
საინფორმაციო/სასწავლო გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სისხლის სამართლის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტები, პროფესორ ომარ ფარტენაძის ხელმძღვანელობით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარის ბიუროს ესტუმრნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ბიუროს ხელმძღვანელმა, ბატონმა მამუკა თხილაიშვილმა, სტუდენტებისთვის ჩაატარა ღია ლექცია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების სპეციფიკისა და არსებული პრაქტიკის შესახებ. შეხვედრა ძირითადად წარიმართა კითხვა-პასუხის ფორმატში, რაც განსაკუთრებით საინტერესო და პრაქტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სტუდენტებისთვის.
| უკან |






