იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში საქართველოს პირველი კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სურათი

საქართველოს პირველი კონსტიტუციისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ბათუმის შოთა გაიმართა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბსუ-ს პროფესორმა, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელმა მალხაზ ნაკაშიძემ სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: „საქართველოს პირველი ევროპული კონსტიტუცია“. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსია პირველი კონსტიტუციის ძირითადი ღირებულებების შესახებ. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვლის მიიღო საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც ბათუმში, ნესტორ ხვინგიას სტამბაში დაიბეჭდა.

საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია ეფუძნებოდა ევროპული კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს და ერთ-ერთ პროგრესულ დოკუმენტს წარმოადგენდა იმ პერიოდისთის. კონსტიტუციამ დააფძნა ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემა, დაადგინა პროპორციული არჩევნები, საქართველო გამოაცხადა სეკულარულ სახელმწიფოდ, ჩამოაყალიბა დამოუკიდებელი სასამართლო, გააუქმა სიკვდილით დასჯა, აღიარა ქალთა საარჩევნო უფლება და სხვა.

საქართველოს მოქმედი, 1995 წლის 24 თებერვლის კონსტიტუცია ეყრდნობა  1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა