სემინარები

სემინარის თემა: „კოლხეთის ტორფნარები: გლობალური ღირებულების მქონე საგანძური კოლხეთის სფაგნუმიანი ტორფნარების მნიშვნელობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე“, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების ხელმძღვანელი იზოლდა მაჭუტაძე, 9 მარტი, 12:00 საათი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

1997 წლიდან კოლხეთის სფაგნუმიან ტორფნარებს იცავს რამსარის კონვენცია. საქართველოს ტორფნარების დაახლოებით 60% მდებარეობს და დაცულია კოლხეთის ეროვნულ პარკში. მეტიც, ყველაზე მნიშვნელოვანი, უნიკალური და იშვიათი, მსოფლიოს უდიდესი და უძველესი იმნათის ტორფნარი, ჰიდროგენეტიკაზე დაყრდნობით მხოლოდ და მხოლოდ ატმოსფერული ნალექებით მოსაზრდოვე მსოფლიოში არსებული ორი პერკოლაციური ტორფნარიდან (პირველი ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი - ისპანი 2) ერთ - ერთი სწორედ კოლხეთის ეროვნულ პარკში მდებარეობს, რაც ფაქტობრივად ეროვნული პარკის შექმნის მთავარ არგუმენტს წარმოადგენს. ამ უნიკალურობის გამო კოლხეთს განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიო ტორფნარების რუკაზე.

კოლხეთის ეროვნული პარკი 2004  წლიდან პამ პარკების ქსელის ოფიციალური წევრია.

კოლხეთის სფაგნუმიანი ტორფნარები აკმაყოფილებენ UNESCO-ს IX და X კრიტერიუმებს, რაც მნიშვნელოვანია დაცულ ტერიტორიებზე წარდგენილ კოლხურ ტყეებთან ერთად მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაციისათვის.

კოლხეთი მსოფლიოს 36 ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს შორისაა. კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ლანდშაფტი ჭარბტენიანი ჰაბიტატებითაა წარმოდგენილი, როგორიცაა: სფაგნუმიანი ტორფნარები, რელიქტური ტყეები, ბუნებრივი მტკნარწყლიანი ტბორები, ტბები, მდინარეები, სანაპირო დიუნები, ჭარბტენიანი მდელოები.

კოლხეთის დაბლობი ფიტოგეოგრაფიულად უძველესი ხმელთაშუა ზღვისპირეთის რეგიონს წარმოადგენს. მესამეული გამყინვარების ეპოქაში კლიმატი ჩრდილო ნახევარსფეროში თბილი და ტენიანი იყო. ლანდშაფტი კი მდიდარი ტროპიკული და სუბტროპიკული  მერქნიანი მცენარეებით შექმნილი. მოგვიანებით, გლობალურმა აცივებამ, რომელიც 15 მლნ წლის წინ დაიწყო, კულმინაციას მიაღწია გამყინვარების სახით და მერქნიანმა მცენარეებმაც სამხრეთისაკენ მიგრირება დაიწყეს. მათი უმრავლესობა შემოინახა გარემო პირობების ცვლილებებისაგან განსაკუთრებულად დაცული ადგილს, სადაც შემორჩა თბილი და ტენიანი კლიმატი ე.წ. რეფუგიუმში. კოლხეთის რეფუგიუმში რელიქტები მეოთხეული პერიოდის ოთხჯერად გამყინვარებას გადაურჩნენ. გამყინვარება კოლხეთში ადგილობრივი მნიშვნელობისა იყო. ზოგიერთი მყინვარი ეშვებოდა ველამდე. შემდგომ პერიოდში კი კლიმატის დათბობის კვალდაკვალ მყინვართა უკან დახევამ თან გაიყოლია მრავალი მცენარე. კოლხეთის რეფუგიუმმა შემოინახა რელიქტური სახეობები, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრცელებული ევროპაში მრავალი მილიონი წლის წინ და გამყინვარების ეპოქაში გაქრნენ. აქედან გამომდინარე კოლხეთის რეფუგიუმი, სადაც კოლხეთის ეროვნული პარკი და კაცობურის აღკვეთილი მდებარეობს, თავშესაფარია ფლორისა და ფაუნის მრავალი კაინოზოური რელიქტური სახეობისა, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრცელებული ევროპაში მრავალი მილიონი წლის წინ და გამყინვარების ეპოქაში გაქრნენ.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა