სემინარები

2024 წლის 2 მაისს, 12 საათზე, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნარგიზ ახვლედიანი, ინსტიტუტის ბიბლიოთეკაში, ჩაატარებს სემინარს თემაზე: “ოიკონიმთა ისტორიულ-ეტიმოლოგიური კვლევისათვის” (ისტორიულ-ეტიმოლოგიური ანალიზი).

უძველესი, მწერლობამდისეული, ისტორიის კვლევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ონომასტიკონს. ისტორიულ წყაროთა ამ კატეგორიის (პირის, გვარის, გეოგრაფიული ობიექტების სახელების...) მნიშვნელობა ადვილად საგრძნობია საქართველოსა და, საზოგადოდ, კავკასიის ისტორიისათვის. სემინარზე განვიხილავთ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ერთი სოფლის ისტორიისა და წარმომავლობის საკითხს. განვიხილავთ სხვადასხვა ავტორთა შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და წარმოგიდგენთ ლინგვო-ისტორიული კვლევის ჩვენეული ახსნის ცდას.

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა