სემინარები

2023 წლის 15 ივნისს 11.00 საათზე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორები ნინო სამნიძე და მედეა დიასამიძე წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: „სტუდენტთა ჩართულობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი ფაქტორები ონლაინ სწავლებისას“.

სტუდენტთა ეფექტური ჩართულობა სწავლებისა და სწავლის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. მასწავლებლები მუდმივად ცდილობენ მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას და მათ ხარისხიან მონაწილეობას სასწავლო პროცესში სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების დახმარებით. ნაშრომის მიზანია გაარკვიოს სწავლებაში მოსწავლეთა ჩართულობის გაძლიერების გზები. ასევე გამახვილებულია ყურადღება სწავლების იმ ეფექტურ სტრატეგიებზე, რომლებიც წარმატებით იქნა ჩვენ მიერ აპრობირებული და გამოყენებული ონლაინ სწავლებაში. კვლევის მეთოდები: დაკვირვება, კითხვარი გამოყენებულ იქნა სტუდენტების დამოკიდებულების, მოლოდინებისა და ჩართულობის გასარკვევად ონლაინ სწავლებაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ მკაფიო  და ავთენტური მიზნებით ამოცანების დასახვამ შეიძლება ძლიერი გავლენა იქონიოს მოსწავლის უნარებზე სასწავლო აქტივობებში აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. აღმოჩნდა, რომ სასწავლო პროცესში ციფრული ინსტრუმენტების შესაბამისი მიზნებითა და ამოცანებით ჩართვა, სოციალური და ემოციური აქტივობების გამოყენება, კრიტიკული აზროვნების ხელშეწყობა და თანამშრომლობითი უნარების გაძლიერება იწვევს  მოსწავლეთა ინტერაქციას და აღძრავს სწავლისადმი ინტერესს მუდმივი განვითარებისა და წინსვლის პირობებში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა