13 დეკემბერს, 16:00 საათზე, საერთაშორისო საჯარო სამართლის კურსის ფარგლებში ონლაინ-საჯარო ლექციას წაიკითხავს საერთაშორისო სამართლის ცნობილი ექსპერტი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი (Abo Akademi, Finland), სამართლის მაგისტრი (Columbia University (USA), ოსლოს უნივერსიტეტის აფილირებული მკვლევარი, ფინეთის იუვასკილას უნივერსიტეტის ლექტორი და მკვლევარი, პერუს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი ხუან-პაბლო პერეს-ლეონ-ასევედო. ლექციაზე განხილული იქნება საერთაშორისო სისხლის სამართლის ძირითადი ცნებები - საერთაშორისო სისხლის სამართალი და საერთაშორისო დანაშაულები.
საჯარო ლექცია ასევე შეეხება საერთაშორისო და ჰიბრიდული სისხლის სამართლის სასამართლოებისა და ტრიბუნალების, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ზოგადი ინსტიტუციური ჩარჩოს, ინდივიდუალური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროცედურულ საკითხებს.
ბატონ ასევედოს გავლილი აქვს კურსები ოქსფორდის, კემბრიჯისა და ლეიდენის უნივერსიტეტებში, ასევე ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში. ის არის სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი ისეთ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში როგორებიცაა ,,American Journal of International Law”, ,,Leiden Journal of International Law”, ,,Journal of International Criminal Justice”, ,,Berkeley Journal of International Law’’, ,,International Criminal Law Review” და სხვ.
სხვადასხვა პერიოდში ბატონი ასევედო ატარებდა ლექციებსა და კვლევით სამუშაოებს ისეთ უნივერსიტეტებში როგორებიცაა: ოსლოს, ოქსფორდის, სინგაპურის, პრეტორიის, ნოვას (ლისაბონი), აბოს (ფინეთი) და ლუქსემბურგის უნივერსიტეტები. ის ასევე მუშაობდა ისეთ ინსტიტუციებში როგორებიცაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ყოფილი იუგოსლავიისთვის შექმნილი სისხლის სამართლის ტრიბუნალი, პერუს საგარეო საქმეთა სამინისტრო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ლექციაზე დასწრების ელმისამართი: http://Join Zoom Meeting https://jyufi.zoom.us/j/63456242431
უკან |