ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიულ კლინიკაში გაიმართა შეხვედრა კლინიკის სტუდენტებთან, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სტაჟირება, ასევე კონკურსის შედეგად შერჩეულ ახალ წევრებთან. ფაკულტეტის დეკანმა, ლევან ჯაყელმა, სტუდენტებს მიულოცა სტაჟირების წარმატებით დასრულება და ისაუბრა გამოწვევებზე და პროფესიულ საქმიანობაში მათი გადაწყვეტის გზებზე. იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელმა, ნარგიზ ცეცხლაძემ, შეაჯამა PRO BONO (საზოგადოების საკეთილდღეოდ) მიმართულებით ჩატარებული სამუშაო და ღონისძიებები, რომელთა ფარგლებში სტუდენტებმა თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადეს, განავითარეს კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობის უნარები, პრეზენტაციებისა და გადაწყვეტილების მიღების ჩვევები. შეხვედრა სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
უკან |