იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის კონკურენციის სამართალი“ გაიხსნა

სურათი

ბსუ-ში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ ფარგლებში, ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა „ევროკავშირის კონკურენციის სამართალი“ გაიხსნა. საზაფხულო სკოლას ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი ბსუ-ს პროფესორი სოლომონ მენაბდიშვილი უძღვება და მასში მონაწილეობს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის 32 სტუდენტი.  სწავლების მიზანია, სტუდენტებს მისცეს საბაზისო ცოდნა ევროკავშირის კონკურენციის სამართლის შესახებ. საზაფხულო სკოლის ფარგლებში განხილული იქნება ევროკავშირის კონკურენციის სამართლის შემდეგი საკითხები: კონკურენციის სამართალის წარმოშობა, მისი მიზნები, ეკონომიკური აგენტების შეთანხმებული მოქმედებები (კარტელები), კარტელის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების პირობები, ეკონომიკური აგენტების მიერ დომინანტური მდგომარეობის ფლობა.

ასევე განიხილება შემდეგი აქტუალური საკითხები: დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება, კონცენტრაციები, სახელმწიფო დახმარებები, ინტელექტუალური საკუთრების მიმართება კონკურენციის სამართალთან, კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილება, ჯარიმები და სანქციები, თანამშრომლობის პროგრამა და სხვა.

საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობისთვის სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

საზაფხულო სკოლა 2 აგვისტოს დასრულდება.

ჟან მონეს კათედრა „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2023 წლის შემოდგომიდან ხორციელდება, რომლის მიზანია ევროპული სწავლების გაღრმავება, ევროკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ევროკავშირის წესების კვლევის ხელშეწყობა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა