ევროკავშირთან ასოცირების პირობებში როცა საქართველო მიისწრაფვის იყოს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საჯარო ფინანსების მართვის ეფექტიანობას. განსაკუთრებით საყურადღებოა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ფუნქციონირების ეფექტიანობის პრობლემები.
შესაბამისად ძალზე საინტერესო და აქტუალურია აღნიშნული ტიპის ორგანიზაციების ფორმირება - ფუნქციონირების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მათი დაფინანსების სისტემის ეფექტიანობის, საკადრო პოლიტიკის, შრომის ანაზღაურების სისტემის, ანგარიშვალდებულების პროცესისა და ხარჯების სტრუქტურის ანალიზი.
ყოველივე საჯარო სექტორში ეფექტიანი მმართველობის წინაპირობაა და აღნიშნული უზრუნველყოფს სახელმწიფო და მუნიციპალური სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდას, საქმიანობის პროცესში არსებული მიღწევებისა და ხარვეზების გამოვლენას, შესაბამისად, საჭირო ცვლილებების განხორციელებას, აღნიშნული კი, დროთა განმავლობაში, პროგრამებისა და ქვეპროგრამების შედეგების გაუმჯობესებასაც უზრუნველყოფს.
zoom link: https://us02web.zoom.us/j/
უკან |