სემინარები

2026 წლის 23 ივნისს 11:00 საათზე N326 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, გეოგრაფიის დარგობრივი დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი ხათუნა ჭიჭილეიშვილი და ასისტენტ პროფესორი ცირა ქამადაძე ჩაატარებენ სემინარს თემაზე: ნალექებისა და ტემპერატურული ველის დინამიკის კვლევა ქობულეთის რეგიონში

ნალექებისა და ტემპერატურული ველის დინამიკის კვლევა ქობულეთის რეგიონში

კლიმატის გლობალური ცვლილების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რეგიონული კლიმატური პარამეტრების სივრცით-დროითი ცვლილებების შესწავლა. სემინარის თემა ეხება ქობულეთის რეგიონში ტემპერატურული  და ატმოსფერული ნალექების მრავალწლიანი დინამიკის ანალიზს 1961–2024 წლების მეტეოროლოგიური მონაცემების საფუძველზე. კვლევის ფარგლებში შეფასებულია ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურის, ატმოსფერული ნალექებისა და ჰაერის ფარდობითი ტენიანობის ცვლილებების ტენდენციები, ასევე დადგენილია მათ შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ საკვლევ პერიოდში ქობულეთის რეგიონში შეინიშნება ტემპერატურის ზრდის ტენდენცია, ხოლო ნალექებისა და ფარდობითი ტენიანობა კლების ხასიათს ატარებს. გამოვლენილია, რომ ტემპერატურული ფონის ზრდა დაკავშირებულია აორთქლების ინტენსიფიკაციასთან, ატმოსფეროს ტენტევადობის ზრდასა და ტენის ცირკულაციის რეჟიმის ცვლილებებთან, რაც გავლენას ახდენს ნალექების ფორმირებისა და განაწილების პროცესებზე. მიღებული შედეგები ადასტურებს ქობულეთის რეგიონში მიმდინარე კლიმატურ ტრანსფორმაციას და ხაზს უსვამს მის მნიშვნელობას ბუნებრივი გარემოს, წყლის რესურსების, ეკოსისტემების მდგრადობისა და რეკრეაციული პოტენციალის შეფასების თვალსაზრისით.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა