აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორების, ლაშა ბაჟუნაიშვილის და ირაკლი გორგილაძის სახელმძღვანელოს „ევროპული ერთობა. იდეა, პოლიტიკა, ინტეგრაცია“ წარდგენა გაიმართა. პრეზენტაციის შემდეგ ასოცირებულმა პროფესორმა ლაშა ბაჟუნაიშვილმა ბათუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე „ევროპული იდეა: მშვიდობა და განვითარება თაობებისთვის“. ლექციის დასრულების შემდეგ მომხსენებელმა მოსწავლეების აქტუალურ შეკითხვებს უპასუხა.
უკან |