
ჟან მონეს კათედრა „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ და
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მართავენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას
,,ევროკავშირის ინტეგრაციის პერსპექტივები“
ბათუმი, საქართველო
29. – 30. 05. 2026
29-30 მაისს, ჟან მონეს კათედრა „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: ,,ევროკავშირის ინტეგრაციის პერსპექტივები“.
ევროკავშირის კომისიამ 2025 წლის 4 ნოემბერს გამოაქვეყნა ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების პაკეტი, სადაც გაფართოების პარტნიორების პროგრესია შეფასებული. პაკეტში შემდეგი ქვეყნების რეფორმებია შეფასებული: მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვა, სერბია, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კოსოვო, თურქეთი და საქართველო.
კონფერენციიის თემას წარმოადგენს ევროკავშირის ინტეგრაციის პერსპექტივები. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილეობაზე ვიწვევთ აღნიშნული ქვეყნებიდან სამართლის მკვლევრებს, პროფესიონალებს, პრაქტიკოსებს, პოლიტიკის შემქმნელებს და სხვა დაინტერესებულ პირებს. ჟან მონეს კათედრის ძირითადი მიმართულება ევროკავშირის კონკურენციის სამართალი და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართალია. შესაბამისად, კონფერენციის ძირითადი საკითხებია ამ ქვეყნების კონკურენციის კანონმდებლობისა და მომხმარებელთა დაცვის ნორმების ევროკავშირთან დაახლოება. თუმცა, მონაწილეებს შეუძლიათ ასევე სამართლის სხვა დარგების დაახლოებაზეც წამოადგინონ თავიანთი სტატიები. კონფერენციის დასრულების შემდეგ გამოიცემა ნაშრომის კრებულის ელექტრონული ვერსია.
ჟან მონეს კათედრა „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ 2023 წლის სექტემბრიდან 2026 წლის აგვისტომდე ფუნქციონირებს. მისი მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ევროკავშირზე ცნობიერების ამაღლება და ევროკავშირის ღირებულეების პოპულარიზაცია. პროექტით გათვალისწინებულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტში ეკონომიკის, ბიზნესისა და სამართლის მაგისტრატურაზე საფეხურზე ისწავლება ევროკავშირის კონკურენციის სამართალი და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართალი. ასევე გაიმართა ორი საზაფხულო ტრეინინგი აჭარაში დასაქმებული საჯარო მოხელეებისა და ადვოკატებისათვის/იურისტებისათვის და ორი საზაფხულო სკოლა დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის ევროკავშირის კონკურენციის სამართალში. გარდა ამისა, ყოველ სემესტრში ხდება ბათუმის საჯარო სკოლებში ვიზიტი და საჯარო ლექციების ჩატარება ევროკავშირის ისტორიაზე და ღირებულებებზე.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ აბსტრაქტი (მაქს 200 სიტყვა) გამოაგზავნონ 2026 წლის 28 თებერვლამდე. ავტორები 15 მარტამდე ინფირმირებულნი იქნებიან მათი აბსტრაქტი მიღებული იქნა თუ არა. სრული ვერსია სტატიის კი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს, უნდა იქნეს გამოგზავნილი 2026 წლის 20 აპრილამდე. აბსტრაქტი და ნაშრომი უნდა იქნეს შესრულებული ინგლისურ ენაზე და გამოგზავნილი შემდეგ ელ ფოსტაზე: smenbabdishvili@bsu.edu.ge smenabdishvili@gmail.com კონფერენციის ორგანიზატორი და საკონტაქტო პირია პროფ. სოლომონ მენაბდიშვილი.
კონფერენციაში მონაწილეობა არის უფასო. თუმცა, მონაწილეებმა თვითონ უნდა გაიღონ საკუთარი მოგზაურობის და დაბინავების ხარჯები.
სოციალური ღონისძიებები:
- ბათუმის დათვალიერება 29 მაისს
- ვახშამი 29 მაისს (სურვილისამებრ)
- ნახევარი დღის ექსკურსია 30 მაისი
- ვახშამი 30 მაისს (სურვილისამებრ)
| უკან |
