დარეჯან გელაძე - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი
დიანა ახვლედიანი - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი
საგანმანათლებო ინოვაციების დანერგვა სწავლების პრიორიტეტია მთელ მსოფლიოში. სასწავლო პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, საგანმანათლებლო ონლაინ რესურსის მიზანმიმართულად გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით. სწორად შერჩეული სასწავლო რესურსები საფუძველია გაკვეთილის ეფექტურობის, ხარისხის გაუმჯობესებისა და სწავლების დიფერენცირებული გარემოს შესაქმნელად. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი რესურსის გამოყენება, როგორც მასწავლებლის ასევე მოსწავლისთვის, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებზე. ონლაინ რესურსები მოსწავლეს ციფრულ უნარებს გამოუმუშავებს. თემაში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე ციფრულ ტექნოლოგიაზე.
დანართი
უკან |