სემინარები

2026 წლის 10 ივლისს 14:00 საათზე N307 აუდიტორიაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ეთერ ჯაყელი ჩაატარებს სემინარს თემაზე: აჭარის ფლორის ზოგიერთი ველური საკვები მცენარე - ჯანსაღი ცხოვრების ბუნებრივი წყარო

ანოტაცია

აჭარის ფლორის  ზოგიერთი ველური საკვები მცენარე  - ჯანსაღი ცხოვრების ბუნებრივი წყარო

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის

შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის

ასოცირებული პროფესორი

ეთერ ჯაყელი

ცხოვრების თანამედროვე დონე გარკვეულ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ ამიტომ, ბოლო პერიოდში, მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა ნატურალური, ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტებისადმი და სამკურნალო საშუალებებისადმი, ამიტომაა, რომ მსოფლიოში ტერმინი - ,,მწვანე ტექნოლოგიები“, ფრიად აქტუალური გახდა. ველურად მოზარდი საკვები მცენარეების სასარგებლო თვისებები გაცილებით აღემატება კულტურულისას, ეს გამოწვეულია იმით, რომ ბუნებრივ პირობებში არსებობისა და გადარჩენისთვის ბრძოლის პირობებში მათ გამოუმუშავდათ გარემოს არახელსაყერელი პირობების, მავნებლებისა და დაავადებების მიმართ გამძლეობის განსაკუთრებული მექანიზმები. ეს „სასიცოცხლო ძალა“, განპირობებული სხვადასხვა სახის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით, გამაჯანსაღებელ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ორგანიზმზეც.

ველური საკვები მცენარეები ჩვენი წინაპრების რაციონში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა. საქართველო, უძველესი კოლხეთი, ამ მხრივ განსაკუთრებით ცნობილი იყო. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სფერო ამჟამად საკმაოდ უგულებელყოფილია.

შესწავლილია აჭარის რელიქტურ კოლხურ ტყეებში მოზარდი ორი სახეობა, მეკენძალა - Aruncus silvester Kostel. ex Maxim. (სინ. Aruncus vulgaris var. Astilboides; Aruncus dioicus f. Latilobus) და ქალაკოდა - Arum maculatum L.  განხილულია მათი გავრცელება, მორფოლოგიური აგებულება და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა საკვებ ნედლეულში. ანალიზები ჩატარდა გაზის ქრომატოგრაფიულ-მას-სპექტრომეტრიის (GC-MS) და მაღალი ხარისხის თხევადი ქრომატოგრაფიის (HPLC) გამოყენებით. ეთნობოტანიკური მეთოდები გამოყენებული იქნა ამ სახეობების ადამიანის კვებაში ისტორიული და პოტენციური გამოყენების შესასწავლად.

შედეგები მიუთითებს, რომ მეკენძლა - Aruncus silvester Kostel. ex Maxim. შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, მათ შორის 3-ჰიდროქსი-2,3-დიჰიდრომალტოლს, მელიბიოზს, კუმარანს, გერანილის იზოვალერატს, ოლეინის მჟავას, მანიტოლს, ფიტოლს, ლინოლენის მჟავას, სიტოსტეროლს, β-ამირინს და სხვა. ქალაკოდა - Arum maculatum L.-ში აღმოჩნდა 3-ჰიდროქსი-2,3-დიჰიდრომალტოლი, გლიცეროლი 1-მონოაცეტატი, ჰექსაჰიდროფარნეზილ აცეტონი, პალმიტინის მჟავა, β-კარბოლინი, ფიტოლი, ლინოლენის მჟავა, კამპესტეროლი, β-სიტოსტეროლი და სხვა.

ეთნობოტანიკური მტკიცებულებებით დადასტურებული ეს დასკვნები მიუთითებს, რომ ამ ველური სახეობების პრაქტიკულ გამოყენებას ადამიანის რაციონში მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. მათი გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ ჯანსაღი კვების ხელშეწყობას შეუწყოს ხელი, არამედ ინტერესის გაღვივებასაც ფართო მოსახლეობაში, ახალგაზრდა თაობასა და სამეცნიერო საზოგადოებაში.

საკვანძო სიტყვები: ველური, საკვები, მცენარე, მწვანე ტექნოლოგია, ჯანსაღი კვება


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა