ფსიქიკური ჯანმრთელობის ევროპული კვირეულის ფარგლებში, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტებმა (ხელმძღვანელები, ასისტენტ პროფესორები - გურანდა შამილიშვილი და მაია თოიძე) კინოჩვენება მოაწყვეს. ისმფ-ის კინოკლუბში შედგა გამორჩეული რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „პერსონა” ჩვენება. ადამიანის საზრისის, ეგზისტენციალური პრობლემების საოცრად ღრმა ფსიქოლოგიური, ფილოსოფიური და გენიალური ნაფიქრი 1966 წელს შეიქმნა და მასში წამოჭრილი ფსიქოლოგიური აასპექტებით დღემდე აქტუალობას არ კარგავს. ღონისძიების მსვლელობისას სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შეაფასეს ფილმი და იმსჯელეს მასში წამოჭრილ ფუნდამენტურ პრობლემებსა და საკითხებზე, რომელიც ორიგინალურ, მძაფრ ფსიქოლოგიურ ჭრილშია გადაწყვეტილი და გვიჩვენებს ადამიანის, როგორც პერსონის, როგორც პიროვნების სულის ლაბირინთებს.
უკან |