სემინარები

2026 წლის 18 ივნისს 16:00 საათზე N222 აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგობრივი დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ია მოწყობილი ჩაატარებს სემინარს თემაზე: ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი E-commerce-ის სტატისტიკურ ანალიზსა და მონაცემებზე დაფუძნებულ მართვაში

ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი E-commerce-ის სტატისტიკურ ანალიზსა და მონაცემებზე დაფუძნებულ მართვაშ

აბსტრაქტი

„ინფორმაციული ტექნოლოგიები და სტატისტიკური ანალიტიკა ელექტრონულ კომერციაში მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებისათვის“ ფოკუსირებულია მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების (Data-Driven Decision Making) ინტეგრირებულ მიდგომაზე, რომელიც თანამედროვე ელექტრონულ კომერციაში კონკურენტული უპირატესობის შესაქმნელად არის აუცილებელი. ელექტრონული კომერციის სწრაფი განვითარება და გლობალური ციფრული ბაზრის გაფართოება მნიშვნელოვნად ზრდის მოთხოვნას მონაცემთა ანალიტიკურ მოდელებსა და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე, რაც მოითხოვს ინოვაციურ და ინტეგრირებულ სასწავლო მიდგომებს სტუდენტებისა და  მომავალი სპეციალისტებისთვის.

სემინარი წარმოადგენს თეორიულ და პრაქტიკულ ანალიზს, სადაც განხილულია ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) გამოყენება მონაცემთა შეგროვებისა, დამუშავებისა და ვიზუალიზაციისთვის, მათ შორის Cloud Computing, მონაცემთა ბაზები და Big Data არქიტექტურები. პარალელურად, განხილულია ისეთი სტატისტიკური ანალიტიკის მეთოდები, როგორიცაა აღწერითი სტატისტიკა, კორელაციური და რეგრესიული მოდელები, მომხმარებელთა სეგმენტაცია, პროგნოზირება და მარკეტინგული კომპანიების ეფექტიანობის ანალიზი. ეს ინტეგრირებული მიდგომა საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს გააუმჯობესონ მომხმარებელთა გამოცდილება, ოპტიმიზაცია გაუკეთონ რესურსებს და გაზარდონ გაყიდვების ეფექტიანობა, რაც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე ბიზნესში.

გარდა ტექნოლოგიური და სტატისტიკური ასპექტებისა, სემინარი ხაზს უსვამს მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომის სტრატეგიულ მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილების მიღების ობიექტურობის ზრდას, რისკების შემცირებას და კონკურენტული უპირატესობის შექმნას. განხილული თემები ეფუძნება თანამედროვე კვლევით მონაცემებს, საერთაშორისო პრაქტიკას და ციფრულ ბიზნესის ტრენდებს, რაც სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას გაიაზრონ ის, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიური და ანალიტიკური ინსტრუმენტების ინტეგრაცია რეალურ ბიზნეს გარემოში.

სემინარის მიზანია სტუდენტებში გაძლიერდეს ანალიტიკური, ტექნოლოგიური და გადაწყვეტილებების მიღების უნარები, რაც უზრუნველყოფს მათ მომავლის პროფესიულ მზადყოფნას ელექტრონული კომერციის, IT და სტატისტიკური ანალიტიკის ინტეგრირებულ სფეროში.

საკვანძო სიტყვები (Keywords):  ელექტრონული კომერცია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სტატისტიკური ანალიტიკა, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, Big Data.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა