სემინარები

სემინარი თემაზე: „ტურიზმის დისკურსის საკითხისათვის“ ევროპეისტიკის დეპარტამენტის პროფესორი ირინე გოშხეთელიანი. ჩატარების დრო: 17 მაისი, 2021 20.00

თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურაში დისკურსის არაერთგვაროვანი განმარტება არსებობს, რაც კვლევის სფეროთი არის განპირობებული. ყოველდღიურ სასაუბრო სიტუაციებში „დისკურსი“ გაიგება როგორც „საუბარი“, „მეტყველება“. დისკურსი არ გულისხმობს მხოლოდ მეტყველების აქტს. ის მოიცავს როგორც ზეპირსიტყვიერ, ისე წერილობით კომუნიკაციას და ხაზს უსვამს ენის ქმედით ბუნებას. ინგლისელი   ლინგვისტის,   ნიკოლა   ვუდსის   თანახმად,   დისკურსი   არის   ენა   + კონტექსტი;  კონტექსტი,  რომელიც  მოიცავს  ჩვენს  გამოცდილებას,  ვარაუდებს  და მოლოდინს; კონტექსტი, რომელსაც ჩვენ ვცვლით სხვებთან ურთიერთობის დროს (Woods, 2006:x).

არსებობს სხვადასხვა სახის დისკურსი: განათლების, რეკლამის, პოლიტიკური, იურიდიული, სამედიცინო და სხვა დისკურსები, რომელთაც გააჩნია განსხვავებული ლინგვისტური თვისებები, რომელთა რეალიზება ხდება კონკრეტულ კონტექსტებში. მათ შორის ერთ-ერთია ტურიზმის დისკურსი, რომელიც ზემოთჩამოთვლილი დისკურსებიდან ყველაზე ნაკლებადაა შესწავლილი.

ტურიზმის მნიშვნელოვანმა ზრდამ მსოფლიოში, წარმოშვა ამ ჟანრის ენობრივი თავისებურებების კვლევის აუცილებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ ლინგვისტიკაში ამ ჟანრის კვლევა გულისხმობს ტექსტის ენობრივი მახასიათებლების შესწავლას, სიტყვის ლექსიკური და გრამატიკული ფორმების კვლევას, მის სემანტიკურ და პრაგმატიკულ ანალიზს და სხვა.

ნაშრომის მიზანია ტურიზმის დისკურსის თავისებურებების შესწავლა, რომელიც ეფუძნება ტურისტული ტექსტების  კრიტიკულ ანალიზს.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა