იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

დეზინფორმაციის ფსიქოლოგიურ ზეგავლენათან დაკავშირებული სიმულაციური უნარ-ჩვევების პრაქტიკუმი

სურათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტებთან ,,ფსიქოლოგიის ისტორიის’’ სასწავლო კურსის ფარგლებში (ხელმძღვანელი ასისტენტ-პროფესორი გურანდა შამილიშვილი)  მედიისა და ფსიქოლოგის ურთიერთგავლენის გაცნობიერების მიზნით, სიმულაციური პრაქტიკუმი  ჩატარდა.

აჭარის რეგიონში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქალბატონმა ირმა გაბინაშვილმა, სტუდენტებს ცენტრის საქმიანობა და მისია გააცნო, ხაზი გაუსვა მასმედიის მიერ დეზინფორმაციის გავრცელების ნეგატიურ კონტექსტებს და ყურადღება გაამახვილა პროპაგანდის მეთოდებსა და ფსიქოლოგიურ ტექნიკებზე.

სიმულაციურ სწავლებაში მონაწილეობით, რომლის დროსაც გამოყენებული იყო ტექნიკური და ვიზუალური რესურსები, სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ და განევითარებინათ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად საჭირო   უნარ-ჩვევები, მიეღოთ გარკვეული საბაზისო ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ და წარმოედგინათ პრეზენტაციები. აქტივობის ბოლოს შეფასდა სიმულაციის ეფექტიანობა წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა