იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან ძნელაძის შეხვედრა სტუდენტებთან

სურათი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა ლევან ძნელაძემ   სტუდენტებს  გააცნო საგამოძიებო სამსახურის საქმიანობა, არსებული გამოწვევები, ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და გასულ წელს მიღწეული შედეგები.

შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტები ასევე გაეცნენ მიმდინარე სტაჟირების პროგრამას. კონკურსის შედეგად შერჩეულ სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეთვიანი  თეორიული და პრაქტიკული გადამზადების კურსის გავლის და დასაქმების, როგორც ინსპექტორ-გამომძიებლის, ასევე  გამომძიებლის პოზიციაზე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა