იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საერთაშორისო კონფერენცია-„კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები“

სურათი

2026 წლის 29-30 მაისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს კათედრის „უფრო ახლოს ევროკავშირთან“ პროექტის ფარგლებში ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივები“.

ჟან მონეს კათედრა ფოკუსირებულია ევროკავშირის კონკურენციის სამართლისა და ევროკავშირის მომხმარებელთა სამართალის სწავლებაზე. შესაბამისად, კონფერენციის მთავარ საკითხებს წარმოადგენდა კანდიდატი ქვეყნების კონკურენციის კანონმდებლობისა და მომხმარებელთა დაცვის ნორმების ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.

გარდა აღნიშნული ნორმებისა, კონფერენციის ფარგლებში განიხილეს სამართლის სხვადასხვა დარგების ევროპულ ნორმებთან დაახლოების საკითხებიც.

კონფერენციაში ორმოცზე მეტი პროფესორი, მეცნიერი, დოქტორანტურის, სამაგისტრო და საბაკალავრო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ - საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, ალბანეთიდან, სერბეთიდან და ბულგარეთიდან.

იხ. კონფერენციის პროგრამა, აბსტრაქტები და სტატიები:

 

  კონფრენციის პროგრამა და აბსტრაქტები
  პროგრამა
  სტატიების კრებული

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა