აიპ სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ ,,მართლმსაჯულების სახლის" და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექვსთვიანი სამართლის სასწავლო პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. შემაჯამებელ ღონისძიებაზე პროგრამის მონაწილე ბსუ-ს სტუდენტებს: ლანა ანანიძეს, სალომე დავითაძეს, იამზე ბერიძესა და ზურა გუჯაბიძეს სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო ზურა გუჯაბიძეს, როგორც პროგრამის საუკეთესო მონაწილეს ასევე შესაძლებლობა მიეცა „მართლმსაჯულების სახლის“ იურიდიულ კომპანიაში გაიაროს საადვოკატო საქმიანობის ლიცენზიის მიღებისათვის საჭირო პროფესიული სტაჟირება. სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ მართლმსაჯულების სახლის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია და USAID სამართლის უზენაესობის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე ნილ ვაინშტაინი.
კურსის ფარგლებში, მსმენელებმა გაიარეს კომპლექსური პროგრამა, სადაც უმეტესი დრო დაეთმო პრაქტიკულ სწავლებას. ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს, ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს, სისხლის და სამოქალაქო საქმეების წარმოების სპეციფიკას, იმიტირებულ სასამართლო პროცესს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სერტიფიკატები გადაეცათ გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს.
უკან |