იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ს სტუდენტების წარმატება „საოჯახო და ბავშვთა სამართალში ჩატარებულ ეროვნულ ოლიმპიადაში“

სურათი

ბსუ-ს იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებმა: ლუკა ტაკიძემ, იოსებ შავაძემ, ნიკა ფარტენაძემ, სანდრო კიკნაძემ (გუნდი - „პოსეიდონის სამკაპი“) და ამავე საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტებმა: ლიკა მელაძემ, მარიამ სურმანიძემ, ქრისტინა მეტრეველმა და დარინა კირკიტაძემ (გუნდი - „თემიდა“) (გუნდების  მენტორი ანნა მდინარაძე), 2024 წლის 2 ნოემბერს, მონაწილეობა მიიღეს - „საოჯახო და ბავშვთა სამართალში ჩატარებულ  ეროვნულ ოლიმპიადაში“. იმიტირებული სასამართლო პროცესები  ჩატარდა  - ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით. პროექტში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთაგან  შემდგარი  8 გუნდი.

ეროვნულ ოლიმპიადაში ფინალისტის  სტატუსი მოიპოვა  გუნდმა  - „პოსეიდონის სამკაპი“, რომელის პროცესუალურ მოწინააღმდეგესაც  საფინალო ეტაპზე  წარმოადგენდა -  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსელ სტუდენტთაგან დაკომპლექტებული  გუნდი - „სენტენცია“. ნომინაციაში  - „საუკეთესო მომხსენებელი“   გამარჯვებულად გამოვლინდა  -  ლუკა ტაკიძე, ხოლო ნომინაციაში - „ MVP  საუკეთესო მოთამაშე“   -  სანდრო კიკნაძე.  ჩვენმა გუნდმა „პოსეიდონის სამკაპი“ დაიკავა მეორე ადგილი. ვულოცავთ სტუდენტებს წარმატებას და მადლობას ვუცხადებთ მოწვეულ სპეციალისტს, გუნდის მენტორს ანნა მდინარაძეს.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა