იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პარის ლოდრონის ზალცბურგის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარ ფრანც კოკს ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

სურათი

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, პარის ლოდრონის ზალცბურგის უნივერსიტეტის  მეცნიერ-მკვლევარს, ფრანც კოკს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. დოქტორ ფრანც კოკს დიდი წვლილი მიუძღვის ბსუ-ს ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში. მეცნიერ-მკვლევარი ფრანც კოკი არის ზალცბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, ზალცბურგის, ტირანას, ლუბლიანას, სკოპიეს, სარაევოს და სხვა პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთო სამაგისტრო პროგრამის - PoSIG და კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების, სტუდენტთა კონსულტირებისა და „ერაზმუს+“-ის ოფისის კოორდინატორი, ხელმძღვანელობს ზალცბურგის ეკოენერგიის გაცვლის ასოციაციას.

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორ ფრანც კოკის სამეცნიერო კვლევის სფერო შედარებითი პოლიტიკაა და ავტორია  12 სამეცნიერო ნაშრომის (მონოგრაფიის).

მეცნიერ-მკვლევარ ფრანც კოკის ხელშეწყობით 2015 წელს დაიწყო ზალცბურგის პარის ლოდრონისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობა. მისი ინიციატივით დაიგეგმა ბსუ-ს ჩართვა „Erasmus+“-ის K-107 ის კონსორციუმში, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრივად საერთაშორისო ურთიერობების, ევროპისმცოდნეობისა და პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობის ორგანიზებასა და „ერაზმუს +“-ის გრანტით დაფინანსებას.

2016 წლიდან პოლიტიკის მეცნიერების დოქტორ ფრანც კოკის ხელშეწყობითა და ინიციატივით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ზალცბურგის, ტირანას, ლუბლიანას, სკოპიეს, სარაევოს და სხვ. პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთო სამაგისტრო პროგრამის - PoSIG განხორციელების პროცესში, სადაც ბსუ-ს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფუნქციას პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინტერნაციონალზაციის პროცესში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა წარმოადგენდა. დღემდე PoSIG-ის პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიურ სემინარებში მონაწილეობას იღებს ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული სპეციალისტები. სემინარები ძირითადად სამი მიმართულებით მიმდინარეობს:

  1. ტრენინგები პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში ერთობლივი სამაგისტრო საგანანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და იმპლემენტაციის და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ;
  2. ინტერნაციონალიზაციის გაღრმავების მიზნით კონტაქტ-ჯგუფების შეხვედრა, იდეების გენერირება და გასვლა, ერთობლივი კვლევითი და სხვა სახის საერთაშორისო პროექტების (TEMPUS, Capacity Building, Erasmus +, Horizon 2020) შემუშავების მიზნით არაფორმალური კონსორციუმის ჩამოყალიბება. ამ ფორმატში ბსუ-ს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა თსუ-ს, ჯიპა-ს,  ზალცბურგის, ვარშავის (პოლონეთი), ტირანას (ალბანეთი), ლვოვის ივანე ფრანკოს უნივერსიტეტის (უკრაინა), ერევნის არა ერთი პროექტი წარადგინეს როგორც ევროკომისარში, ისე ავსტრიის პარტნიორთა პროგრამა განათლებისა და კვლევის განვითარებისთვის;
  3. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ევროპის რეგიონის პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში არსებული აქტუალური საკითხები.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა