ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით პირველი კონსტიტუციის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ევროპის უნივერსიტეტის, სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილეს 1921 წლის კონსტიტუციის ძირითადი ღირებულებები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები.
უკან |