ქართველოლოგიის ცენტრი

უნივერსიტეტში X სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

სურათი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში X სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. სესია გახსნა და სამეცნიერო პროექტების (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი ,,კლარჯეთი” (№31/69), სამეცნიერო პროექტი ,,მუჰაჯირები...” (დამფინანსებელი აჭარის არ მთავრობა) 2013 წლის ანგარიში საზოგადოებას წარუდგინა პროექტების სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პროფესორმა მამია ფაღავამ. პროფესორ-მასწავლებლებმა: მალხაზ ჩოხარაძემ, თინა შიოშვილმა, ზაზა შაშიკაძემ, ნუგზარ მგელაძემ, რამაზ ხალვაშმა, მაია ბარამიძემ, დოქტორანტმა მეჰმედ ალი ქესკინმა და სხვ. მოხსენებები წარმოადგინეს ისტორიული კლარჯეთის ფოლკლორის, ეთნოლოგიის, ისტორიისა და კლარჯული კილოს პრობლემებზე. შრომები და 2013 წლის ზაფხულის კომპლექსური ექსპედიციის მიერ მოპოვებული დიალექტოლოგიური და ფოლკლორული მასალები (ლექსიკონითურთ) დაიბეჭდება ქართველოლოგიის ცენტრის ,,კრებულის” VIII ტომში. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა