საინფორმაციო საზოგადოებაში მასმედიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უზარმაზარ როლს თამაშობს საზოგადოებრივი ცნობიერების ფორმირებაში, დომინანტური იდეოლოგიური პრინციპებისა და სოციალური ქმედებების მოტივების ფორმირებაში და ხდება ყველაზე ეფექტური იარაღი ,,საინფორმაციო ომებში’’. „რბილი ძალის“ პოლიტიკის პრაქტიკული გამოყენება (მოიცავს ინფორმაციის „დამუშავებას“ და ცნობიერების მანიპულირებას), მიმართულია პოლიტიკური რეჟიმების დესტაბილიზაციისკენ და გამოიყენება როგორც სერიოზული ტექნოლოგიური რესურსი.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში „რბილი ძალის“ სტრატეგია უფრო აქტუალური გახდა. მისი ერთ-ერთი მძალავრი ინსტრუმენტი - „ფერადი რევოლუცია“ გამოიყენება კონკრეტული ტიპის პოლიტიკური ტექნოლოგიის აღსანიშნავად, კონკრეტულ სახელმწიფოში მმართველი ელიტების და პოლიტიკური რეჟიმების შესაცვლელად. ამ ტექნოლოგიების გამოყენებამ დაამტკიცა მათი ეფექტურობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცეზეც. ,,ფერადი რევოლუციები” დღეს წარმოადგენენ ახალი თაობის ინსტრუმენტებს თანამედროვე მსოფლიოში პოლიტიკური რეჟიმების დემონტაჟისთვის.
პრეზენტაცია
უკან |