იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის კონკურენციის სამართალი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ჟან მონეს კათედრის  „უფრო ახლოს ევროპასთან ორგანიზებით, მოსამართლეებს, მოსამართლის თანაშემწეებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ პირებს იწვევს საზაფხულო სკოლაში  „ევროკავშირის კონკურენციის სამართალი“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება 2024 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტომდე ბათუმ. სკოლას წარუძღვება ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი პროფ. სოლომონ მენაბდიშვილი.

ლექციები ჩატარდება დილის 10 საათიდან 15 საათამდე. მსმენელთა ნაწილი შეგვიძლია განვათავსოთ სტუდენტურ საცხოვრებელში.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება ევროკავშირის კონკურენციის სამართლის შემდეგი საკითხები: კონკურენციის სამართალის წარმოშობა, მისი მიზნები, ეკონომიკური აგენტების შეთანხმებული მოქმედებები (კარტელები), კარტელის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების პირობები, ეკონომიკური აგენტების მიერ დომინანტური მდგომარეობის ფლობა,  დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციები, სახელმწიფო დახმარებები, ინტელექტუალური საკუთრების მიმართება კონკურენციის სამართალთან, კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება, ჯარიმები და სანქციები, თანამშრომლობის პროგრამა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

 ყველა განაცხადის წარდგენა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 2024 წლის 30 ივნისისა ვებგვერდზე მოცემული სარეგისტრაციო ფორმის მეშვეობით.

შევსებული ფორმა გადმოგზავნეთ შემდეგ მისამართზე  -   smenabdishvili@bsu.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ საზაფხულო სკოლა CEU”

ტრენინგ კურსთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჟან მონეს კათედრის “უფრო ახლოს ევროკაშირთან” ხელმძღვანელს პროფ. სოლომონ მენაბდიშვილს:   smenabdishvili@bsu.edu.ge

  რეგისტრაციის ფორმა

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა