იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

თხილნარის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ბსუ-ს იურიდიულ კლინიკაში

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკის ორგანიზებით საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა მინდია აბაშიძის სახელობის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის 1-ლი საჯარო სკოლის (მასწავლებელი ელენე ბათაძე) მოსწავლეებთან და  ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან. კლინიკის ხელძღვანელმა ნარგიზ ცეცხლაძემ მოსწავლეებს გააცნო იურიდიული კლინიკის მუშაობის სპეციფიკა, საუბრისას ყურადღება გაამახვილა კლინიკის საქმიანობის იმ ნაწილზე, რომელიც ეხება უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევას (იურიდიული კონსულტაცია, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა და სხვა.) სოციალურად დაუცველი ფენისა და სხვა მოქალაქეებისადმი.

შეხვედრაზე კლინიკის წევრ სტუდენტებმა ისაუბრეს: ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, სოციალური კეთილდღეობაზე, განათლებაზე, ბავშვზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე; კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებზე; ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში ბავშვის მიმართ ძალადობის ყველა ფორმის, მათ შორის, ბავშვის ფიზიკური დასჯის,ფსიქოლოგიური ძალადობის, მისდამი სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, უგულებელყოფის, ადრეულ ქორწინების მანკიერ მხარეზე; ასევე ზოგადად ბავშვისთვის ზიანის მომტანი ტრადიციების პრევენციასა და აღმოფხვრაზე. ბავშვის მიერ ინფორმაციის მიღების უფლებაზე.

შეხვედრაზე საჯარო სკოლების  მოსწავლეების მონაწილეობით შედგა დისკუსია ბავშვის უფლებების აქტუალურ თემებზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა