იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ბსუ-ში „JoPScip“- ისა და „PoSIG“- ის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, „JoPScip“- ისა და „PoSIG“- ის პროექტების ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას უძღვებოდნენ ბსუ-ს საპატიო დოქტორი,  ზალცბურგის პარის ლოდრონის უნივერსიტეტის პროფესორი ფრანც კოკი და ბსუ-ის კურსდამთავრებული, პოლიტიკის მეცნიერებების დოქტორი (PLUS), პროექტის კოორდინატორი სოსო მაკარაძე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  პროექტების მიღწევებს, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების მართვისა და განხორციელების გამოცდილებას, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუდენტები,  უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა