სემინარზე აჭარის ეთნოგრაფიულ ყოფაში მრავლად შემონახული სხვადასხვა სახისა და ხასიათის ხალხური თამაშების მაგალითზე განხილული იქნება თამაშების წარმოშობის კულტუროლოგიური თეორია, რომლის თანახმადაც თამაში არის კულტურის წყარო, კულტურის წარმოშობის წინაპირობა. თამაშები განხილული იქნება როგორც კულტურის ფენომენი, ლინგვოკულტუროლოგიური მოვლენა, რომელშიც უფრო მეტი შინაარსი დევს, ვიდრე უბრალო გართობა. მიმოხილული იქნება თამაშის, როგორც კულტურის ძეგლის არსი და მნიშვნელობა.
უკან |