
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
ჟან მონეს ზამთრის სკოლა
„ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“
2026 წლის 17-21 თებერვალი – ბათუმი, საქართველო
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი იწვევს საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს ზამთრის სკოლაში „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები დაევროპეიზაცია“. ზამთრის სკოლა ტარდება ჟან მონეს მოდულის „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკურიკრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპეიზაციის“ (TRIO.JOIN.EU) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
ზამთრის სკოლის პროგრამაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის დადგენილ პოლიტიკურ კრიტერიუმებს, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში მიმდინარე სამართლებრივ-პოლიტიკურ რეფორმებს და მოიცავს შემდეგ თემებს:
• ევროკავშირის გაფართოების ისტორია - სამართლებრივი ჩარჩო, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ძირითადი აქტორები;
• კოპენჰაგენის კრიტერიუმები (პოლიტიკური კრიტერიუმები): ინსტიტუტების სტაბილურობა, რომლებიც უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და უმცირესობათა პატივისცემასა და დაცვას;
• საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას ასოცირების ხელშეკრულებები ევროკავშირთან: სამართლებრივი და პოლიტიკური რეფორმები;
• დარგობრივი ევროპეიზაცია: ევროკავშირი და საჯარო პოლიტიკა კანდიდატ ქვეყნებში;
• პოლიტიკური პოლარიზაცია, ინსტიტუტები, არჩევნები, პოლიტიკური პარტიები და ევროინტეგრაცია კანდიდატ ქვეყნებში;
• მართლმსაჯულების სისტემის ევროპეიზაცია და კანონის უზენაესობა;
• ანტიკორუფციული პოლიტიკა: სამართლებრივი საფუძვლები და ევროპეიზაცია;
• საჯარო ადმინისტრაციის ევროპეიზაცია, დეოლიგარქიზაცია და ევროინტეგრაცია;
• გამოხატვის თავისუფლება, მედია, ადამიანის უფლებათა დაცვა და ევროინტეგრაცია;
• სამოქალაქო საზოგადოების როლი უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ევროპული ინტეგრაციის პროცესში;
• ათი ყველაზე გავრცელებული მითი ევროკავშირის შესახებ, რუსული პროპაგანდა ევროინტეგრაციის წინააღმდეგ;
• გამოცდილების გაზიარება: დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და თურქეთი;
• გამოცდილების გაზიარება: საქართველო, მოლდოვა და უკრაინა;
• სხვა დაკავშირებული თემები;
ზამთრის სკოლა გაიმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (რუსთაველი/ნინოშვილის ქ. 32/35, ბათუმი, საქართველო).
ზამთრის სკოლის ხელმძღვანელია პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე - ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი, ჟან მონეს მოდულის (TRIO.JOIN.EU) კოორდინატორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტის სტატუსი;
• ინგლისური ენის ცოდნა;
• იყოს მოტივირებული და დაინტერესებული სკოლის სასწავლო პროგრამით.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
• Curiculum Vitae (CV);
• სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2026 წლის 2 თებერვალი
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე https://shorturl.at/TXHlQ
კანიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად: 1) წარმოდგენილი განაცხადებების განხილვა; 2) გასაუბრება; შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით არაუგვიანეს 2026 წლის 10 თებერვლისა.
ზამთრის სკოლის პროგრამა მოიცავს ლექციებს/სემინარებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს, პრაქტიკის განხილვას. ზამთრის სკოლის დეტალური პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ზამთრის სკოლაში ორგანიზატორი უზრუნველყოფს კვებას (ლანჩი), მონაწილთა უფასოდ განთავსებას უნივერსიტეტის სტუდენტთა საცხოვრებელში, ხოლო მგზავრობის დაფინანსება მონაწილეს ეკისრება.
ზამთრის სკოლის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ჟან მონეს საერთაშორისო სერთიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჟან მონეს კათედრის ვებგვერდს: https://jeanmonnetchair.edu.ge/jmmodule
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტაზე jeanmonnetbsu@gmail.com
| უკან |
