სემინარები

2026 წლის 22 ივნისს 14:00 საათზე N309 აუდიტორიაში ტექნოლოგიური ფაკულტეტის, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნორა მამულაიშვილი ჩაატარებს სემინარს თემაზე: სატრანზიტო მძიმე ნავთობის და ნავთობპროდუქტის თერმო-რეა­გენტური და­მუშავება, დენა­დობის სიჩქარის გაზრდის მიზნით ნავ­თობ­­ტერ­მინალის პირობებში.

სატრანზიტო მძიმე ნავთობის და ნავთობპროდუქტის  თერმო-რეა­გენტური  და­მუშავებადენა­დობის სიჩქარის  გაზრდის  მიზნით ნავ­თობ­­ტერ­მინალის  პირობებში.

Thermoreagent processing of heavy oil and petroleum products to improve fluidity in oil terminal conditions.

მძიმე ნავთობის და ნავთობ­პროდუქტის გადაზიდვის  დროს   მნიშვნელოვან  პრობლემას რეზერვუარსა და  მილსადენებში პროდუქტის   დენადობის  სიჩქარის შემცირება  წარმოადგენს. რაც იწვევს  მილსადენის გამტარიანობის შემცირებას, გაჭექვას და საწარმოო პროცესის  შეჩერებას.

ნავთობის და ნავთობპროდუქტის   სიბ­ლან­ტის შემცი­რების   და დენა­დობის  გაზრდის  მიზნით,  შემოთავაზებულია  სატრანზიტო მძიმე პროდუქტისათვის თერ­­მო-სტაბილური  პირობების შექმნა, შესაბამისი თბური  რეა­გენტების  გამოყენებით. ლაბორატორიული ცდების შედეგად გამოკვლეულია დამოკიდებულება  ნავთობის ფიზიკურ პარამეტრების ცვლილებასა   და დენადობის  სიჩქარის ცვლილებას  შორის. შერჩეულია ნავთობის და ნავთობპროდუქტის  დენა­დო­ბის სიჩქარის  გაზრდის ოპტიმალური  რეჟიმი და დადგენილია  ტექნოლოგიური  პარამეტრების   ზღვრული   მნიშვ­ნე­ლო­ბე­ბი.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა