14 მაისი 2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა და ყაზახეთის განათლების და კულტურის სამინისტროს ფილოსოფიის, პოლიტოლოგიის და რელიგიათმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორმა ახან ბიჟანოვამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელშეკრულება ითვალისწინებს სასწავლო-საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებას. მხარეთა შეთანხმებით, ჩატარდება ერთობლივი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, კონგრესები, საზაფხულო სკოლები, სემინარები და კულტურული ღონისძიებები.