იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

წიგნის „ევროპული ერთობა, იდეა, პოლიტიკა, ინტეგრაცია“ პრეზენტაცია ბსუ-ში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ევროპის კვირეულის ფარგლებში, გაიმართა ლაშა ბაჟუნაიშვილისა და ირაკლი გორგილაძის ავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოს - „ევროპული ერთობა, იდეა, პოლიტიკა, ინტეგრაცია“ პრეზენტაცია.

სახელმძღვანელო მომზადდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ ევროპული კვლევების ცენტრში მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად. წიგნში წარმოდგენილია ევროპის გაერთიანების გზით მარადიული მშვიდობის მიღწევის, როგორც იდეები ისე კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები, ზეეროვნულ პრინციპზე დაფუძნებული ინტეგრაციული პროცესების ჩამოყალიბება და განვითარება დასავლეთ ევროპის რეგიონში, რომელმაც მიუხედავად ცივი ომის პირობებში არსებობისა, კონტინენტს ჭეშმარიტი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება მოუტანა.

სახელმძღვანელო განკუთვნილია საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის, პროფესორ-მასწავლებლების და საკითხით დაინტერესებული სხვა მკითხველისთვის.

წიგნის პრეზენტაციას ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა