ბსუ-ში ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ ტრეინინგი „ევროკავშირის კონკურენციის სამართალი“ ჩატარდა. ორდღიან ტრეინინგს უძღვებოდნენ ბსუს პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი სოლომონ მენაბდიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლო მოსამართლე თამარ ლაკერბაია და საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურენციის განყოფილების ხელმძღვანელი სოფიო მომცელიძე. ტრეინინგის ფარგლებში ლექციები ჩატარდა ევროკავშირის კონკურენციის სამართლის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის კარტელების, დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენების, კონცენტრაციების, სახელმწიფო დახმარების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. ტრეინინგის დასასრულს, მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით.
უკან |