სემინარები

2024 წლის 20 მაისს, 12 საათზე, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თამილა ლომთათიძე და ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი ნანული ნოღაიდელი, ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ჩაატარებენ სემინარს თემაზე: «გასტრონომია, როგორც სხვადასხვა ეთნიკურ ღირებულებათა შეხვედრის არეალი (ეთნო-ლინგვისტური ანალიზი)».

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ტენდენციებმა გაზარდა ინტერესი გასტრონომიის, როგორც მეცნიერებისადმი, რომელიც იკვლევს კვების კულტურას, კავშირს საკვებსა და კულტურას შორის, საკვების მომზადებისა და ადათების ხელოვნებას, ამა თუ იმ რეგიონში საკვების მომზადების სტილს. გასტრონომია ინახავს ინფორმაციას ქვეყნის ეთნოლოგიის, კულტურის, მედიცინის, ისტორიის, კულინარიის, მეღვინეობის, პოლიფონიის, ადათების, რიტუალების, მათთან დაკავშირებული ლექსიკური მასალის შესახებ. სემინარი მიეძღვნება გასტრონომიის უმთავრეს ნაწილს - ტრადიციულ და ინოვაციურ კულინარიულ კულტურას, რომელიც თავის თავში აერთიანებს ეთნოკულტურის მრავალ ელემენტს, ინტერკულტურულ კავშირებსა და ურთიერთზეგავლენებს, ისტორიულ საფუძვლებს, ლოკალურ თავისებურებებს, ტერმინოლოგიაში ასახულ გენეზისისა და ტრანსფორმაციის პროცესებს.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა