შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2012 წლის საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტის “კლარჯეთის” ფარგლებში წარმოებული კვლევა-ძიებისა და ექსპედიციის შედეგების წარდგინება გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მეცნიერთა ჯგუფი (სამეცნიერო ხელმძღვანელი - სრული პროფესორი მამია ფაღავა, მენეჯერი - სრული პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე) ახორციელებს და მიზნად ისახავს ისტორიული კლარჯეთის შესწავლას. სამეცნიერო პროექტის ფარგლებში მკვლევრები 3-12 აგვისტოს ბორჩხისა და მურღულის რაიონებს იკვლევდნენ. მეცნიერთა შეფასებით, მოპოვებული მასალები საყურადღებოა სამხრული კილოების, ფოლკლორის, ეთნოლოგიის და ზოგადად სამხრული ყოფისა და კულტურის შესასწავლად.
უკან |