სემინარები

2026 წლის 2 ივლისს 13:00 საათზე N222 აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ციცინო სარჯიშვილი ჩაატარებს სემინარს თემაზე: ზოგიერთი წრფივი მოდელის კონკრეტული გამოყენება და მათი კომპიუტერული რეალიზაცია

ანოტაცია

ყოველდღიურ საქმიანობაში ადამიანს უამრავი გადაწყვეტილების მიღება უხდება. გადაწყვეტილების მიმღები ყოველი პიროვნება დაინტერესებულია შედეგი იყოს, რაღაც აზრით საუკეთესო (ოპტიმალური).

საუკუნეების მანძილზე გადაწყვეტილებების მიღება  ხდებოდა ინტუიციაზე, გა-მოცდილებასა და ლოგიკურ განსჯაზე დამოკიდებულებით. მაგრამ დროთა განმავლობაში, გადაწყვეტილების მიღების ამოცანები გართულდა, გაიზარდა მასში მონაწილე პარამეტრების რაოდენობა, შედეგი დამოკიდებული იყო უკვე არა ერთ, არამედ რამდენიმე მაჩვენებელზე და ამდენად,  რაღაც აზრით, საუკეთესო  გადაწყვეტილების მიღების ძველი მეთოდები უკვე ვეღარ იძლეოდა  დამაკმაყოფილებელ  შედეგს.  საჭირო გახდა  მათემატიკური  მეთოდების გამოყენება.

ისეთი მათემატიკური დისციპლინა, რომლის აპარატითაც შესაძლებელია დიდი და რთული სისტემების ანალიზი და მათში მონაწილე განსხვავებული ინტერესების მქონე რგოლებისათვის საუკეთესო გადაწყვეტილებათა მიღება, არის ოპერაციათა გამოკვლევა,  რომელიც  მოიცავს ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებულ დარგებს სოციოლოგიიდან დაწყებული, რთული კიბერნეტიკული სისტემების ჩათვლით.

ოპერაციათა გამოკვლევის მეთოდებს შორის ყველაზე უფრო კარგად არის შესწავლილი  წრფივი მოდელები და მათი რეალიზება კომპიუტერული პროგრამების საშუალებით.

სემინარზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სფეროდან აღებული რთული პრაქტიკული ამოცანები, აგებულია შესაბამისი წრფივი მოდელები და ბოლოს, ხდება მათი კომპიუტერული რეალიზება და ანალიზი.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა