სემინარის თემა: ძრავის ზეთის სისტემის გამრეცხი სითხე.
Flushing Fluid for Cleaning the Engine Oil System
ნაშრომში განხილულია ძრავის ზეთის სისტემაში ასფალტფისოვანი ნადების წარმოქმნის მიზეზები, ნალექის კომპონენტური და რაოდენობრივი შედგენილობა. ნაჩვენებია მათი ფორმირების პირობებზე მოქმედი ფაქტორები და შემოთავაზებულია მისი ლიკვიდაციის ექსტრაქციული მეთოდი, რომელიც უზრუნველყოფს მილსადენში ზეთის ნაკადის თავისუფალ გადაადგილებას გამრეცხი სითხის გამოყენებით.
საკვლევი სითხე დამზადებულია დაბალი სიბლანტის მქონე ნავთობური ზეთის ბაზაზე და შეიცავს: ძრავის რეგენირირებული ზეთის (ნამუშევარი და შემდეგ აღდგენილი ზეთის) განსაზღვრულ რაოდენობას. დანამატის სახით შერჩეულია დემულგატორის (ზან-ის) ხსნარი. მათი შერევის შედეგად მიიღება ერთგვაროვანი ზეთოვანი სითხე, ემულსია, რომელიც შესდგება დისპერსული ფაზისაგან 10-15% და დისპერსული არესაგან 80-85 %. ცდები ჩატარებული იყო ზანის ხსნარის სხვადასხვა კონცენტრაციის დროს. ნაჩვენებია დამოკიდებულება ზანის კონცენტრაციასა და სითხის ზედაპირულ დაჭიმულობას შორის. შერჩეულია თანაფარდობა დაბალი სიბლანტის ზეთსა და ზანის ხსნარის რაოდენობას შორის. განსაზღვრულია საკვლევი სითხის ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები. შედარებულია ანალოგიურ გამრეცხ სითხეების ფიზიკურ პარამეტრებთან. რეკომენდებულია გამრეცხი სითხის გამოყენება ახალი ზეთის ჩასხმის წინ ინსტრუქციის მიხედვით. ცდების შედეგად დადგინდა, რომ საკვლევი სითხე ამცირებს ასფალტ-ფისოვანი ნადების სიბლანტეს, მათ ზედაპირულ დაჭიმულობას და იწვევს სითხის დენადობის ზრდას მილსადენში.
zoom: https://zoom.us/j/2915946670?pwd=OHFaMVZPdTJveHZsT3JiT2dlUFNVUT09
უკან |