სემინარები

სამეცნიერო სასემინარო თემა - “ზოგიერთი ქრონიკული დაავადების წინააღმდეგ გამოყენებული სამკურნალო მცენარეები აჭარის ფლორიდან”. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მტკიცებითი მედიცინის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ეთერ ჯაყელი. 2021 წლის 9 ივლისი, 18:00 საათი,

დღეისათვის დიდ მნიშვნელობას იძენს დაავადებების წინააღმდეგ  სამკურნალო მცენარეების გამოყენება.   რადგან  მათი გამოყენებით პრაქტიკულად გამორიცხულია ტოქსიკური მოქმედება და უარყოფითი გვერდითი ეფექტები.    განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცენარეების გამოყენება ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. მით უმეტეს, რომ აჭარა გამოირჩევა სამკურნალო მცენარეების დიდი მრავალფეროვნებით.

კვლევის მიზანს წარმოადგენს ზოგიერთი ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ  აჭარაში გავრცელებული  სამკურნალო მცენარეების გამოყენების შესწავლა, მცენარეთა იდენტიფიკაცია.

კვლევის ობიექტს წარმოადგენს აჭარის ფლორის სამკურნალო მცენარეები, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.

ქრონიკული დაავადებების წინააღმდეგ გამოყენებული აჭარის ფლორის სახეობებია:

ქრონიკული ბრონქიტი: Tussilago farfara, Plantago major, Glaucium flavum;  რესპირატორული ორგანოების ქრონიკული ანთება: Hedera colchica, Hedera helix, Althaea officinalis, Matricaria recutita; ქრონიკული ტონზილიტი და გინგივიტი: Origanum vulgare; ქრონიკული დიარეა: Primula; ქრონიკული ვარიკოზული წყლულები: Urtica dioica; ქრონიკული ენტერიტი: Vaccinium myrtilis; ქრონიკული გასტრიტი: Hypericum perforatum,  Matricaria recutita, Potentilla tormentilla; თირკმლის ქრონიკული ანთება: Hypericum perforatum, Orthosyphon stamineus; ქრონიკული ტკივილებისას ტკივილგამაყუჩებელი საშუალება: Helleborus caucasicus;  ქრონიკული ქოლეცისტიტი: Orthosyphon stamineus; ქრონიკული ენტეროკოლიტი: Centaurium erithraea; ნაღვლის, ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების ქრონიკული დაავადებები: Helichryzum arenarium;  ქრონიკული ტრიქომონადები: Nuphar luteum. სათესლე ჯირკვლების ქრონიკული ანთება:  Chelidonium majus; ქრონიკული კოლიტი: Matricaria recutita , Mentha piperita, Valeriana officinalis, Carum carvi.

zoom-iის ლინკი: https://us02web.zoom.us/j/2941550954

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა