სემინარები

2024 წლის 15 აპრილს, 12:00 საათზე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში გაიმართება მეცნიერი თანამშრომელის რუსლან ბარამიძის სამეცნიერო სემინარი, თემაზე „წარმოსახვითი საზოგადოებანი ბენედიქტ ანდერსონის მიხედვით“.

წარმოსახვითი საზოგადოებები ერის თეორიის ერთ-ერთი კონცეფციაა, რომელიც შეიმუშავა ბენედიქტ ანდერსონმა. მისი მოსაზრებები წარმოდგენილია ამავე სახელწოდების წიგნში, რომელშიც ის განიხილავს ერს, როგორც სოციალურად კონსტრუირებულ საზოგადოებას, რომელსაც წარმოისახავენ ადამიანები და რომლის ნაწილადაც აღიქვამენ საკუთარ თავს. ანდერსონის წიგნის Imagined Communities თარგმანი 2003 წელს გამოვიდა.

ანდერსონი აღნიშნავს ერის, როგორც კონცეფციის განსაზღვრის სირთულეს და თავის ნაშრომში გვთავაზობს შემდეგ განმარტებას:„წარმოსახვითი პოლიტიკური საზოგადოება,რომელიც წარმოსახულია როგორც რაღაც გარდაუვლად შეზღუდული, მაგრამ ამავე დროს სუვერენული“.

წარმოსახვითი საზოგადოება განსხვავდება რეალური საზოგადოებისგან, რადგან ის არ შეიძლება დაფუძნდეს მისი წევრების ყოველდღიურ ურთიერთქმედებებზე. საზოგადოების წევრებს გონებაში აქვთ წარმოდგენილი ერთიანობის ამსახველი სურათი. ერი წარმოსახვითია რადგან ყველაზე პატარა ერის წევრებიც კი ვერასოდეს გაიგებენ, შეხვდებიან და ვერც კი გაიგონებენ თავიანთი თანამემამულეების უმეტესობისშესახებ, მაშინ როცა მათი საზოგადოების გამოსახულება წარმოდგენილია თითოეული მათგანის გონებაში.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა