იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პროკურორებმა სტუდენტებს ქალთა მკვლელობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკა გააცნეს

სურათი

ბათუმის რაიონული პროკურატურის  პროკურორებმა პაატა ცეცხლაძემ და ხატია ჩხენკელმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს გენდერის ნიშნით მკვლელობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემატური საკითხები, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციფიკა, სტერეოტიპული დამოკიდებულებები და გენდერული როლები. შეხვედრის მსვლელობისას აგრეთვე, განიხილეს საქართველოს პროკურატურაში არსებული სერვისები, რომელთა გამოყენებაც შეუძლია ოჯახში ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლს.

პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს ასევე გააცნეს პროკურატურის სტრატეგია, გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკა და განიხილეს სტატისტიკური მაჩვენებლები.

შეხვედრის დასასრულს, პროკურატურის წარმომადგენლებმა მოისმინეს სტუდენტების მოსაზრებები და  აქტუალურ შეკითხვებს უპასუხეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა