ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ დაბა ქედის საჯარო სკოლაში საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე „ევროპის კავშირის ფუნდამენტური ღირებულებები - დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”. ლექცია მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგოროცაა: ევროკავშირის დამფუძნებელი პრინციპები, მიზნები, ღირებულებები, ევროკავშირის ინსტიტუტები, ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული მექანიზმები, დემოკრატიიის გამოწვევები და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.
ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია საჯარო სკოლის მოსწავლეების, პედაგოგების მონაწილეობით, ასევე სკოლას საჩუქრად გადაეცა ლიტერატურა ევროკავშირის შესახებ. ღონისძიება განხორციელდა ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ.
უკან |