13-14

[84] Pringle, The Churches, vol. III: Pringle D., The Churches of the Crusader Kingdom of Jerusalem, vol. 3, The City of Jerusalem, Cambridge, 2010. გვ. 261-262.

[85] Peradze, Account, 189

[86] მენაბდე, კერები, II, 29-30

[87] ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, IV, 345

[88] სანკტ-პეტერბურგის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტის ხელნაწერი M 13

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა