იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს ჟან მონეს კათედრა უკრაინის მხარდასაჭერად

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟან მონეს კათედრის ორგანიზებით იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უკრაინის მხარდამჭრი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჟან მონეს კათედრის სტუდენტებმა, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ლევან ჯაყელმა და ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ. შეხვედრის მონაწილეებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის, სტუდენტების, აკადემიური პერონალის მიმართ და გააპროტესტეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია და ოკუპაცია.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას მიერ ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის წარდგენის, შემდგომი პროცედურების შესახებ და ხაზი გაესვა უკრაინელი ხალხის ბრძოლის მნიშნელობას სამივე ქვეყნის საერთო ღირებულებების, ევროპული არჩევანისთვის.

მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ ჰუმანიტარულ აქციებში, განახორციელონ უკრაინელ სტუდენტების მხარდამჭერი აქტივობები, მათ შორის უმასპინძლონ მათ ბსუ-ში, ხელი შეუწყონ რუსული პროპანადისგან თავისუფალი, ობიექტური ინფორმაციის გავრცელებას.

ღონისძიება გაიმართა ჟან მონეს კათედრის პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა