იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის პროექტი „აჭარის რეგიონში პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების სწავლების ხელშეწყობა“

სურათი

ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს  პროექტს  „აჭარის რეგიონში პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების სწავლების ხელშეწყობა“. პროექტის ფარგლებში, სამართალმცოდნეობის პროგრამაზე დაინერგა პრაქტიკული სამართლის და კონსტიტუციური მართლმსაჯულების კლინიკური სწავლება. სამართალმცოდნეობის პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა პრაქტიკული სამართლის კლინიკის კოორდინატორის, ცირა კომახიძის ორგანიზებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ერგეს, ფერიის, ხელვაჩაურის N1 და ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლებში X-XI კლასის მოსწავლეებისთვის ჩაატარეს სამართლებრივი გაკვეთილები.

პროექტის ფარგლებში 24 ტრენინგი გაიმართა თემებზე: კონსტიტუცია და დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სასამართლო სისტემა, სისხლის სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, შრომის სამართალი და ბავშვის უფლებები.

2024 წლის 6-15 თებერვალს სკოლებში ჩატარდა დასკვნითი შეხვედრები.

შემოდგომის სემესტრში პრაქტიკული სამართლის კლინიკის კურსი დაასრულა 8 სტუდენტმა, 8 სტუდენტი გაზაფხულის სემესტრში გაივლის, რომლებიც შერჩეულ სკოლებში ჩაატარებენ სამართლის 48 ტრენინგს.

პროექტის მიზანია სტუდენტთა მიერ თეორიული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სამართლებრივ და ინსტიტუციურ საკითხებთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებას.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა