ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო პროგრამა მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის!
31 ოქტომბერი 2018 წელი
მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის გამოცხადდა კონკურსი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივ კვლევით-საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის მიზანია, შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს შეასრულონ მათ სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით, მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ამასთან, პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს გერმანულ მხარეს, მიიზიდოს საქართველოს უნივერსიტეტებიდან საუკეთესო სტუდენტები და ჩართოს ისინი სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობაში.
სრულად