
2026 წლის 20-24 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტში (VMU) იმყოფებოდა, სადაც ქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო Erasmus+ პერსონალის საერთაშორისო სასწავლო კვირეულში.
პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებათა და დიპლომატიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები ევროკავშირის სამართლის ძითითადი პრინციპების, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების და კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის გამოწვევების შესახებ. ვიზიტის ფარგლებში, მალხაზ ნაკაშიძე ასევე შეხვდა ფაკულტეტის დეკანს პროფესორ მინდაუგას იურკინასს და მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
| უკან |














