16-18 მარტს ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ აშშ-ში მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციონალიზმის გლობალურ სამიტში, სადაც წარადგინა მოხსენება თემაზე: „ევროპის კონსტიტუციურისამართალი და სამართლებრივი განათლების ახალი გამოწვევები საქართველოში, მოლდოვაში, უკრაინაში“. ნაშრომი წარმოადგენს კვლევას, რომელიც მომზადდა ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის პროექტის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით. კონსტიტუციონალიზმის გლობალური სამიტი (https://law.utexas.edu/the-global-summit/) არის მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან. ღონისძიება ჩატარდა ტეხასის უნივერსიტეტში, ოსტინში, სამართლის სკოლის (https://law.utexas.edu/) საკონსტიტუციო კვლევების ცენტრში, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
უკან |