16-18 მარტს პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო კონსტიტუციონალიზმის გლობალურ სამიტში, რომელიც გაიმართა აშშ-ში, ტეხასის უნივერსიტეტში ოსტინში. პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძე გლობალურ სამიტზე #2 პანელზე „საკონსტიტუციო ცვლილებების არქიტექტურა: ისტორია, სამართალი, პოლიტიკა“, პანელისტების: შამშად პასარლაის, ჰუი-ვენ ჩენის, რადიან სალმანის, დაროზა რისტავატის მონაწილეობით, წარადგინა მოხსენება „საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების კოდიფიკაციის მოდელი". მალხაზ ნაკაშიძის მოხსენება არის წიგნის თავი, რომელიც 2023 წლის მაისში გამოიცემა წიგნში „საკონსტიტუციო ცვლილებების არქიტექტურა: ისტორია, სამართალი, პოლიტიკა“ მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული გამომცემლობის Bloomsbury Publishing-ის მიერ (იხილეთ წიგნი ლინკზე: (https://www.bloomsbury.com/us/architecture-of-constitutional-amendments-9781509959082) და ინდექსირებული იქნება საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.
კონსტიტუციონალიზმის გლობალური სამიტი (https://law.utexas.edu/the-global-summit/) არის მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობენ მეცნიერები მთელი მსოფლიოდან, ყველა კონტინეტიდან. ღონისძიება ჩატარდა ტეხასის უნივივერსიტეტი ოსტინში, სამართლის სკოლის (https://law.utexas.edu/) საკონსტიტუციო კვლევების ცენტრში, რომელიც არის ერთ-ერთი წამყვანი სამეცნიერო ცენტრი არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.
უკან |